საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/526-21

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.04.2022
№ დოკუმენტი 3/526-21
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/526-21

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

04 აპრილი, 2022 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი ელისო ჟორჟოლიანი

მოსარჩელე - შპს „---” (ს/ნ ---);

წარმომადგენელი - ---;

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

წარმომადგენელი - ---;

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ---;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი: შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის N481 ბრძანება;

1.2. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება, N065-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

1.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს

2021 წლის 22 ივლისის No12529/2/2021 გადაწყვეტილება;

1.4. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სარჩელის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის N15028 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად შპს ---ს მიმართ გამოვლენილი იქნა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 129 910,07 ლარი, საბაზრო ღირებულებით (საშუალო ფასნამატის (11,94%) და დღგ-ის (18%) გათვალისწინებით) 171 597,18 ლარი.

გამოვლენილ დანაკლისზე შედგენილი იქნა 2020 წლის 15 სექტემბრის N-CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით ჯარიმის თანხამ შეადგინა 17 159,72 ლარი, რომელიც 2020 წლის 15 სექტემბერს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 ნოემბრის N33053 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, დაკისრებული ჯარიმის თანხა არ შემცირებულა (საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 21 დეკემბრის No130845 მოხსენებითი ბარათი), რაზეც გამოიცა 2020 წლის 23 დეკემბრის No38284 ბრძანება და No065-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 22.02.2021 წლის N-4481 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 2021 წლის 16 მარტს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 22 ივლისის N 12529/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელის განმარტებით შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დაპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის N 15028 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No994 ბრძანების შესაბამისად შპს "---"-ს (ს/კ) კუთვნილ ობიექტზე განხორციელებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებული იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (----). კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 10 აპრილი;

 

ინვენტარიზაციის შედეგად, 2020 წლის 08 ივლისის მდგომარეობით შედგენილი იქნა ოქმის პროექტი, რომლის თანახმად გამოვლენილი იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით - 171 597,18 ლარი, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს სანქცირებას 17 159,72 ლარის ოდენობით. ასევე დადგენილი იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების 185,307,99 ლარის ნაშთი პირვანდელი ღირებულებით.

კომპანია არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის შედეგად ოქმის პროექტით გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთს და დადგენილ ფასნამატს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 15 ივლისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა წერილობითი პოზიცია მოსალოდნელ დასარიცხ თანხებთან დაკავშირებით. საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოზე (სხდომის ოქმი N80) 2020 წლის 30 ივლისს. მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა.

2020 წლის 15 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2020 წლის 10 ივნისის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმი, ხოლო 2020 წლის 15 სექტემბერს გამოცემული იქნა N CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდარღვევის ოქმი 2020 წლის 15 სექტემბერს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. საჩივრის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა ფასნამატის საკითხი. საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე, რომლის 06.11.2020 წლის N 33053 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებული საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

2. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 06 ნოემბრის N 33053 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა შესაბამისი მტკიცებულებები საჩივარში დასმულ სადაო საკითხთან - ფასნამატთან დაკავშირებით; გარდა ამისა, ინვენტარიზაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი ოფიცრის თხოვნით გადაგზავნილი იქნა მეილზე ცხრილების ელეტრონული ვერსიები რათა შესაძლებლობა ჰქონოდათ ორივე მხარეს ერთდროულად განეხილათ ფასნამატის ცხრილები, ვინაიდან ვერ მოხდა კომპანიის წარმომადგენლებისა და ინვენტარიზაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ფიზიკურად შეხვედრა და შესაბამისად საკითხის ერთად განხილვა, ამიტომ ტელეფონით ხდებოდა კომუნიკაცია და განმარტებების მიცემა თუ რა მეთოდით იყო შედგენილი ფასნამატის ცხრილები. მოხდა გარკვევა, შეჯერება მხარეებს შორის. მათ შორის იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომ თუ კვლავ რაიმე გაურკვეველი იქნებოდა ცხრილებში დაუკავშირდებოდნენ, რადგან ინვენტარიზაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი ოფიცრისგან სატელეფონო საუბარი არ განხორციელებულა დამატებით კითხვებთან დაკავშირებით, დარწმუნებული იყვნენ ფასნამატის საკითხის დადებითად გადაწყვეტაში, მაგრამ რამდენიმე დღეში ოფიცერთან სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ პოზიცია მთლიანდ შეცვლილი იყო საკითხის შემსწავლელის მიერ, რაც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება და N 065-21 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა", რომლითაც უცვლელი დარჩა შპს "---"-ს (ს/ნ --- ) მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 15 სექტემბერს შედგენილი - N CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება და N-065-21 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა" 2021 წლის 24 იანვარს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 10 თებერვლის სხდომაზე, რომლის 22/02/2021 წლის 54481 ბრძანებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად არ ეთანხმებიან შემოსავლების სამსახურის 22/02/2021 წლის N 4481 ბრძანებას.

 

2. მოპასუხების პოზიცია:

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამასან განმარტა, რომ შპს ,,---" (ს/ნ ---) შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 06 ნოემბრის N- 33053 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარადგინა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები.

წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება (ცხრილი), რომლითაც გამოყვანილია ცალკეული პერიოდებისათვის, გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პერიოდებისათვის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულებები (საშუალო შეწონილი შეფასებას მეთოდი) და რომლის მიხედვითაც ითხოვს ფასნამატის დადგენას, ნაწარმოებია გარკვეული უზუსტობებით. კერძოდ: ზოგიერთ შემთხვევაში გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (გაყიდვა დასტურდება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით), აღნიშნულ ცხრილში მიწოდებად ასახულია სხვა პერიოდში, რაც არასწორად განსაზღვრავს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების პირვანდელ ღირებულებასა და სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ ნაშთს. შესაბამისად, მის საფუძველზე გამოანგარიშებული ფასნამატი არ იქნება ზუსტი და ვერ ასახავს რეალურ მონაცემებს. ამასთან, არაზუსტია გადამხდელის მიერ საჩივარში დასახელებული ფასნამატის ოდენობა - 1.613%, რომელიც არის მის მიერ წარმოდგენილ ცხრილში, ყოველი თვის მიხედვით გამოანგარიშებული ფასნამატების მონაცემთა საშუალო არითმეტიკული და რეალური გაანგარიშებებით არ დასტურდება, მაშინ როდესაც ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის ნაშთად არსებული სმფ-ების შესწავლით დადგენილია, რომ ფასნამატი შეადგენს - 11,94 %.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელისა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი, უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის N15028 ბრძნების საფუძველზე შპს ---ის მიმართ განხორციელებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგად, 2020 წლის 08 ივლისს, შედგენილი იქნა ოქმის პროექტი, რომლის თანახმად გამოვლენილი იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით - 171 597,18 ლარი, რაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვალისწინებს სანქცირებას 17 159,72 ლარის ოდენობით. კომპანია არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის შედეგად ოქმის პროექტით გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთს და დადგენილ ფასნამატს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 10 ივლისს წარდგენილი იქნა წერილობითი პოზიცია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში, რომლის გადაწყვეტილებით წერილობითი პოზიცია არ დაკმაყოფილდა. 2020 წლის 15 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა 2020 წლის 10 ივნისის მდგომარეობით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმი, ხოლო 2020 წლის 15 სექტემბერს გამოცემული იქნა N CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის N15028 ბრძანება;

- წერილობითი პოზიცია;

- ოქმის პროექტი;

ოქმი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ;

- N CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

3.2. სამართალდარღვევის ოქმი 2020 წლის 15 სექტემბერს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში რომლის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა ფასნამატის საკითხი. საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე, რომლის 06.11.2020 წლის N 33053 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს ფასნამატთან დაკავშირებით დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები.

მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი შემოსავლების სამსახურს;

- შემოსავლების სამსახურის 06.11.2020 წლის #33053 ბრძანება;

 

3.3. მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება და N 065-21 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა", რომლითაც უცვლელი დარჩა შპს "---ი"-ს მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 15 სექტემბერს შედგენილი N CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება და N065-21 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა" 2021 წლის 24 იანვარს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 10 თებერვლის სხდომაზე, რომლის 22/02/2021 წლის N 4481 ბრძანებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შემოსავლების სამსახურის 22/02/2021 წლის N 4481 ბრძანება 2021 წლის 15 მარტს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 22 ივლისის N 12529/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ თითოეულ საანგარიშო თვეში, რეალიზებული პროდუქციის პირვანდელი ღირებულების დადგენის მიზნით, ამავე თვეების მთლიან შეძენებში ბენზინისა და დიზელის საწვავის ხვედრითი წონის პროპორციულად, თვის განმავლობაში რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულებაში გაიმიჯნა ბენზინისა (802419,6 ლარი) და დიზელის საწვავის (379167,97ლარი) ღირებულება და თითოეული მათგანის პირვანდელი ღირებულება განისაზღვრა ინვენტარიზაციის მომენტში დაფიქსირებული ფასნამატის მიხედვით, რომელმაც ბენზინის შემთხვევაში შეადგინა 13,33 %, ხოლო დიზელის საწვავის შემთხვევაში - 11.28%. ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას, აღნიშნულია, რომ დანაკლისზე გავრცელებულია საშუალო ფასნამატი 11,94%.

ინვენტარიზაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი ოფიცრის 2020 წლის 21 დეკემბრის N-130845-21-12 მოხსენებითი ბარათიდან დგინდება შემდეგი:

„გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარმოდგენილი იქნა (კანც. შემოსვლის N9247807/21-11) წერილობითი განცხადება, რომლითაც გადამხდელი ითხოვდა საჩივარში დასმული საკითხების გათვალისწინებას. აღნიშნავდა, რომ პირველად საგადასახადო დოკუმენტებს არ წარმოადგენს, რადგანაც მათი ნახვა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ცალკეული თარიღების მიხედვით გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაყიდული საწვავის პირვანდელი ღირებულების დადგენა კი შესაძლებელია ცხრილით, რომელშიც დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა რეგისტრაციის თარიღიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდში. აგრეთვე, მისივე თქმით, ის, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული ფასნამატი შეადგენს 1,613%-ს, დგინდება მის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ცხრილით, ასევე წარადგინა ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის მონაცემები, რომელიც მის მიერ იწარმოება ელექტრონულად.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ წარმოდგენილი ცხრილი, რომლითაც გამოყვანილი იყო ცალკეული პერიოდებისათვის მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულებები (საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი), ნაწარმოები იყო გარკვეული უზუსტობებით. კერძოდ: ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (გაყიდვა დასტურდება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) ზემოაღნიშნულ ცხრილში მიწოდებად ასახულია მოგვიანებით, რაც არასწორად განსაზღვრავს იმ პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული მარაგების პირვანდელ ღირებულებას, რაც შემდეგი პერიოდის მონაცემებზეც ახდენს გავლენას.

გარდა ამისა, თუ საანგარიშო პერიოდის მიხედვით შედარდება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ფასი და პირვანდელი ღირებულება, ფასნამატი იქნება 0,72% და არა 1,613%. აღნიშნული ფასნამატით რომ მოხდეს პირვანდელი ღირებულების განსაზღვრა (ჩამოწერა), ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სმფ-ების საბუღალტრო ნაშთის ღირებულება ნაკლები იქნება ამავე მომენტისათვის კომპანიის საკუთრებაში არსებული სმფ-ების ფაქტიური ნაშთის პირვანდელ ღირებულებაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოები აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც გამოანგარიშებული ფასნამატის გათვალისწინებასაც ითხოვდა, არასწორია და დასახელებული ფასნამატის მნიშვნელობა რეალური გაანგარიშებით არ იყო დადგენილი. წარმოდგენილ ინფორმაციაში არ იყო არცერთი გაანგარიშება, სადაც თითოეული პირველადი დოკუმენტის მიხედვით გამოანგარიშებული იქნებოდა ფასნამატი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი, მის მიერ დასახელებული ფასნამატის (1,613%, რომლის მართებულობაც არ დგინდება წარმოდგენილი დოკუმენტაციით) გავრცელებას ითხოვდა არა მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებულ მიწოდებაზე, არამედ მთელი პერიოდის ბრუნვაზე, მათ შორის პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე მიწოდებული მარაგების პირველადი ღირებულების გამოსაანგარიშებლად.

ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის ნაშთად არსებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ ფასნამატი შეადგენდა 11,94 %-ს, რომელიც დასტურდება მის მიერ 2020 წლის 8 ივლისს წარმოდგენილი „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ" ოქმის (დანართი 21) მიხედვით.

 

დადგენილია, რომ „კომპანიის მიერ ელექტრონული ფორმით ნაწარმოები ნავთობ-პროდუქტების მიწოდების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის მონაცემები არაზუსტია და ვერ ასახავს კონკრეტული დღეების მიხედვით საკუთრებაში არსებული ნავთობ-პროდუქტების ნაშთის რეალურ ოდენობას, ვინაიდან ნავთობ პროდუქტების სპეციალური საგადანახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზაციები ჟურნალში ტარდება ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღიანი დაგვიანებით. გარდა ამისა, 2020 წლის 4 ივნისს მოსარჩელის, კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის გადამოწმების შედეგად დადგინდა გარკვეული უზუსტობა მის მიერ ჟურნალში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასსა და რეალურად არსებულ საბაზრო ფასებს შორის. კერძოდ: ჟურნალში დაფიქსირებული ერთი ლიტრი დიზელის სარეალიზაციო ფასი იყო 1,55 ლარი (ფასნამატი ამ შემთხვევაში 11,50%), მაშინ როდესაც მარიგებელ სვეტზე დაფიქსირებული ფასია 1,57 ლარი (ფასნამატი ამ შემთხვევაში 12,94%). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლის შედეგად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგინდა შემდეგი: გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილი, რომლითაც გამოყვანილი იყო ცალკეული პერიოდებისათვის მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური პირვანდელი ღირებულებები (საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი), ნაწარმოები იყო გარკვეული უზუსტობებით. კერძოდ: ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (გაყიდვა დასტურდება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) ზემოაღნიშნულ ცხრილში მიწოდებად ასახულია მოგვიანებით, რაც არასწორად განსაზღვრავს იმ პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელ ღირებულებას, რაც შემდეგი პერიოდის მონაცემებზეც ახდენს გავლენას. ამასთან, თუ მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილი ფასნამატის (0,72%) საფუძველზე პირვანდელი ღირებულების განსაზღვრა (ჩამოწერა), ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სმფ-ების საბუღალტრო ნაშთის ღირებულება ნაკლები იქნება ამავე მომენტისათვის კომპანიის საკუთრებაში არსებული სმფ-ების ფაქტიური ნაშთის პირვანდელ ღირებულებაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოები აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც გამოანგარიშებული ფასნამატის გათვალისწინებასაც ითხოვდა, არასწორია და დასახელებული ფასნამატის მნიშვნელობა რეალური გაანგარიშებით არ იყო დადგენილი.

დადგენილია, რომ საწვავის ფასის განსაზღვრა მოხდა შპს,,---ის“ თანამშრომლის ---ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ფასნამატის გაანგარიშებისათვის საჭირო პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიწოდება არ მომხდარა.

დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 ნოემბრის N33053 ბრძანების შესაბამისად მოხდა სადავო საკითხის შესწავლა, თუმცა სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, არ მოხდა დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). საბჭომ გადაწყვიტა, რომ შემოსავლების სამსახურის 22.02.2021 წლის N4481 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო მოთხოვნებთან და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება;

- მონიტორინგის დეპარტამენტის N 065-21 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა";

- საჩივარი შემოსავლების სამსახურს;

- ახსნა-განმარტებები;

- ფასნამატის გამოსაანგარიშებელი ცხრილები;

- ფოტომასალა;

- შემოსავლების სამსახურის 22/02/2021 წლის N 4481;

- საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს;

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 22 ივლისის N 12529/2/2021 გადაწყვეტილება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს „---ს” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი; „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N996.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწვვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო, მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის N4481 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება, N065-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 22 ივლისის No12529/2/2021 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდეტის არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).

ამ კოდექსის 2.2. მუხლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად „დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

 

სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთან:

ბ) ამ კოდექსით განსაზღვრული დანაკლისის გამოვლენა, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად და გადასახადებით დაიბეგრება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშგების წესებს, რომელთა დაცვა გადასახადის გადამხდელთა უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, მითითებული კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის აღსრულების მიზნით გამოცემული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი იმეორებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის ზემომითითებულ ჩანაწერს, ამასთან აზუსტებს, რომ დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას მიღებულ შემოსავლებში და გაწეულ ხარჯებში არც ერთი ელემენტი არ უნდა იქნეს გამოტოვებული ან ორჯერ ჩართული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

 

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან (სსკ-ის 100.3. მუხლი).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

დადგენილია, რომ საწარმოს საქმიანობაა ბენზინითა და დიზელით ვაჭრობა. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 10 აპრილს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის N15028 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად მომჩივანს გამოუვლინდა დანაკლისი, რომელმაც პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 129 910,07 ლარი, საბაზრო ღირებულებით (საშუალო ფასნამატის (11,94%) და დღგ-ის (18% გათვალისწინებით) 171 597,18 ლარი. აღურიცხავი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობები არ გამოვლენილა.

გამოვლენილ დანაკლისზე მოსარჩელეს N CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 17 159,72 ლარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 ნოემბრის N33053 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა ფასნამატთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადი მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით – დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ფასნამატის გაანგარიშებისათვის საჭირო პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის მიწოდება არ მომხდარა, შესაბამისად სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო დაკისრებული ჯარიმის თანხა არ შემცირებულა, რაზეც გამოიცა 2020 წლის 23 დეკემბრის N3828- ბრძანება და N065-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.02.2021 წლის N4481 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 22 ივლისის N12529/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც გადამხდელი არ ეთანხმება და ასაჩივრებს სასამართლოში.

 

მოსარჩელე უარყოფს, რომ გასაყიდ პროდუქციაზე კონკრეტული დღეების მიხედვით მარიგებელ სვეტზე დაფიქსირებული საბაზრო ფასი არ ემთხვევა ელექტრონულ ჟურნალში გატარებულ მონაცემებს და აღნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არსებობს. სასამართლო ვერ გაიზიარებს გადამხდელის ამგვარ მსჯელობას შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველით. საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 ნოემბრის N33053 ბრძანებით მომჩივანს მიეცა წინადადება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა ფასნამატთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ თითოეულ საანგარიშო თვეში რეალიზებული პროდუქციის პირვანდელი ღირებულების დადგენის მიზნით, ამავე თვეების მთლიან შეძენებში ბენზინისა და დიზელის საწვავის ხვედრითი წონის პროპორციულად, თვის განმავლობაში რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულებაში გაიმიჯნა ბენზინის (802419,6 ლარი) და დიზელის საწვავის (379167,97ლარი) ღირებულება და თითოეული მათგანის პირვანდელი ღირებულება განისაზღვრა ინვენტარიზაციის მომენტში დაფიქსირებული ფასნამატის მიხედვით, რომელმაც ბენზინის შემთხვევაში შეადგინა 13,33%, ხოლო დიზელის საწვავის შემთხვევაში 11.28%. ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანისას, აღნიშნულია, რომ დანაკლისზე გავრცელებულია საშუალო ფასნამატი 11,94%.

ინვენტარიზაციის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი ოფიცრის 2020 წლის 21 დეკემბრის N-130845-21-12 მოხსენებითი ბარათიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარდგენილი იქნა წერილობითი განცხადება, რომლითაც ითხოვდა საჩივარში დასმული საკითხების გათვალისწინებას. აღნიშნავდა, რომ პირველად საგადასახადო დოკუმენტებს არ წარმოადგენს, რადგანაც მათი ნახვა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ცალკეული თარიღების მიხედვით გამოწერილი სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გაყიდული საწვავის პირვანდელი ღირებულების დადგენა შესაძლებელია ცხრილით, რომელში დაფიქსირებულია გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა რეგისტრაციის თარიღიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდში. აგრეთვე, მისივე თქმით, ის რომ კომპანიის მიერ გაცხადებული ფასნამატი შეადგენს 1,613%-ს, დგინდება მის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ცხრილით.

ასევე წარადგინა ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის მონაცემები, რომელიც მის მიერ იწარმოება ელექტრონულად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ წარდგენილი ცხრილი, რომლითაც გამოყვანილი იყო ცალკეული პერიოდებისათვის მიწოდებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულებები (საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი), ნაწარმოები იყო გარკვეული უზუსტობებით. კერძოდ: ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობები (გაყიდვა დასტურდება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) ზემოაღნიშნულ ცხრილში მიწოდებად ასახული იყო მოგვიანებით, რაც არასწორად განსაზღვრავს იმ პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული მარაგების პირვანდელ ღირებულებას, რაც შემდეგი პერიოდის მონაცემებზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, თუ საანგარიშო პერიოდის მიხედვით შედარდება გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ფასი და პირვანდელი ღირებულება, ფასნამატი იქნება 0,72% და არა 1,613%. აღნიშნული ფასნამატით, რომ მოხდეს პირვანდელი ღირებულების განსაზღვრა (ჩამოწერა), ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის _ სმფ-ების საბუღალტრო ნაშთის ღირებულება ნაკლები იქნება ამავე მომენტისათვის კომპანიის საკუთრებაში არსებული სმფ-ების ფაქტიური ნაშთის პირვანდელ ღირებულებაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოები აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც გამოანგარიშებული ფასნამატის გათვალისწინებასაც ითხოვდა, არასწორია და დასახელებული ფასნამატის მნიშვნელობა რეალური გაანგარიშებით არ იყო დადგენილი.

წარდგენიღ ინფორმაციაში არ იყო არც ერთი გაანგარიშება, სადაც თითოეული პირველადი დოკუმენტის მიხედვით გამოანგარიშებული იქნებოდა ფასნამატი. ამასთან, გადასახადის გადამხდელი, მის მიერ დასახელებული ფასნამატის (1,613%, რომლიის მართებულობაც არ დგინდება წარმოდგენილი დოკუმენტაციით) გავრცელებას ითხოვდა არა მხოლოდ დაკუმენტურად დადასტურებუღ მიწოდებაზე, არამედ მთელი პერიოდის ბრუნვაზე, მათ შორის პირველადი საგადასახადი დოკუმენტის გარეშე მიწოდებული მარაგების პირველადი ღირებულების გამოსაანგარიშებლად.

ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის ნაშთად არსებული სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ ფასნამატი შეადგენდა 11,94 %-ს, რომელიც დასტურდება მის მიერ 2020 წლის 8 ივლისს ,,ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ" ოქმის მიხედვით.

დადგენილია, რომ კომპანიის მიერ ელექტრონული ფორმით ნაწარმოები ნავთობ-პროდუქტების მიწოდების აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის მონაცემებიც არაზუსტია და ვერ ასახავს კონკრეტული დღეების მიხედვით საკუთრებაში არსებული ნავთობ-პროდუქტების ნაშთის რეალურ ოდენობას, ვინაიდან ნავთობ პროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ ფაქტურებით რეალიზაციები ჟურნალში ტარდება ხშირ შემთხვევაში რამდენიმე დღიანი დაგვიანებით.

გარდა ამისა, 2020 წლის 4 ივნისს მოსარჩელის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის გადამოწმების შედეგად დადგინდა გარკვეული უზუსტობა მის მიერ ჟურნალში დაფიქსირებულ სარეალიზაციო ფასსა და რეალურად არსებულ საბაზრო ფასებს შორის. კერძოდ: ჟურნალში დაფიქსირებული ერთი ლიტრი დიზელის სარეალიზაციო ფასი იყო 1,55 ლარი (ფასნამატი ამ შემთხვევაში - 11,50%), მაშინ როდესაც მარიგებელ სვეტზე დაფიქსირებული ფასია 1,57 ლარი (ფასნამატი ამ შემთხვევაში - 12,94%).

აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილი რომლითაც გამოყვანილი იყო ცალკეული პერიოდებისათვის მიწოდებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების პირვანდელი ღირებულებები (საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი), ნაწარმოები იყო გარკვეული უზუსტობებით. კერძოდ: ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (გაყიდვა დასტურდება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) ზემოაღნიშნუღა ცხრილში მიწოდებად ასახულია მოგვიანებით, რაც არასწორად განსაზღვრავს იმ პერიოდისათვის გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელ ღირებულებას, რაც შემდეგი პერიოდის მონაცემებზეც ახდენს გავლენას.

ამასთან, თუ მოხდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილი ფასნამატის (0,72%) საფუძველზე პირვანდელი ღირებულების განსაზღვრა (ჩამოწერა), ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სმფ-ების საბუღალტრო ნაშთის ღირებულება ნაკლები იქნება ამავე მომენტისათვის კომპანიის საკუთრებაში არსებული სმფ-ების ფაქტიური ნაშთის პირვანდელ ღირებულებაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწარმოები აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც გამოანგარიშებული ფასნამატის გათვალისწინებასაც ითხოვდა, არასწორია და დასახელებული ფასნამატის მნიშვნელობა რეალური გაანგარიშებით არ იყო დადგენილი.

შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიმა, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 ნოემბრის N33053 ბრძანების საფუძველზე სრულად შეისწავლა სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, არ განახორციელა დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე, მათი მიღების დროისათვის არ მომხდარა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არ არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება და არ არსებობდა მათი ზოგადი–ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამრიგად, მოსარჩელე შპს „----”-ს სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. უცვლელად უნდა დარჩეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 თებერვლის N4481 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება, N065-21 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 22 ივლისის No12529/2/2021 გადაწყვეტილება.

 

8. საპროცესო ხარჯები:

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37,2 მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

ამ კოდექსის 55.2.მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამ კოდექსის 38.1.,,ა" მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) სარჩელზე.

 

ამ კოდექსის 39.3.,,ა.ბ." მუხლით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს: ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 520.00 ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „---“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს - სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

 

მიხეილ ბებიაშვილი

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 10 ივნისის N15028 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად მომჩივნის მიმართ გამოვლენილი იქნა დანაკლისი პირვანდელი ღირებულებით 129 910,07 ლარი, საბაზრო ღირებულებით (საშუალო ფასნამატის (11,94%) და დღგ-ის (18%) გათვალისწინებით) 171 597,18 ლარი.

გამოვლენილ დანაკლისზე შედგენილი იქნა 2020 წლის 15 სექტემბრის N-CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით ჯარიმის თანხამ შეადგინა 17 159,72 ლარი, რომელიც 2020 წლის 15 სექტემბერს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 6 ნოემბრის N33053 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება და N 065-21 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა", რომლითაც უცვლელი დარჩა მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 15 სექტემბერს შედგენილი N CB1105404 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის N38284 ბრძანება და N065-21 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა" 2021 წლის 24 იანვარს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 10 თებერვლის სხდომაზე, რომლის 22/02/2021 წლის N 4481 ბრძანებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. შემოსავლების სამსახურის 22/02/2022 წლის N 4481 ბრძანება 2021 წლის 15 მარტს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 22 ივლისის N 12529/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რასაც გადამხდელი არ ეთანხმება და ასაჩივრებს სასამართლოში.

 

გადაწყვეტილება

მოსარჩელე პირის სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

დასაბუთება

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგი მუხლებით: 2 (2); 43 (4); 8 (11); 286 (9); 105; 136; 72; 100; 304 21, 64, 299.