N 22 - 06/09/2024 - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის № 9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2024 წლის 6 სექტემბერი
ქ. ზუგდიდი
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.105.016397) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) მე-2 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
თეიმურაზ ბასილაია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.