გადაწყვეტილება №18622/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18622/2/2023
9.03.2023
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 11.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18622/2/2023).
დავის საგანი:
საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელის მიერ საწარმოს კაპიტალში 2019 წლის აგვისტოში
შეტანილი და 2020 წლის ოქტომბერში უკან გატანილი ბინის დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №002-63 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №23978 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 430,77 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 16 190
ჯარიმა - 8 095
საურავი - 4 145,77
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. თუმცა, ძირითადი საქმიანობის განხორციელება არ დაწყებულა.
13.09.2019 წელს საწარმოს დამფუძნებელმა „-------“-მ (პ/ნ „-------“) კაპიტალის გაზრდის მიზნით შპს „-------“ (ს/ნ „-------“) კაპიტალში შეიტანა საკუთარ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება (ქ. „-------“,), რომელიც შეფასდა 1 მ 2 625 აშშ დოლარად. შესაბამისად, საწარმოს კაპიტალი გაიზარდა აღნიშნული ღირებულების ექვივალენტით ლარში, რომელიც განისაზღვრა კრების ოქმის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით. 27.10.2020 წელს დამფუძნებელმა „-------“-მ აღნიშნული უძრავი ქონება გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან (საჯარო რეესტრის მონაცემებით მიიღო პირად საკუთრებაში), რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 1 მ 2 625 აშშ დოლარად ოქმის რეგისტრაციის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, გადასახადის გადამხდელი მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, პარტნიორთა კრების ოქმებისა და ხელშეკრულებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და მე-16 მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.04.2022 წლის №002-63 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №23978 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ, საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელის მიერ საწარმოს კაპიტალში 2019 წლის აგვისტოში შეტანილი და 2020 წლის ოქტომბერში უკან გატანილი ბინის დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან "------"-ს გააჩნდა 50%- იანი წილი, მის მიერ შეტანილი ბინის უკან გატანა არ შეიძლება ჩაითვალოს საქონლის მიწოდებად. აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს დამფუძნებელმა „-------“- მ , კაპიტალის გაზრდის მიზნით, შპს „-------“ კაპიტალში შეიტანა საკუთარ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება. ხოლო, 27.10.2020 წელს აღნიშნული უძრავი ქონება გაიტანა საწარმოს კაპიტალიდან (საჯარო რეესტრის მონაცემებით მიიღო პირად საკუთრებაში). შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს კაპიტალიდან „-------“-ის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონების უკან გამოტანა გადამხდელს არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით საწარმოდან ქონების გატანის ოპერაცია არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს,აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმების შედეგად დადგენილ დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და მე-16 მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით საწარმოდან ქონების გატანის ოპერაცია არ აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:16(1 ნაწილი). 160(„ა“).161 (პირველი ნაწილის ,,ე“)