გადაწყვეტილება №27147/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 11.05.2026
№ დოკუმენტი 27147/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 27147/2/2026

11 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ----- (ს/ნ ----- )

ოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 01.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----15.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27147/2/2026).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის N 249-46 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის N 8186 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

29 778.28 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 17 986.13 ლარი;

დღგ - 14 803.49 ლარი;

საშემოსავლო გადასახადი - 3 182.64 ლარი;

ჯარიმა - 8 992.70 ლარი;

საურავი - 2 799.45 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის N 12674 და 3 დეკემბრის N 26656 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის N 27664 ბრძანება და N 249-46 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 29 778.28 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 16 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 13 თებერვლის №3228 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 25.02.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 06.03.2026 წლის N 26735/2/2026 გადაწყვეტილებით (რეგ. 11.03.2026 წელი; N 03/17024) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის N 3228 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2026 წლის 7 აპრილის N 8186 ბრძანებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, ხოლო დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის N 8186 ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურში 2026 წლის 16 იანვარს წარდგენილი N 100020/1/2026 საჩივრით, მომჩივანს დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადა და მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 2026 წლის 25 თებერვალს წარდგენილ საჩივარში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე, მე-8, 301-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის N 249-46 საგადასახადო მოთხოვნის გადასახადის გადამხდელზე ჩაბარებიდან (rs.ge პორტალზე გაეცნო 17.12.2025 წელს) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში საჩივრის (დღგ-ის ნაწილში) წარდგენამდე გასულია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა. შესაბამისად, მოცემული სადავო საკითხი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას და აღნიშნულ ნაწილში საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

ვერ გაიზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას თითქოს და სადავო საკითხი არ ყოფილა გასაჩივრებული შემოსავლების სამსახურში 2026 წლის 16 იანვარს წარდგენილ საჩივარში, ვინაიდან 2026 წლის 16 იანვარს წარდგენილი საჩივრით სრულად ჰქონდა გასაჩივრებული 2025 წლის 16 დეკემბრის N 249-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მოიცავდა დღგ-ში დარიცხულ თანხებსაც. შესაბამისად, დავის პირველივე ეტაპზე გასაჩივრებული იყო დღგ-ის ნაწილიც და საჩივრის განხილვა, რომ მომხდარიყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, იქვე იქნებოდა დაყენებული არგუმენტები და პოზიცია ამ სადავო საკითხთან მიმართებითაც. რადგან არ მიეცა ასეთი საშუალება, უკვე დავების განხილვის საბჭოში, რომელიც გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ჩატარდა, მიეცა საშუალება წარედგინა პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, რაც გაზიარებული იქნა საბჭოს მიერ და საკითხი ხელახლა განსახილველად იქნა დაბრუნებული შემოსავლების სამსახურში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არამართლზომიერია საკითხის განუხილველად დატოვება გასაჩივრების ვადის დარღვევის საფუძვლით. სადავო საკითხი გასაჩივრებულია ვადაში და ექვემდებარება განხილვას. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს საკითხის განხილვა და იმის გათვალისწინებით, რომ შესამოწმებელ პერიოდად განსაზღვრულია 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები პროპორციულად განაწილდეს არა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდზე (2025 წლის 1 ივნისამდე), არამედ ინვენტარიზაციის მიზნებისთვის განსაზღვრულ 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით პერიოდზე. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით განხორციელდეს დღგ-ში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და დაევალოს ამავე სამსახურს, საჩივარში აღწერილი არგუმენტების გათვალისწინებით, თავიდან შეისწავლოს სადავო საკითხი, რათა მოხდეს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.:

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის N 249-46 საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 16 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 13 თებერვლის N 3228 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

დავების განხილვის საბჭოს 06.03.2026 წლის N 26735/2/2026 გადაწყვეტილებით (რეგ. 11.03.2026 წელი; N 03/-----) გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 თებერვლის N 3228 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

შემოსავლების სამსახურმა 2026 წლის 7 აპრილის N 8186 ბრძანებით, დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2026 წლის 16 იანვარს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით სრულად ჰქონდა გასაჩივრებული 2025 წლის 16 დეკემბრის N 249-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მოიცავდა დღგ-ში დარიცხულ თანხებსაც. შესაბამისად, დავის პირველივე ეტაპზე გასაჩივრებული იყო დღგ-ის ნაწილიც და საჩივრის განხილვა რომ მომხდარიყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, იქვე იქნებოდა დაყენებული არგუმენტები და პოზიცია ამ სადავო საკითხთან მიმართებითაც. რადგან არ მიეცა ასეთი საშუალება, უკვე დავების განხილვის საბჭოში, რომელიც გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ჩატარდა, მიეცა საშუალება წარედგინა პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, რაც გაზიარებული იქნა საბჭოს მიერ და საკითხი ხელახლა განსახილველად იქნა დაბრუნებული შემოსავლების სამსახურში.

დავების განხილვის საბჭომ 06.03.2026 წელს გამართულ სხდომაზე, გაიზიარა გადასახადის გადამხდელის პოზიცია და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა იქნას განხილული დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილშიც. შესაბამისად, საჩივარი სრულად დაბრუნდა შემოსავლების სამსახურში ხელახლა განსახილველად.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში არამართლზომიერია და უნდა გაუქმდეს. ამდენად, საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 7 აპრილის N 8186 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

ჩატარდა მეწარმის საგადასახადო შემოწმება, რის შედეგადაც მას დაეკისრა დამატებითი გადასახადი. მომჩივანმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა. შემდგომში შემოსავლების სამსახურმა ნაწილი დააკმაყოფილა, ხოლო დღგ-ის ნაწილში საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მიზეზით, რომ დავალიანება უკვე აღიარებულად მიიჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში არამართლზომიერია და უნდა გაუქმდეს. ამდენად, საჩივარი უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.