N 306 - 01/10/2026 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №306
2026 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №III-051 და დანართი №III-052 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. 53-ე მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) 9.1.1 და 9.2.1 სტრიქონები ივსება საფ-ის კორექტირებისას:
დ.ა) 9.1.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა));
დ.ბ) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“.
3. 531 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-051 ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები. ამასთან:
ა) 7.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა));
ბ) 7.2 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“.
4. დანართი №III-091 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. 58-ე მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) 9.2.1 და 9.3.1 სტრიქონებში აისახება მონაცემები ნსაფ-ის კორექტირებისას:
დ.ა) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების ნსაფ-სა და კორექტირების ნსაფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა));
დ.ბ) 9.3.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების ნსაფ-სა და კორექტირების ნსაფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე