ბრძანება N 6596

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.03.2024
№ დოკუმენტი 6596
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6596

26 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ს“ (ს/ნ ---------------)

(მის.: --------------------------------)

2024 წლის 12 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა შპს „---------ს“ (ს/ნ ---------------) №4627/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №094-92 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარში მითითებულია შემდეგი არგუმენტები:

● სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებამ არ შეამცირა კომპანიის მიერ საშემოსავლო გადასახადში ზედმეტად დეკლარირებული 20 386 ლარი და ასევე არ გაითვალისწინა დამფუძნებლის წინაშე არსებული დავალიანება. დამატებით აღნიშნავს, რომ შემოწმებას ჰქონდა კომპანიის სალაროს მოძრაობა, სადაც ჩანდა, რომ 2023 წლის ივნისის თვეში სალაროდან ბანკში შეტანილია თანხები.

● დებიტორული დავალიანების ნაშთებთან მიმართებით განმარტავს, რომ აღნიშნული დავალიანების ნაწილი დაბეგრილია კომპანიის მიერვე, ხოლო ნაწილზე წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებს, რომელთა მიხედვითაც პირები ადასტურებენ დებიტორული დავალიანების არსებობის ფაქტს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ ფაქტობრივად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ისე, რომ აღნიშნულის სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნდა.

● არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურებასთან დაკავშირებით მომჩივანი აღნიშნავს, რომ მზად არის წარმოადგინოს თურქეთის გადამზიდავი კომპანიის რეზიდენტობის ცნობა.

2. მომჩივანი კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს, 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შემცირების გამო, შემოწმების მიერ მოგების გადასახადში განსაზღვრული ჯარიმის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13834 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------ს“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებზე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 21 დეკემბრის №32351 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №094-92 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 213 161 ლარი, მათ შორის გადასახადი 131 629 ლარი, ჯარიმა 65 472 ლარი და საურავი 16 060 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას ელექტრონულად, პროგრამაში „ორისში“ და კონტროლი ოპერაციების დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე განხორციელებული იყო კანონით დადგენილი ნორმების დაცვით. აღნიშნული საბუღალტრო აღრიცხვის მიხედვით, კომპანიის შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის მზარდი ნაშთები (ანგარიში 1110 და 1111). ასევე, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიას 2022 წლის მარტის, აგვისტოს და დეკემბრის თვეებში დეკლარირებული ჰქონდა დირექტორზე ----------ზე (პ/ნ --------) და თანამშრომელზე --------ზე (პ/ნ ----------) გაცემული თანხები ჯამში სულ 122 066 ლარის ოდენობით. ბუღალტრის ახსნა-განმარტებით, აღნიშნული თანხები გატანილი იქნა სალაროდან, ხოლო შესაბამისი გატარება საბუღალტრო აღრიცხვაში არ განხორციელდა, მაგრამ საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის განხილული იქნა სახელფასო განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შესაბამისი პერიოდების მიხედვით გაცემული თანხები გათვალისწინებული იქნა სალაროს მოძრაობის შესწავლის დროს.

● შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების (დანართი N9) მიხედვით, სალაროს არაგონივრული ნაშთი 79 887 ლარის ოდენობით, დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა წინა საანგარიშო პერიოდებიდან მოყოლებული დებიტორული დავალიანების ნაშთები არამეწარმე ფ/პ-ებზე, სულ ჯამში 396 728 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა ურთიერთშედარების აქტები, მაგრამ ვერ იქნა წარმოდეგენილი. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები ჩაითვალა მიღებულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა ხელფასის სახით განაცემად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● 2020 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტი იურიდიული პირის „----------“-ის მიერ შპს ,,---------სთვის“ გაწეულ იქნა სატრანსპორტო მომსახურება, რომელმაც სულ ჯამში შეადგინა 2 444,48 ლარი. აღნიშნული მომსახურება გადასახადის გადამხდელმა დაბეგრა მხოლოდ უკუდაბეგვრის დღგ-ით, ხოლო გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არ განუხორციელებია. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, აღნიშნული დავალიანება კომპანიას დაფარული ჰქონდა 2020 წლის ივნისის თვეში. შემოწმების მიერ, აღნიშნული მომსახურების თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა საამშენებლო მასალების, ძირითადად ლამინირებული იატაკის და კარების შეძენა-რეალიზაცია. შპს „-------“ წარმოადგენს მესამე კატეგორიის საწარმოს, რომელსაც წარდგენილი აქვს 2018-2021 წლების ფინანსური ანგარიშგებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და ასევე ანგარიშგების პორტალიდან წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სადაც დაფიქსირებული იყო ასევე 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მონაცემები, საწარმოს 2008-2016 წლების წმინდა მოგება შეადგენდა 2 887 671 ლარს, ხოლო, წინა წლების (2008-2016) მოგებიდან გაცემულმა დივიდენდებმა 2014-2016 წლებში შეადგინა 1 421 053 ლარი, 2017-2019 წლებში - 1 210 526 ლარი, 2020-2023 წლებში - 494 737 ლარი, ხოლო 2020-2023 წლებში მიღებული მოგებიდან გაცემულმა დივიდენდებმა შეადგინა 1 421 053 ლარი. შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე საწარმოს წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით არ ჰქონდა საკმარისი წინა წლების (2008-2016) მოგება აღნიშნული დივიდენდების გასაცემად. ბუღალტრის ზეპირი განმარტების მიხედვით, ფინანსურ ანგარიშგებაში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კერძო პირის მიერ გაწეული აუდიტორული მომსახურების შედეგად დაზუსტებული იყო, როგორც ფინანსური ანგარიშგების, ისე მოგების ყოველთვიური დეკლარაციები. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, წარდგენილი 2008-2016 წლების წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციების, ამავე წლებში დეკლარირებული გაცემული დივიდენდების და ასევე, ანგარიშგების პორტალიდან წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ დაახლოებით შეადგინა სულ 2 887 671 ლარი, ხოლო ამავე პერიოდებში კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოგების გადასახადი იყო 512 450 ლარი. გადასახადის გადამხდელს ზემოთაღნიშნული წმინდა მოგებიდან 2014-2019 წლებში გაცემული ჰქონდა 2 631 579 ლარის დივიდენდი, ხოლო 2017-2019 წლებში ჩათვლილი იყო 213 622 ლარის მოგების გადასახადი. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდში გაცემული ჰქონდა 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან 494 737 ლარის დივიდენდი, ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში ჩათვლილი ჰქონდა 56 710 ლარი. სულ ჯამში გაცემულმა დივიდენდებმა ძველი მოგებიდან (2008-2016 წწ) შეადგინა 2 631 579 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2008-2016 წლებში გადახდილმა მოგების გადასახადმა შეადგინა ჯამურად 512 450 ლარი, ხოლო მის მიერ მოგების გადასახადის ნაწილში ჩათვლილი იყო სულ 270 332 ლარი, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში 56 710 ლარი, საიდანაც ჩათვლას არ ექვემდებარებოდა 11 517 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის და 309-ე მუხლის 120-ე ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე2 ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან. ამასთან, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:

გ) საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით;

ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

გ) პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

● სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, შემოწმებას ჰქონდა კომპანიის სალაროს მოძრაობა, სადაც ჩანდა, რომ 2023 წლის ივნისის თვეში სალაროდან ბანკში შეტანილი იყო თანხები, კერძოდ, 2 ივნისს 94 860 ლარი, ხოლო 8-დან 12 ივნისის ჩათვლით 245 308 ლარი.

● დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული დავალიანების ნაწილი დაბეგრილია კომპანიის მიერვე, ხოლო ნაწილზე წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებებს, რომელთა მიხედვითაც პირები ადასტურებენ დებიტორული დავალიანების არსებობის ფაქტს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან და დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. საბანკო ამონაწერები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

●არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურებაზე გადახდილი თანხების დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა შპს „----ეს“ გაუწია სატრანსპორტო მომსახურება, რომელიც გადასახადის გადამხდელმა დაბეგრა მხოლოდ უკუდაბეგვრის დღგ-ით, ხოლო გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არ განუხორციელებია. გადამხდელს მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული დავალიანება კომპანიას დაფარული ჰქონდა 2020 წლის ივნისის თვეში. ამასთან, კომპანიამ ვერ წარადგინა მომსახურების გამწევი კომპანიის რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, შემოწმების მიერ, აღნიშნული მომსახურების თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან და დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. საბანკო ამონაწერები);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. კეთილსინდისიერებაზე მითითებით ითხოვს, 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებულ დივიდენდზე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის შემცირების გამო, შემოწმების მიერ მოგების გადასახადში განსაზღვრული ჯარიმის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №13834 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებზე. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32351 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №094-92 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 213 161 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის მზარდი ნაშთები .

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის N22708 ბრძანებით დამტკიცებული სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების (დანართი N9) მიხედვით, სალაროს არაგონივრული ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე,გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა წინა საანგარიშო პერიოდებიდან მოყოლებული დებიტორული დავალიანების ნაშთები არამეწარმე ფ/პ-ებზე.გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნილ იქნა ურთიერთშედარების აქტები, მაგრამ ვერ იქნა წარმოდეგენილი. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები ჩაითვალა მიღებულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა ხელფასის სახით განაცემად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,2020 წლის საანგარიშო პერიოდში არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ მომჩივანისთვის გაწეულ იქნა სატრანსპორტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება გადასახადის გადამხდელმა დაბეგრა მხოლოდ უკუდაბეგვრის დღგ-ით, ხოლო გადახდის წყაროსთან დაბეგვრა არ განუხორციელებია. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით, აღნიშნული დავალიანება კომპანიას დაფარული ჰქონდა 2020 წლის ივნისის თვეში. შემოწმების მიერ, აღნიშნული მომსახურების თანხები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ხოლო,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, წარდგენილი 2008-2016 წლების წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციების, ამავე წლებში დეკლარირებული გაცემული დივიდენდების და ასევე, ანგარიშგების პორტალიდან წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანიის 2008-2016 წლებში მიღებულმა წმინდა მოგებამ დაახლოებით შეადგინა სულ 2 887 671 ლარი, ხოლო ამავე პერიოდებში კომპანიის მიერ ბიუჯეტში გადახდილი მოგების გადასახადი იყო 512 450 ლარი. გადასახადის გადამხდელს ზემოთაღნიშნული წმინდა მოგებიდან 2014-2019 წლებში გაცემული ჰქონდა 2 631 579 ლარის დივიდენდი, ხოლო 2017-2019 წლებში ჩათვლილი იყო 213 622 ლარის მოგების გადასახადი. გადასახადის გადამხდელს 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდში გაცემული ჰქონდა 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან 494 737 ლარის დივიდენდი, ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში ჩათვლილი ჰქონდა 56 710 ლარი. სულ ჯამში გაცემულმა დივიდენდებმა ძველი მოგებიდან (2008-2016 წწ) შეადგინა 2 631 579 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2008-2016 წლებში გადახდილმა მოგების გადასახადმა შეადგინა ჯამურად 512 450 ლარი, ხოლო მის მიერ მოგების გადასახადის ნაწილში ჩათვლილი იყო სულ 270 332 ლარი, მათ შორის შესამოწმებელ პერიოდში 56 710 ლარი, საიდანაც ჩათვლას არ ექვემდებარებოდა 11 517 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის და 309-ე მუხლის 120-ე ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის განსაზღვრასთან და დებიტორული დავალიანების ნაშთების დაბეგვრასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები , ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო, არარეზიდენტი იურიდიული პირის მიერ გაწეული ტრანსპორტირების მომსახურებაზე გადახდილი თანხების დაბეგვრასთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9„ბ“); 101(1); 134(1 „გ“ და „ე“); 154(1 „ა“ და „გ“) ; 269(7);