ბრძანება N 15827

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 15827
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15827

04 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, --------)

2023 წლის 2 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 2 იანვრის №77761/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 დეკემბრის №007-336 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა გადამხდელს დეკლარირებული და დაბეგრილი ჰქონდა სექტემბრის თვეში, შესაბამისად, შემოწმების მიერ ხელმეორედ მოხდა იგივე ნაშთის დაბეგვრა;

2. არ ეთანხმება კომპანიის საკუთრებაში არსებულ მსუბუქ ავტომანქანაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე გადასახადის დარიცხვას და აცხადებს, რომ მანქანა არ ყოფილა არცერთ დაქირავებულ პირზე გადაცემული, შესაბამისად, დარიცხვა არის უკანონო;

3. არ ეთანხმება კომპანიის საკუთრებაში არსებული ექსკავატორის გაქირავებულად მიჩნევის საფუძვლით დარიცხულ თანხებს და აცხადებს, რომ ექსკავატორი არ ყოფილა იჯარით გადაცემული, შესაბამისად, დარიცხვა არის უკანონო.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25348 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 2 დეკემბრის №30467 ბრძანება და 5 დეკემბრის №007-336 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის 04 ივლისი 2023 N 15827 გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 754 308 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 131 400 ლარი, ჯარიმა 562 023 ლარი, საურავი 60 885 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საინჟინრო მომსახურების გაწევა, ასევე, საკუთარი ქონების იჯარით გაქირავება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა (სასაქონლო ზედნადებები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარაციები) და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შპს „-------“ მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების თანხობრივი ჯამი ედრება მის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში დეკლარირებულ შემოსავალს. შესამოწმებელ პერიოდში ბოლო 6 თვის განმავლობაში გადამხდელს საქმიანობა არ განუხორციელებია. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმოს უფიქსირდება დიდი რაოდენობით სალაროს მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, რომელმაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგინა 4 206 120 ლარი. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია ფლობდა მსუბუქ ავტომობილს, რომლის საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება დოკუმენტურად, ასევე, არ ფიქსირდება საწვავის შეძენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია ფლობდა მუხლუხა ექსკავატორს, რომლის საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება დოკუმენტურად, ასევე, არ ფიქსირდება საწვავის შეძენა. შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ გადამხდელი აქირავებდა მის მფლობელობაში არსებულ ექსკავატორს, გაქირავებიდან მიღებულ ფასად ჩაითვალა დღიური საბაზრო ფასი და აღნიშნული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი სხდომაზე არ გამოცხადდა, ასევე, არ იქნა წარმოდგენილი განცხადება განხილვის გადადების თაობაზე. ამდენად, საჩივარი განხილულ იქნა მომჩივნის დაუსწრებლად.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ბოლო 6 თვის განმავლობაში გადამხდელს საქმიანობა არ განუხორციელებია, ხოლო შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა გადამხდელთან დაკავშირება. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება დიდი რაოდენობით სალაროს მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 4 206 120 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა გადამხდელს დეკლარირებული და დაბეგრილი ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდს მიღმა, 2022 წლის სექტემბრის თვეში. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, დეკლარაციის დანართ „დ“-ს ავსებს საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი), რომლის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში (მათ შორის, ლიზინგით, იჯარით და ა.შ.) არსებული ავტომობილი (გარდა ელექტროძრავიანი ავტომობილისა) შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაქირავებულის მიერ გამოიყენება პირადი სარგებლობისათვის.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისთვის:

ა) ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებად ითვლება, თუ შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით დაქირავებული უფლებამოსილია ავტომობილი გამოიყენოს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის;

ბ) ავტომობილი არის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობს მსუბუქ ავტომობილს, რომლის საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება დოკუმენტურად, ასევე, არ ფიქსირდება საწვავის შეძენა. შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ დაქირავებული პირადი სარგებლობისათვის იყენებდა დამქირავებლის ავტომობილს და აღნიშნულიდან მიღებული სარგებელი დაიბეგრა, როგორც ხელფასი.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა არ ყოფილა არცერთ დაქირავებულ პირზე გადაცემული და დარიცხვა არის უკანონო.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფიანანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 38-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებად ითვლება შემთხვევა, თუ შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით დაქირავებული უფლებამოსილია ავტომობილი გამოიყენოს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის. ხოლო განსახილველ შემთხვევაში, დაქირავებულის მიერ ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება არ დასტურდება დოკუმენტურად, კერძოდ, არ არის დადასტურებული შრომითი ხელშეკრულებით, წესდებით ან სხვა დოკუმენტით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია კომპანიის კუთვნილი ავტომობილის დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებას, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაქირავებულის მიერ კომპანიის კუთვნილი ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა ექსკავატორს, რომლის საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება დოკუმენტურად, ასევე, არ ფიქსირდება საწვავის შეძენა. შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ გადამხდელი აქირავებდა მის მფლობელობაში არსებულ ექსკავატორს, ხოლო გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლად ჩაითვალა დღიური საბაზრო ფასი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ექსკავატორი არ ყოფილა იჯარით გადაცემული და დარიცხვა უკანონოა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაქირავებულის მიერ კომპანიის კუთვნილი ავტომობილის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება

1. სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას;

2. კომპანიის საკუთრებაში არსებულ მსუბუქ ავტომანქანაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე გადასახადის დარიცხვას;

3. კომპანიის საკუთრებაში არსებული ექსკავატორის გაქირავებულად მიჩნევის საფუძვლით დარიცხულ თანხებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

● დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს უფიქსირდება დიდი რაოდენობით სალაროს მზარდი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

● შემოწმებით მიჩნეულ იქნა, რომ დაქირავებული პირადი სარგებლობისათვის იყენებდა დამქირავებლის ავტომობილს და აღნიშნულიდან მიღებული სარგებელი დაიბეგრა, როგორც ხელფასი.

● შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა, რომ გადამხდელი აქირავებდა მის მფლობელობაში არსებულ ექსკავატორს, ხოლო გაქირავებიდან მიღებულ შემოსავლად ჩაითვალა დღიური საბაზრო ფასი, რაც დაიბეგრა საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადებით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 და მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-ბ); 101(21); 154(1); 159(1); 1601; 163; 164

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება, მუხლი 38(10-11)