დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-608-989-06 ¹ას-608-989-06 4 ოქტომბერი, 2006 წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრიამ
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 21ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, შპს «მ-ლის» სარჩელის გამო ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა «გ-. II შესახვევი, ¹12-14-ის» წევრების: გ. ბ-ძის, თ. ყ-იანის, რ. ჯ-ვას, თ. ა-ძის, ლ. გ-ძის, ლ. გ-ძის, ბ. ც-ძის, გ. ბ-ძის, ზ. ჯ-შვილის, დ. ს-შვილის, ზ. ა-შვილის, ნ. დ-ძის, მ. ბ-ძის, ნ. რ-ძის, ნ. კ-კისა და გ.მ-შვილის მიმართ შესრულებული სამშენებლო სამუშაოებისათვის საზღაურის გადახდევინების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „მ-ლის“ დირექტორმა2000წ. 7 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ინდ.მენაშენეთა ამხანაგობა „გ-ის II შესახვევი ¹12-14-ის“ მიმართ შესრულებული სამშენებლო სამუშაოებისათვის საზღაურის გადახდევინების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაკისრებოდა მათ მიერ შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის 158932 ლარისა და მათი კუთვნილი კოშკურა ამწის იჯარით გამოყენებისათვის და შემდგომში მისი დემონტაჟისათვის მათ მიერ შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის, 15500 აშშ დოლარისგადახდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ შპს „მ-ის“ სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 68292 ლარის გადახდა.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს «მ-ის» სასარგებლოდ ინდივიდუალური, მენაშენეების ამხანაგობა «გ-ის II შესახვევი ¹12-14-ისათვის“ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს «მ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ინდივიდუალი მენაშენეთა ამხანაგობა «გ-ის II შესახვევი, ¹12-14-ის» წევრებს: გ. ბ-ძეს, თ. ყ-იანს, რ. ჯ-ვას, თ. ა-ძეს, ლ. გ-ძეს, ლ. გ-ძეს, ბ. ც-ძეს, გ. ბ-ძეს, ზ. ჯ-შვილს, დ. ს-შვილს, ზ. ა-შვილს, ნ. დ-ძეს, მ. ბ-ძეს, ნ. რ-ძეს, ნ. კ-კსა და გ. მ-შვილს სოლიდარულად დაეკისრათ შპს «მ-ის» სასარგებლოდ 90624 ლარის გადახდა. მათვე დაეკისრათ შპს «მ-ის» სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2718 ლარისა და ადვოკატის მომსახურების თანხის 400 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
სამოტივაცი ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ მ.გ-ის საკასაციოსაჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შემოწმებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ინდივიდუალი მენაშენეთა ამხანაგობა «გ-ის II შესახვევი, ¹12-14-ის» წევრების: გ. ბ-ძის, თ. ყ-იანის, რ. ჯ-ვას, თ. ა-ძის, ლ. გ-ძის, ლ. გ-ძის, ბ. ც-ძის, გ. ბ-ძის, ზ. ჯ-შვილის, დ. ს-შვილის, ზ. ა-შვილის, ნ. დ-ძის, მ. ბ-ძის, ნ. რ-ძის, ნ. კ-კისა და გ. მ-შვილის მიმართ და მხოლოდ მათ მიმართ დაადგინა გადაწყვეტილება, ხოლო მ.გ-შვილის, როგორც მოპასუხის მიმართ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და შესაბამისად არც გადაწყვეტილება არ დაუდგენია. საქმის მასალების შემოწმებამ ცხადყო, რომ მ.გ-შვილი ამოირიცხა ამხანაგობის წევრობის სიიდან.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.გ-შვილის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა და მას საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნდა სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს მხოლოდ მხარეებისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ.
ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ.გავაშელიშვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზულიციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო მიხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.გ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
საკასაციო განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრება.