1. ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე.
2. თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
3. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.
4. თუ უკვე შესრულებული აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ამ შესრულებაზედაც გავრცელდეს. უკვე შესრულებულის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბამისად 352
–
354-ე მუხლები.
5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 407-ე მუხლი.
თავი მეორე
მოვალის მიერ ვადის გადაცილე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 399. უარი გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე 1. ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. 2. თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი. 3. უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. 4. თუ უკვე შესრულებული აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ამ შესრულებაზედაც გავრცელდეს. უკვე შესრულებულის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გამოიყენება შესაბამისად 352 _– 354-ე მუხლები. 5. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 407-ე მუხლი. თავი მეორე მოვალის მიერ ვადის გადაცილებაგადაცილე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(773)
- საქმე №ას-90-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას გრძელვადიან ურთიერთობებზე ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის დაუცველად.
- საქმე №ას-1383-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2026
თუმცა ასეთ შემთხვევაში გარიცხვის სამართლებრივი საფუძველია საზოგადოების წესდება და სსკ-ის 399-ე მუხლი. (იხ. სუსგ-ები: N ას-93-2021, 29.11 2021 წ; N ას-937-2020, 1.12. 2021 წ; N ას-324-2021, 29.06.
- საქმე №ას-1236-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
…მენარდე დროულად არ შეუდგა სამუშაოს შესრულებას ან სამუშაოს ისე ნელა ასრულებს, რომ შეუძლებელია მისი დამთავრება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რის გამოც შემკვეთი ინტერესს კარგავს ხელშეკრულების მიმართ), აუცილებლად დაცული უნდა იყოს სსკ-ის 399-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ.
- საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
…მენარდე დროულად არ შეუდგა სამუშაოს შესრულებას ან სამუშაოს ისე ნელა ასრულებს, რომ შეუძლებელია მისი დამთავრება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, რის გამოც შემკვეთი ინტერესს კარგავს ხელშეკრულების მიმართ), აუცილებლად დაცული უნდა იყოს სსკ-ის 399-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ.
- საქმე №ას-866-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
…შეწყვეტა, შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ იგი ხელშეკრულების ადაპტაციასთან შედარებით უკეთესად უზრუნველყოფს მხარეთა ორმხრივ ინტერესებს და ამასთან, შეწყვეტით ზიანი არ ადგება საჯარო ან მესამე პირების ინტერესებს. სსკ-ის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად.
- საქმე №ბს-143(3კ-24.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.12.2025
- საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-516-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
- საქმე №ას-1138-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-596-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ბს-311(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
- საქმე №ბს-251(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2025
- საქმე №ბს-785(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2025
- საქმე №ბს-1076(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2025
- საქმე №ბს-883(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2024
- საქმე №ას-1210-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
- საქმე №ას-1051-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2024
- საქმე №ას-767-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2024
- საქმე №ას-306-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
- საქმე №ბს-595(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2024
- საქმე №ბს-472(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.10.2024
- საქმე №ას-306-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.08.2024
- საქმე №ბს-204(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2024
- საქმე №ას-245-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2024
- საქმე №ას-211-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
- საქმე №ბს-1145(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2024
- საქმე №ბს-1234(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2024
- საქმე №ბს-1062(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2024
- საქმე №ბს-1026(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
- საქმე №ბს-15(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.10.2023
- საქმე №ბს-510(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
- საქმე №ას-814-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023
- საქმე №ბს-563(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
- საქმე №ბს-567(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2023
- საქმე №ბს-175(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2023
- საქმე №ბს-390(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2023
- საქმე №ბს-313(კ-კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2023
- საქმე №ბს-1506(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-1271(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2023
- საქმე №ას-1353-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.01.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 773-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება