1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.
2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(217)
- საქმე №ას-90-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2026
მხარე განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლი იცავს არა მხოლოდ მოვალეს, არამედ კრედიტორსაც, რა დროსაც ხელშეკრულების შესრულების გართულების შემთხვევაში, ორივე მხარეს შეუძლია მისადაგების მოთხოვნა.
- საქმე №ას-1283-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების…
- საქმე №ას-1051-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2026
…დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა…
- საქმე №ას-505-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
გარემოებები რომელიც მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა საყოველთა პანდემიისა და ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების გამო არსებითად შეიცვალა, თუმცა შეთანხმების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან მხარეეებს არ მოუხდენიათ ( სსკ-ის 398.1 მუხლი). 4.14. ღონისძიების ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯი მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია.
- საქმე №ას-1136-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
ამრიგად, იქ, სადაც ვალდებულების შესრულება ხდება ფულით, მხარისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რომლებიც უკიდურესად ართულებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა წარმოშვას არა ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების, არამედ შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ინსტიტუტის არსი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც სახეზეა ის…
- საქმე №ას-1151-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ას-1405-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ას-1475-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.12.2025
- საქმე №ას-89-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
- საქმე №ას-1175-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-1174-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-322-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
- საქმე №ას-1572-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2025
- საქმე №ას-1138-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2025
- საქმე №ას-596-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
- საქმე №ას-709-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ას-767-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
- საქმე №ბს-1191(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
- საქმე №ას-197-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
- საქმე №ას-101-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2025
- საქმე №ას-7-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.05.2025
- საქმე №ას-177-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №ას-731-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2025
- საქმე №ას-24-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2024
- საქმე №ას-571-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
- საქმე №ას-1184-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2024
- საქმე №ას-623-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-1039-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
- საქმე №ას-918-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
- საქმე №ას-314-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2024
- საქმე №ას-1287-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-153-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
- საქმე №ას-211-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
- საქმე №ას-284-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
- საქმე №ას-1383-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2024
- საქმე №ას-687-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.12.2023
- საქმე №ას-950-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2023
- საქმე №ას-1164-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
- საქმე №ას-1164-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
- საქმე №ას-551-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2023
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 217-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება