მუხლი 395. ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან განთავისუფლების შესახებ წინასწარი შეთანხმების დაუშვებლობა
სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი · სკ 395
1. მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
2. დაუშვებელია მხარეთა წინასწარი შეთანხმება მოვალის მიერ განზრახი მოქმედებით ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურებისაგან მისი განთავისუფლების შესახე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(142)
საქმე №ას-866-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
…ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია. 50. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტის ელემენტია. სსკ-ის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,,,მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ…
საქმე №ბს-311(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
სააპელაციო პალატამ მოიხმო ზემოაღნიშნული „დებულების“ VI თავის მე-9 პუნქტი, XVIII თავი, სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სკ-ის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 317-ე მუხლი, 325-ე მუხლი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 395-ე მუხლი, 399-ე მუხლი, 416-ე, 417-ე მუხლები, აგრეთვე, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი და აღნიშნა, რომ ა.გ-ე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს 01.10.2021წ.
საქმე №ას-1602-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
და 395-ე მუხლები წარმოადგენს. მოსარჩელე და მოპასუხე საბანკო სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხეს ს.ს.
საქმე №ას-835-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2025
…ქმედება, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი) ერთობლივი არსებობა). 6.3.სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, იმავე კოდექსის 395-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 409-ე მუხლი და მიუთითა წინამდებარე საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ს.ჩ–ძე 2008 წლის 07 მაისიდან დასაქმებული იყო სს „ს.რ–ის“ ტექნიკური დეპარტამენტის თბილისის სალოკომოტივო დეპოს საწყობის გამგის პოზიციაზე.
საქმე №ას-313-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2024
…მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი. სსკ-ის 395.1-ე მუხლის თანახმად, “მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს”.
საქმე №ას-1253-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
საქმე №ას-1171-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
საქმე №ას-1218-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.01.2024
საქმე №ბს-1143(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
საქმე №ას-1031-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.12.2023
საქმე №ას-667-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
საქმე №ას-400-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2023
საქმე №ას-762-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2023
საქმე №ას-773-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2023
საქმე №ას-1083-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
საქმე №ას-1416-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2023
საქმე №ას-1083-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
საქმე №ბს-876(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2022
საქმე №ბს-1166(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2022
საქმე №ბს-23(3კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.07.2022
საქმე №ას-474-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2022
საქმე №ბს-1040(3კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2022
საქმე №ას-1172-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
საქმე №ას-409-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2022
საქმე №ას-1069-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2021
საქმე №ას-992-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
საქმე №ას-556-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 395, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-395/