1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. დამატებითი ვადის განსაზღვრა არ არის საჭირო, თუ აშკარაა, რომ მას რაიმე შედეგი არ მოჰყვება, ან როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით ამართლებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაუყოვნებლივ გამოყენება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3145)
- საქმე №ბს-80(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.
- საქმე №ას-281-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2026
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მეორე მოთხოვნის პასუხად სსკ-ის შესაბამის ნორმებზე მიუთითებს, კერძოდ, სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
- საქმე №ბს-202(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2026
…გამოიკვლიოს სააგენტომ, მაშინ როდესაც მხარე იმ სასწავლებელში აღარ სწავლობს, რის საფუძველზეც მას მიეცა ბინადრობის ნებართვა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების დარღვევით, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო…
- საქმე №ას-1079-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
…მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულების დარღვევით მას ზიანი მიადგა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა ამტკიცოს, რომ შესრულების ვადის გადაცილებით მას მიადგა ზიანი, რომელიც არაა კომპენსირებული უკვე დარიცხული პირგასამტეხლოთი. სსკ-ის 394.1 მუხლის შესაბამისად, ზიანის არსებობის დასადასტურებლად აუცილებელია დადგინდეს: ა) პრინციპალის მიერ ვალდებულების ბრალეული დარღვევა;
- საქმე №ბს-48(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2026
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული გარემოება კი, თავის მხრივ, არის სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.
- საქმე №ბს-1385(2კ-უს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2026
- საქმე №ას-1247-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.05.2026
- საქმე №ას-655-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ას-175-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ას-785-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
- საქმე №ას-29-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
- საქმე №ბს-1197(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2026
- საქმე №ას-120-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2026
- საქმე №ას-886-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №ას-1507-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №ბს-1095(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2026
- საქმე №ას-1057-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
- საქმე №ას-620-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2026
- საქმე №ას-473-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ას-1397-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №ბს-1016(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.03.2026
- საქმე №ას-1236-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
- საქმე №ბს-754(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №ას-1172-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2026
- საქმე №ას-1068-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2026
- საქმე №ბს-1030(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.02.2026
- საქმე №ას-866-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №ას-218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2025
- საქმე №ბს-86(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.12.2025
- საქმე №ას-719-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-1028-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2025
- საქმე №ას-1033-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
- საქმე №ას-1105-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2025
- საქმე №ას-1143-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2025
- საქმე №ას-299-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2025
- საქმე №ას-947-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.11.2025
- საქმე №ას-1174-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-1060-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №ას-924-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
- საქმე №ას-647-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 3145-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება