დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 30.10.2003
საქმის ნომერი
ას-395-1062-03
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.10.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-395-1062-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ-ი მუშაობდა ქ.ფოთის საწესჩვეულებო მომსახურეების კომბინატში, ... ..... ზედამხედველად.

ქ.ფოთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსის 1993წ. 26 თებერვლის ბრძანებით ნ. გ-ი განთავისუფლებული იქნა სამუშაოდან.

ქ.ფოთის მერმა 1993წ. 16 აპრილს პროკურორის პროტესტის საფუძველზე გამოსცა განკარგულება ნ.გ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. საყოფაცხოვრებო მეურნეობის განყოფილბის უფროსს დაევალა ნ.გ-ის სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა, რაც არ იქნა შესრულებული

2002წ. ნოემბერში ნ. გ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ფოთის საწესჩვეულებო კომბინატის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული ხანდაზმულობის გამო.

ნ. გ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა გაანუხილველად იმ საფუძვლით, რომ მხარეები, რომლებსაც სასამართლო უწყებები ჩაბარდათ სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე.

ნ. გ-ის მიერ განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი, არ იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ივნისის განჩინებით. საქმე კერძო საჩივართან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მაისის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და 2003წ. 13 ივნისს, 14 საათზე დანიშნული იქნა საქმის ზეპირი განხილვა.

შეტყობინება საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მხარეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ სსკ-ს 70-ე 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო.

ნ. გ-მა კერძო საჩივრით მოითხოვა განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა უნდა ჩაეთვალათ საპატიოდ და სააპელაციო საჩივარი განხილული უნდა ყოფილიყო მისი დასწრების გარეშე.

ნ. გ-ი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს რომ იგი არის მძიმე ავადმყოფი დაავადებულია პარკისონით, მოხტუნავე წნევით, არ შეუძლია ტრანსპორტით მგზავრობა, რის დასადასტურებლადაც წარმოდგინილი აქვს შესაბამისი სამედიცინო ცნობა.

ნ. გ-ი ითხოვდა რომ გამოუცხადებლობა ჩაეთვალათ საპატიოდ და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა მომხდარიყო მისი დასწრების გარეშე.

ნ. გ-ს 2003წ. 13 ივნისის სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ შეტყობინება ჩაბარდა 2003წ. 2 ივნისს.

საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ აპელანტს თავისი ბრალის გარეშე არ ქონდა შესაძლებლობა დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის კერძო საჩივარში აღნიშნული მიზეზით სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ.

მართალია ქუთაისის საოლქო სასამართლოში 27 მაისს გაგაზავნილ განცხადებაზე ნ. გ-მა დაურთო ავადმყოფობის ცნობა, მაგრამ არ მოუთხოვია საქმის მის დაუსწრებლად განხილვა.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სსკ-ს 307-ე და 231-ე მუხლების შესაბამისად სააპელაციო პალატას გააჩნდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ის კერძო საჩივარი საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.