1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი 10 დღის ვადაში ნიშნავს მეორე აუქციონს.
2. მეორე აუქციონი უნდა გამოცხადდეს იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. ამასთანავე, უნდა მიეთითოს, რომ აუქციონი ტარდება მეორედ.
3. მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა.
4. (ამოღებულია - 19.12.2008, №826).
5. თუ მეორე აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ვერ გაიყიდა, კრედიტორისა და მოვალის (უძრავი ნივთის მესაკუთრის) შეთანხმებით შესაძლებელია მოთხოვნა დაკმაყოფილდეს კრედიტორისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში ხარჯების დაფარვა დაეკისრება კრედიტორს.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სპეციალისტი ატარებს მესამე აუქციონს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. მესამე აუქციონზე უძრავი ნივთის გაყიდვის წესს განსაზღვრავს სპეციალისტი. მესამე აუქციონი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უძრავი ნივთი გაიყიდოს.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.12.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 307. მეორე აუქციონი 1. თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდება შესაბამისი შემოთავაზება, სპეციალისტი 10 დღის ვადაში ნიშნავს მეორე აუქციონს. 2. მეორე აუქციონი უნდა გამოცხადდეს იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. ამასთანავე, უნდა მიეთითოს, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. 3. მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა. 4. (ამოღებულია).(ამოღებულია - 19.12.2008, №826). 5. თუ მეორე აუქციონზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი ვერ გაიყიდა, კრედიტორისა და მოვალის (უძრავი ნივთის მესაკუთრის) შეთანხმებით შესაძლებელია მოთხოვნა დაკმაყოფილდეს კრედიტორისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში ხარჯების დაფარვა დაეკისრება კრედიტორს. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში სპეციალისტი ატარებს მესამე აუქციონს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. მესამე აუქციონზე უძრავი ნივთის გაყიდვის წესს განსაზღვრავს სპეციალისტი. მესამე აუქციონი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უძრავი ნივთი გაიყიდოს. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.304მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(28)
- საქმე №ას-553-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2025
ამასთან, აუქციონზე გატანილი ქონება შესაძლებელია, გაიყიდოს ამ ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასადაც ( სსკ-ის 307-ე მუხლი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს აუქციონის შედეგების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს.
- საქმე №ას-973-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2021
ამასთან, აუქციონზე გატანილი ქონება შესაძლებელია, გაიყიდოს ამ ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასადაც ( სსკ-ის 307-ე მუხლი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს აუქციონის შედეგების კანონიერება არ წარმოადგენს.
- საქმე №ას-1381-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2020
…გირავნობის ხელშეკრულებების მე-9 მუხლი ადგენდა დაგირავებული ქონების გასხვისების წესს და უთითებდა, რომ კერძო აუქციონი უნდა ჩატარებულიყო სსკ-ის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 3061-3063 მუხლებით, 3065-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობებით. მოცემულ შემთხვევაში, სს „ს.ბ–ის“ და შპს „თ.ს.ს–ის“ მიერ დაირღვა ხელშეკრულების არაერთი მოთხოვნა, რის გამოც მითითებული აუქციონის შემაჯამებელი განკარგულება უნდა გამოცხადდეს ბათილად.
- საქმე №ას-726-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2020
ვინაიდან, აუქციონზე გატანილი მოვალის ქონების შეძენა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ( სსკ-ის 305-ე მუხლი) ამასთან, აუქციონზე გატანილი ქონება შესაძლებელია, გაიყიდოს ამ ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასადაც ( სსკ-ის 307-ე მუხლი) და მყიდველს, ამისათვის მესაკუთრის თანხმობა არ სჭირდება, შესაბამისად, არც მყიდველი არ არის ვალდებული, მესაკუთრეს შეუთანხმოს აუქციონზე გატანილი ქონების შეძენის საკითხი.
- საქმე №ას-1450-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2019
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქონების დაბალ ფასად შეძენის თაობაზე კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ აუქციონზე გატანილი ქონება შესაძლებელია, გაიყიდოს ამ ქონების საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასადაც ( სსკ-ის 307-ე მუხლი). გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს აუქციონის შედეგების კანონიერება არ წარმოადგენს.
- საქმე №ას-826-826-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2018
- საქმე №ას-911-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2018
- საქმე №ას-1174-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №ას-1503-1423-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2018
- საქმე №ბს-216-214(გ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.03.2012
- საქმე №ას-900-848-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2010
- საქმე №ბს-1537-1494(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.07.2009
- საქმე №ბს-669-638(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2007
- საქმე №ას-850-1085-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2005
- საქმე №ას-636-1280-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2003
- საქმე №ას-588-1246-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2003
- საქმე №ას-395-1062-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2003
- საქმე №ას-221-906-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2003
- საქმე №3კ/308-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2003
- საქმე №3გ-ად-393კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2003
- საქმე №3კ/951-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2002
- საქმე №3კ/827-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2002
- საქმე №3კ/874-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.05.2002
- საქმე №3გ/ად-15კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2002
- საქმე №330210017001846344 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.11.2018
- საქმე №330210118002399520 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.07.2019
- საქმე №330210017002120344 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.01.2019
- საქმე №330210015001067620 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება