თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (18.11.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 309. პასუხისმგებლობა აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე. თუ აუქციონს ატარებს აღმასრულებელი, იგი სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს წარმოშობილი ზიანისათვის. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ბს-421(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
შესაბამისად, სსკ-ის 309-ე მუხლის 58-ე ნაწილის გათვალისწინებით, 2012-2015 წლებში გადასახადის გადამხდელმა მოახდინა სესხზე დარიცხული პროცენტის თანხიდან შესაბამისი გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავება.
- საქმე №ბს-98(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2020
…იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 13.11.18 წლის შესაგებლით (შესაგებლის მე-6 გვ.) შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2017 წლის 11 ოქტომბრის №12319-11 დასკვნის თანახმად, შპს „...ს“ შესრულებული აქვს სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირობები, რომლის თანახმად ჩამოწერას ექვემდებარება 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე - 01.06.2016 წლამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
- საქმე №ას-249-249-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2018
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის რეალიზებადი სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა სსკ-ის 309-ე მუხლის დანაწესიდან (თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს…
- საქმე №ას-662-662-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2018
…შედეგის მიღწევა შეუძლებელია, რადგანაც მოსარჩელეს მესამე პირი მოპასუხედ არ დაუსახელებია და აქედან გამომდინარე, ეს უკანასკნელი მოთხოვნაზე პასუხს ვერ აგებს. მოთხოვნის ადრესატებს (მოპასუხეებს) კი ნივთის უკან დაბრუნება არ შეუძლიათ. სსკ-ის 309-ე მუხლის დანაწესიდან (თუ სპეციალისტი ვერ ასრულებს აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, იგი წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მონაწილეების წინაშე) გამომდინარე, აუქციონის არაჯეროვნად ჩატარების გამო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს სპეციალისტს.
- საქმე №ას-814-765-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2015
…შედარების აქტის მიხედვით, 2009 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით, შპს „პ. 2009-ის“ დავალიანება შეადგენდა: ნარჩენი - 172 962.82 ლარს, საურავი - 172 846.05 ლარს. საქართველოს საგადასახდო კოდექსის 272.1, 272.4, 309.61 მუხლების, სამოქალაქო კოდექსის 394.1, 408.1 მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს „პ.
- საქმე №ას-1365-1287-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2013
- საქმე №ა-2139-შ-66-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2008
- საქმე №ბს-923-782-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.03.2005
- საქმე №ას-622-891-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.12.2004
- საქმე №3გ-ად-83-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.10.2003
- საქმე №ას-221-906-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.09.2003
- საქმე №3კ/308-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2003
- საქმე №ას-76-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210017001798703 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 02.05.2019
- საქმე №330210015757741 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 23.08.2018
- საქმე №330310016001437071 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №080310017001851498 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №330210017001798703 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება