1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.07.2003 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 312. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია 1. რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 2. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. 3. თუ მესაკუთრე ახდენს უძრავი ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას, დაუშვებელია გარიგების დადებისას (უფლების რეგისტრაციისას) თანამესაკუთრის თანხმობის მოთხოვნა, თუ იგი ასეთად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება ერთადერთ მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობს სხვა თანამესაკუთრეც. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4164)
- საქმე №ას-1034-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2026
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
- საქმე №ას-734-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
- საქმე №ას-299-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციით, რომლის თანახმადაც, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე.
- საქმე №ას-713-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
სააპელაციო პალატამ სსკ-ის 312.1 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრებად.
- საქმე №ას-414-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2026
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ტიპის საქმეები სამართლებრივად პრობლემურია, ვინაიდან უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის განმარტება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლთან მიმართებით, როდესაც საჯარო რეესტრში ფორმალურად…
- საქმე №ას-679-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2026
- საქმე №ბს-987(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №ბს-19(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №ას-920-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
- საქმე №ას-388-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.06.2026
- საქმე №ას-114-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №ას-970-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2026
- საქმე №ბს-1335(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ბს-1084(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
- საქმე №ას-111-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ას-1581-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2026
- საქმე №ას-352-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ას-489-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ას-132-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ბს-443(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ას-1539-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
- საქმე №ას-546-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2026
- საქმე №ას-898-838-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
- საქმე №ას-1538-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
- საქმე №ას-509-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
- საქმე №ას-837-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ას-468-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №ბს-603(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2026
- საქმე №ას-1492-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ბს-1220(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ას-66-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
- საქმე №ას-506-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №ას-1442-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.04.2026
- საქმე №ას-1479-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2026
- საქმე №ას-1290-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2026
- საქმე №ბს-983(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2026
- საქმე №ას-1608-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2026
- საქმე №ას-1551-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.04.2026
- საქმე №ბს-1054(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
- საქმე №ას-1515-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.03.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 4164-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება