ბრძანება N 19129

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19129
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19129

04 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ -------- ----------ის (პ/ნ --------------------)

(მის.: ---------------------------------------------)

2023 წლის 19 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ -------- ----------ის (პ/ნ --------------------) №82429/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის N21-11/53583 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი N79).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მიწაზე ცხოვრობს 15 წელია, რისი დადასტურებაც შეუძლია მეზობლებს და ითხოვს დარიცხული მიწის გადასახადის მოხსნას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ -------- ----------ის (პ/ნ --------------------) მიმართ გადასახადი დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 400 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (საკადასტრო კოდი --------, მდებარე: ქალაქი თბილისი, -------- N--). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდის (napr.gov.ge) მონაცემებით, 400 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (საკადასტრო კოდი ------, მდებარე: ქალაქი თბილისი, ------- ქუჩა N--), მდებარე შენობა, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით (შესრ. 2018 წლის 9 მარტს) წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს.

აღსანიშნავია ისიც რომ გადამხდელის 2023 წლის 23 ივნისის განცხადებაზე: ტექნიკური ხარვეზის შესწორების გზით, აღნიშნულ მიწის ფართზე მდებარე შენობა-ნაგებობის დანიშნულებად დაფიქსირებულიყო „საცხოვრებელი სახლი“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტექნიკური ხარვეზის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის N21-11/53583 გადაწყვეტილებით გადამხდელს ეცნობა, რომ მის მიმართ დარიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2019 წლის ქონების გადასახადი კორექტირებას არ ექვემდებარება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ჰ2 ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დგინდება, რომ ზემოაღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მდებარე შენობა წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის N21-11/53583 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------- ----------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული მიწის გადასახადის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანის მიმართ გადასახადი დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

მომსახურების დეპარტამენტის N21-11/53583 გადაწყვეტილებით გადამხდელს ეცნობა, რომ მის მიმართ დარიცხული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2019 წლის ქონების გადასახადი კორექტირებას არ ექვემდებარება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტის N21-11/53583 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(2 ,,ე“); 203; 205(1 .12.131 .14); 206(1 ჰ2); 302(6);