1. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს 20 დღის ვადაში.
2. დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
3. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
4. დავის განმხილველ ორგანოს ან მის აპარატს უფლება აქვს, მოსთხოვოს მომჩივანს ან საგადასახადო ორგანოს საჩივრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, რა დროსაც ჩერდება საჩივრის განხილვა.
5. საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით.
6. დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
7. საჩივრის ზეპირი განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მომჩივანს ეცნობება დავის განმხილველი ორგანოს ხელთ არსებული საშუალებით, მათ შორის, ტელეფონით, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით და სხვა.
8. მომჩივანთან დაკავშირების შეუძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება.
9. მომჩივანს უფლება აქვს, თავისი ინტერესები დაიცვას პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
10. სხდომის მიმდინარეობისას მომჩივანს ან/და მის წარმომადგენელს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს პირადად ან დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის კანონი №83 – ვებგვერდი, 06.01.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.01.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.01.2021 კანონი №83
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-1153(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
…რომ მოსარჩელეს დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახური ამავე კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით, ვერ გასცდებოდა მომჩივნის მოთხოვნას. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქართველოს საგადასახადო…
- საქმე №ბს-113(2კ-კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2023
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ მტკიცებულებათა და საქმეში დაცული სხვა საგადასახადო დოკუმენტაციის სათანადო შეფასება არ დასტურდება, არ დგინდება აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების გადასახადის გადამხდელის ჩართულობით ჩატარება. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლით განსაზღვრული ზოგადი წესის მიხედვით საჩივარი განიხილება მომჩივანის მონაწილეობით (მე-5 ნაწ.).
- საქმე №ბს-271(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2023
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, რომლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ საჩივარი განიხილება მომჩივნის მონაწილეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების…
- საქმე №ბს-1107(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
…რომ გადასახადის გადამხდელი არ უარყოფდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. იგი განმარტავდა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო შეცდომით, რაც იმთავითვე ნიშნავს, რომ გადამხდელს სადავოდ არ გაუხდია დარიცხვის კანონიერება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
- საქმე №330310017001779787 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
- საქმე №330310016001270388 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2019
- საქმე №330310017001818384 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310015001027636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება