1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მხარის მოტივირებული შუამდგომლობით შეაჩეროს საჩივრის განხილვა დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად.
2. საჩივრის განხილვის შეჩერებისას დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დაავალოს მომჩივანს ან/და საგადასახადო ორგანოს, წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საჩივრის ფარგლებში განსახილველი საკითხების შესახებ.
3. თუ დავის განმხილველი ორგანოს დავალების შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, ამის შესახებ გონივრულ ვადაში უნდა ეცნობოს დავის განმხილველ ორგანოს.
4. დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოპოვების საფუძვლით საჩივრის განხილვის შეჩერების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს.
5. დავების განხილვის საბჭოს სხდომის ჩაუტარებლობის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრს, უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საბჭოს სხდომაზე განსახილველი საჩივრის განხილვის არა უმეტეს 30 დღით შეჩერების თაობაზე, რის შესახებაც ეცნობება მომჩივან
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-879(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2023
ბ-ის 2018 წლის 31 ოქტომბრის №7933/2/2018 საჩივარზე, სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ საჩივრის განხილვა შეჩერებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 303-ე მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით, შემოწმების აქტი არ წარმოადგენს საქართველოს…
- საქმე №ბს-72(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2020
რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ დოკუმენტაცია ამოღებული იყო საქართველოს პროკურატურის მიერ, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 303-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ თუკი დოკუმენტაციის წარუდგენლობა გამოიწვია ასეთი დოკუმენტების პროკურატურის მიერ ამოღებამ, გადასახადის გადამხდელს შეეძლო, მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის მტკიცებულებათა გამოთხოვის მოთხოვნით.
- საქმე №330310015001027636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.05.2018
კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდქსის 601 მუხლი, საქართველოს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 51-ე, 73-ე მუხლები, 255-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 51-ე, 73-ე, 267-ე, 298-ე, 302-ე, 303-ე მუხლები, 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე, 120-ე მუხლები, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანო--- პირველი მუხლის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება