1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
კარი XV
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი XLIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
…სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ახალი გარემოებების გამოვლენის/დადგენის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია ამ საფუძვლით განაახლოს საგადასახადო დავა და მოითხოვოს დარიცხული თანხის კორექტირება, ისე როგორც ეს დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამდენად, ვინაიდან ამ ეტაპზე გამოძიება არ არის დასრულებული და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ არის…
- საქმე №ბს-902(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
…არა თუ არ იქნა გათვალისწინებული 2013 წლის დეკლარაციაში, არამედ კანონით დადგენილ ვადაში არ იქნა წადგენილი აგრეთვე შედავება საგადასახადო შემოწმების შედეგებში ალტერნატიული აუდიტის ხარჯის გაუთვალისწინებლობის საკითხთან დაკავშირებით. საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად…
- საქმე №ბს-1321(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში საკასაციო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
- საქმე №ბს-1291(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.05.2020
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 308.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
- საქმე №ბს-344(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
კასატორი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც…
- საქმე №ბს-949(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
- საქმე №ბს-110(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2019
- საქმე №330310015001089397 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 12.09.2019
- საქმე №330310017001804719 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310016001437071 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №080310017001889638 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.01.2019
- საქმე №330310015001125447 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310015001107985 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.06.2018
- საქმე №330310015001089397 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.05.2018
- საქმე №330310015001041547 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2018
- საქმე №330310018002467189 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.01.2020
- საქმე №330310017002045843 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330310017002151842 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.05.2019
- საქმე №080310017001889638 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 24.09.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება