1. ეს კოდექსი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის;
ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის.
3. ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზედაც, რომლებიც მთავრდება 2011 წლის 1 იანვრამდე.
4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2028 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის კანონი №7204 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1165 – ვებგვერდი, 28.12.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2010 წლის 17 სექტემბერი.
№3591–I
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 12.11.2025 კანონი №1061
- 16.12.2022 კანონი №2439
- 17.12.2021 კანონი №1165
- 30.09.2020 კანონი №7204
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-152(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.12.2024
კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან (ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემული სესხი) დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-19 მუხლზე, 310-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 104-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის მე-2…
- საქმე №ბს-572-572(2კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.11.2018
ამასთანავე, კანონი, რომელსაც სააპელაციო სასამართლო იყენებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქის თანახმად, ძალადაკარგულია 2011 წლის პირველი იანვრიდან.
- საქმე №ბს-578-565(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2015
ამასთან, ვინაიდან საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2007-2011 წლებს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2005 წლის 1 იანვარს ამოქმედებულ საგადასახადო კოდექსში წინასწარი გადაწყვეტილების მიღება გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ კოდექსში 2010 წლის 21 ივნისის კანონით შეტანილი დამატებით, კერძოდ, 472 მუხლით, ხოლო დღეის მდგომარეობით მოქმედი საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანამხად, ამ კოდექსის პროცედურული დებულებები ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან იმ საგადასახადო პერიოდებზეც, რომლებიც მთავრდება 2011 წლის 1 იანვრამდე.
- საქმე №ბს-310-306(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2012
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2011 წლის 1…
- საქმე №330310016001499688 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 22.11.2018
ამასთანავე, კანონი, რომელსაც სააპელაციო სასამართლო იყენებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქის თანახმად, ძალადაკარგულია 2011 წლის პირველი იანვრიდან.
- საქმე №330310017001958330 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება