1. დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია:
ა) დააკმაყოფილოს საჩივარი;
ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი;
გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი;
დ) განუხილველად დატოვოს საჩივარი;
ე) მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და შეაჩეროს საჩივრის განხილვა;
ვ) (ამოღებულია - 14.07.2020, №6817).
2. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური გადაწყვეტილება საჩივრდება საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
21. თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
3. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმებული ნაწილის პროპორციულად უქმდება ამავე ორგანოს მიერ გამოცემული ის აქტები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამოცემულ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
4. დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მხარეებს, როგორც წესი, ელექტრონულად ეგზავნებათ.
5. თუ საგადასახადო ორგანოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდა ამ ორგანოს თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომა, აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირების მიზნით დავის განმხილველი ორგანო შესაბამის ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას ამ პირის პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად.
6. თუ დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვაგვარი განმარტების საფუძველს იძლევა, საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ რეკომენდაცია, რომელიც რეაგირებისთვის ეგზავნება შესაბამის ორგანოს.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6817
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(47)
- საქმე №ბს-986(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.02.2026
…შესაძლებლობას (დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში). საჩივრის საგადასახადო ორგანოში ან სხვა რომელიმე სახელმწიფო ორგანოში გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში წარდგენა ითვლება გასაჩივრების ვადის დაცვად (მუხ. 305.3). საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი;
- საქმე №ბს-1047(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.06.2025
საკასაციო პალატა, სადავო აქტების შეფასების თვალსაზრისით, მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი.
- საქმე №ბს-49(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი.
- საქმე №ბს-565(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.02.2024
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის,,დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი.
- საქმე №ბს-562(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
…საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს დავის განმხილველი ორგანოს უფლებამოსილებას, განუხილველად დატოვოს საჩივარი.
- საქმე №ბს-470(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.09.2023
- საქმე №ბს-304(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-1275(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-883(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
- საქმე №ბს-1047(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
- საქმე №ბს-346(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2022
- საქმე №ბს-807(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2022
- საქმე №ბს-932(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.10.2021
- საქმე №ბს-1323(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2021
- საქმე №ბს-716(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2019
- საქმე №ბს-320-320(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ბს-303-299(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2014
- საქმე №ბს-130-123(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2013
- საქმე №330310017002023661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №330310015001142897 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.07.2019
- საქმე №330310017001800286 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.07.2019
- საქმე №330310018002627237 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.07.2019
- საქმე №330310017001779787 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330310017001900083 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №330310017001834031 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №330310014633126 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №330310017002154414 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.03.2019
- საქმე №330310015696574 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.03.2019
- საქმე №330310017001984821 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2019
- საქმე №330310017001818384 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №330310017001820057 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2018
- საქმე №330310015001042361 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.06.2018
- საქმე №330310016001381401 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2018
- საქმე №330310015001027636 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.05.2018
- საქმე №330310015001111471 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.04.2018
- საქმე №330310015001088947 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.03.2018
- საქმე №330310014507542 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.03.2018
- საქმე №330310019002958794 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330310019002919042 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №330310018002710070 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.10.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 47-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება