1. დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევის
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 17.09.2010).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
საქმე №ბს-1130(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 301-ე, 298-ე, 299-ე და 305-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94.3 და 180.4 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „დ...“-ის…
საქმე №ბს-887(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით ახლად წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე (მათ შორის, საქონლის მოძრაობის შესახებ) დაყრდნობით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საკითხის დამატებით შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქმე №ბს-1357(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
…მიხედვით, ხოლო სარგებლის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა წყაროსთან. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება იწვევს აქტით დარიცხული თანხების გაზრდას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება.
საქმე №ბს-340(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით.
საქმე №ბს-222(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
ამასთან, ალტერნატიული აუდიტის განმახორციელებელ პირს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობითა და მიღებული დოკუმენტაციის შესაბამისად შეესწავლა, ხომ არ უფიქსირდებოდა გადამხდელს შემოწმებულ პერიოდში გადმოსატანი ზარალი და სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლისა და დავის განხილვის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შეზღუდვების გათვალისწინებით განეხორციელებინა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
საქმე №ბს-1305(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2021
საქმე №ას-1431-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2021
4 ამგვარი, არსებითი მსჯელობის გარეშე გამოტანილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლით დადგენილ სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. 3. მტკიცების ტვირთის დაუსაბუთებელი გადატანა მომჩივანზე №16710 ბრძანება მიუთითებს, რომ მომჩივანი „ვერ უთითებს“ კონკრეტულად, რომელ ნაწილში არ მოხდა №20415 ბრძანების აღსრულება.
გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება.
…საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.
…მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე და დადგინდა, რომ დღგ-ის ნაწილში დასარიცხი თანხა აღემატება წინა გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ დღგ-ის თანხას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის შესაბამისად, რადგან დაუშვებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად მომჩივნის…
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლზე დაყრდნობით, სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობის და მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭომ უნდა მოახდინოს საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების და ჯარიმა-საურავის გადაანგარიშება.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 298, №3591, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043717/muxli-298/