ბრძანება N 22607
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22607
09 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 23 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 23 სექტემბრის №28154/2/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 აგვისტოს №007-236 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 ივლისის №15590 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 ივლისის №15590 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს უძრავი ქონების მიწოდების მომენტში/დაბეგვრის დროს არსებული საბაზრო ფასით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილ მიწის ნაკვეთზე აშენებულ შენობა-ნაგებობაზე გაწეული ხარჯის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 ივლისის №15590 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 19 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 24 აგვისტოს №007-236 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 1 335 049 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 714 126 ლარი
დღგ - 582 275
მოგების გადასახადი - 19 626
საშემოსავლო გადასახადი - 112 224
ჯარიმა - 369 976
საურავი - 250 946
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით:
შპს „-------“ მიერ წარმოდგენილ იქნა კომპანიის კაპიტალში დამფუძნებლების მიერ შეტანილ მიწის ნაკვეთზე 2010-2012 წლებში აშენებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების ექსპერტიზის დასკვნა. მოცემული დასკვნით შენობის საბაზრო ღირებულება 2010-2012 წლებში განისაზღვრა 436 897 ლარით, ხოლო შენობის ასაშენებლად გაწეული ხარჯად მიჩნეულ იქნა 342 825 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815, 2026 წლის 13 ივლისის №15590 ბრძანებებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით შემოწმების მეირ მოხდა შპს „-------“ მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების დაბეგვრა მიწოდების მომენტში/დაბეგვრის დროს არსებული საბაზრო ფასით.
ამასთან, კომპანიის კაპიტალში დამფუძნებლის მიერ შეტანილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობანაგებობის ასაშენებლად საჭირო ხარჯის 75% მიჩნეულ იქნა გაწეულად/ანაზღაურებულად.
გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშების პროცესში კურსთან ერთად შეცვალა შეფასების თარიღიც და გამოიყენა ქონების მიწოდების პერიოდის გაზრდილი ღირებულება. მიუთითებს, რომ წინერე ხელშეკრულების გაფორმების მომენტსა და მიწოდებას შორის შეიცვალა მრავალი გარემოება, მათ შორის გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულება. შესაბამისად, მოგვიანებით განსაზღვრულმა მაღალმა ღირებულებამ გავლენა იქონია კურსის კორექტირებით მისაღებ შემცირებაზე. გადასახდის გადამხდელი მიიჩნევს, რომ გარიგების საბაზრო პირობების შეფასებისას გამოკვლეულ უნდა იქნეს წინარე ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის დრო, მშენებლობის იმჟამინდელი ეტაპი, გადახდის პირობები და მხარეთა ვალდებულებები. ამდენად, ითხოვს, თავდაპირველი შეფასებით განსაზღვრული ღირებულების შენარჩუნებას და მხოლოდ შესაბამისი გაცვლითი კურსით მის ლარში გადაყვანას. ამასთან, მიუთითებს, რომ გადაანგარიშების დასკვნა არ შეიცავს თითოეული ობიექტის ძველ და ახალ შეფასებას, გამოყენებულ კურსებსა და თარიღებს. ასევე, თითოეული ცვლილების დამოუკიდებელ საგადასახადო შედეგს. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული გაანგარიშების წარმოდგენას.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ხარჯის მხოლოდ 75%-ის გათვალისწინებას. განმარტავს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში არ არის მითითებული არც ერთი კონკრეტული ფაქტობრივი და მეთოდოლოგიური დასაბუთება, თუ რატომ აღიარდა ექსპერტიზით განსაზღვრული ხარჯის მხოლოდ 75%. გარდა ამისა, მომჩივნისთვის გაუგებარია შემოწმების მიერ აღიარებული ხარჯი როგორ აისახა კაპიტალში არაფულადი შენატანის გათვალისწინებისას საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში. ამდენად, ითხოვს ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ხარჯის სრულად გათვალისწინებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა კომპანიის კაპიტალში დამფუძნებლების მიერ შეტანილ მიწის ნაკვეთზე 2010-2012 წლებში აშენებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით 2010-2012 წლებში შენობის ასაშენებლად გაწეული ხარჯად მიჩნეულ იქნა 342 825 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 2 მარტის №4815, 2026 წლის 13 ივლისის №15590 ბრძანებებისა და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით შემოწმების მეირ მოხდა შპს „-------“ მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების დაბეგვრა მიწოდების მომენტში/დაბეგვრის დროს არსებული საბაზრო ფასით. ხოლო, კომპანიის კაპიტალში დამფუძნებლის მიერ შეტანილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად საჭირო ხარჯის 75% მიჩნეულ იქნა გაწეულად/ანაზღაურებულად. ამასთან, გასათვალისწინებელია გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შესაბამისად, არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 ივლისის №15590 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მიერ წარმოდგენილ იქნა კომპანიის კაპიტალში დამფუძნებლების მიერ შეტანილ მიწის ნაკვეთზე 2010-2012 წლებში აშენებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ღირებულების ექსპერტიზის დასკვნა. მოცემული დასკვნით შენობის საბაზრო ღირებულება 2010-2012 წლებში განისაზღვრა 436 897 ლარით, ხოლო შენობის ასაშენებლად გაწეული ხარჯად მიჩნეულ იქნა 342 825 ლარი. შემოწმების მეირ მოხდა ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების დაბეგვრა მიწოდების მომენტში/დაბეგვრის დროს არსებული საბაზრო ფასით. ხოლო, კომპანიის კაპიტალში დამფუძნებლის მიერ შეტანილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად საჭირო ხარჯის 75% მიჩნეულ იქნა გაწეულად/ანაზღაურებულად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)