1. საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის:
ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით;
ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.
2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება ამ კოდექსის 293-ე−295-ე მუხლები.
საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის
კანონი №3407 – ვებგვერდი, 26.03.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 30.06.2017 კანონი №1182
- 20.03.2015 კანონი №3407
- 26.12.2013 კანონი №1886
- 15.05.2012 კანონი №6212
- 20.12.2011 კანონი №5556
- 08.11.2011 კანონი №5202
- 24.06.2011 კანონი №4935
- 20.05.2011 კანონი №4705
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ბს-327(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
ამასთან, ზოგადად, პირის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის საკითხი მხარეთა შორის საგადასახადო შეთანხმებით ვერ დარეგულირდებოდა, რამდენადაც იგი არ მიესადაგება იმ საკითხთა წრეს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში შესაძლოა გადაწყდეს.
- საქმე №ბს-632(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და…
- საქმე №ბს-339(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2025
საგადასახადო შეთანხმება ფორმდება გადასახადის გადამხდელსა და შემოსავლების სამსახურს შორის ( საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლი). სსიპ შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით (293-ე მუხლი).
- საქმე №ბს-1331(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
თუკი პრეტენდენტის მიერ წარდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული;
- საქმე №ბს-38(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.12.2022
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის: ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით;
- საქმე №ბს-327(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.05.2022
- საქმე №ბს-935(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2022
- საქმე №ბს-122-122(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ბს-460-457(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2017
- საქმე №ბს-147-140(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2013
- საქმე №ბს-107-100(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2013
- საქმე №ბს-1758-1726(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2012
- საქმე №ბს-1511-1490(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2012
- საქმე №ბს-1618-1546(კ-09) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2012
- საქმე №330310114656033 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.07.2018
- საქმე №330310019002799667 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2019
- საქმე №060311219002847196 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №050311219002847250 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №080310018002786259 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №330310018002297023 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.11.2018
- საქმე №140310118002308782 · გორის რაიონული სასამართლო · 30.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება