გადაწყვეტილება №21032/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 12.02.2024
№ დოკუმენტი 21032/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21032/2/2023

12 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 10.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21032/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საწარმოს მიერ მიღებული ავანსის დაბეგვრა დღგ-ით;

2. ბინის (ფ/პ -------) რეალიზაციის დაბეგვრა დღგ-ით და მისი ღირებულების მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად განხილვა;

3. ფიზიკური პირისთვის (-------) მიწოდებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა;

4. რეალიზებული ქონების ღირებულებების მიღებულად ჩათვლა და ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.07.2023 წლის №077-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23581 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 886 662.46 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 715 059

დღგ - 1 636 753

საშემოსავლო გადასახადი - 78 306

ჯარიმა - 851 988

საურავი - 319 615.46

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, ასევე, გამანაწილებელი ობიექტების მშენებლობა ელექტრონერგიით და ტელეკომუნიკაციებით უზრუნველსაყოფად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 13.07.2023 წლის №16990 ბრძანება და ამავე თარიღის №077-14 საგადასახადო მოთხოვნა, 28.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 27.10.2023 წლის №ა491-21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის 3.3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 23.08.2023 წლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 1 758 000 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო საგადასახადო დავალიანებაზე, გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს

1. საწარმოს მიერ მიღებული ავანსის დაბეგვრა დღგ-ით;

2. ბინის რეალიზაციის დაბეგვრა დღგ-ით და მისი ღირებულების მიღებულად და ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად განხილვა;

3. ფიზიკური პირისთვის მიწოდებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა;

4. რეალიზებული ქონების ღირებულებების მიღებულად ჩათვლა და ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, 28.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23581 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან სადავო საგადასახადო დავალიანებაზე, გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ო)