1. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია:
ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;
ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
4. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების/არგამოყენების შესახებ.
5. საგადასახადო შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება მცირდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
7. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია შესაბამის საგადასახადო პერიოდზე დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირება შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენით.
8. საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია:
ა) მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა, გარდა იმ პირთან დაკავშირებული საგადასახადო პერიოდისა ან საკითხისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს მასთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შეერწყა;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ დავის დაწყება ან განახლება ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
9. საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები.
10. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №420
- ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6212 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №189 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.
საქართველოს 2013 წლის
26 დეკემბრის კანონი №1886
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 30
ივნისის
კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-632(3კ-24). · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2025
…სამსახურის 03.12.2024წ. №25387 ბრძანება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საგადასახადო შეთანხმება ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით (292-ე-293-ე მუხ.). საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით საგადასახადო შეთანხმების გაფორმების საკითხებთან დაკავშირებული პროცედურა დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის 04.04.2014წ.
- საქმე №ბს-339(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2025
…დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით; ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს (292.1 მუხლი). საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე;
- საქმე №ბს-1153(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2025
…არ იყო შპს „...ის“ მხრიდან გადასახდელი თანხის გადახდისაგან თავის არიდების ფაქტი, გადასახადის გადამხდელის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან ორ თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ საგადასახადო შეთანხმების გაუქმება და საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება, შეუსაბამობაში მოდიოდა საგადასახადო კოდექსის მიზანთან.
- საქმე №ბს-1008(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2023
…მოწინააღმდეგე მხარე - თ. ა-ი. ამასთან შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 09 ნოემბრის განცხადებაზე თანდართული შედარების აქტითა და გადახდის ქვითრით დგინდება, რომ თ. ა-ის მიერ გადახდილია საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხა. საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ…
- საქმე №ბს-926(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2022
განმცხადებლის მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო…
- საქმე №ბს-122-122(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ბს-828-824(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2017
- საქმე №ბს-147-140(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.06.2013
- საქმე №ბს-107-100(კს-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2013
- საქმე №ბს-1511-1490(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2012
- საქმე №330310114656033 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.07.2018
- საქმე №060311219002847196 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №050311219002847250 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330310017001805357 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.06.2018
- საქმე №080310117002054365 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2018
- საქმე №080310018002786259 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №140310118002308782 · გორის რაიონული სასამართლო · 30.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება