გადაწყვეტილება №83685/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 31.01.2024
№ დოკუმენტი 83685/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№83685/1/2023

31 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №83685/1/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 6.07.2023 წლის №19590/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2023 წლის №024-59 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 510 470.75 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 266 611

დღგ - 212 645

მიწა - არასასოფლო - 38

საშემოსავლო გადასახადი - 47 481

ქონების გადასახადი - 6 447

ჯარიმა - 136 387

საურავი - 107 472.75

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა კორპორატიული კვებითი უზრუნველყოფა (ქეითერინგი).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 14.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №31861 ბრძანება და 20.12.2022 წლის №024-80 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 13.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.04.2023 წლის №7798 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.07.2023 წლის №19590/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მე-3 (შემოწმებით დადგენილი სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან) და მე-4 (შემოწმებით დადგენილი შემოსავლისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვასთან) სადავო საკითხებთან დაკავშირებით მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში, მომჩივნის მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, მისი მონაწილეობით შეისწავლოს მე-3 და მე-4 სადავო საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 6.07.2023 წლის №19590/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 30.08.2023 წლის დასკვნა, რომლითაც გადაანგარიშებას დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ სულ შემცირდა 542 013 ლარი, მათ შორის გადასახადი 341 798 ლარით და ჯარიმა 200 215 ლარის ოდენობით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.09.2023 წლის №22059 ბრძანება და 11.09.2023 წლის №024-59 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 21.11.2023 წლის №ა540-21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის 3.3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 19.09.2023 წლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 300 000 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო საგადასახადო დავალიანებაზე, გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბჭოს 6.07.2023 წლის №19590/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 21.11.2023 წლის №ა540-21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის 3.3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 19.09.2023 წლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 300 000 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ო".