1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
3. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092).
. ამ კოდექსის 273-ე და 281-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ან/და დავის განმხილველი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა მიიჩნიოს მისი მიმართვის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად და გაასაჩივროს იგი ამ თავით დადგენილი წესით. ვადის დარღვევით გამოცემული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება პირისთვის მისი ჩაბარებიდან.
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
8. დავის დაწყება ასევე დასაშვებია, თუ დადგინდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაგზავნია მომჩივანს. ასეთ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლება იმ დღიდან, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მომჩივნისათვის.
9. საჩივარი დავის განმხილველ ორგანოს, როგორც წესი, ელექტრონული ფორმით წარედგინება. საჩივრის ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული რეგლამენტით.
10. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
11. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.
საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4705 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 21
აპრილის
კანონი
№649
- ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(149)
- საქმე №ბს-460(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2026
გადასახადის გადამხდელს ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია მიაღწიოს ვადის დარღვევით წარდგენილი საჩივრის განხილვას, თუ იგი ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილით განსაზღვრული წესით, დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
- საქმე №ბს-381(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.07.2025
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299.1 მუხლზე, 301-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 21.04.2017წ.
- საქმე №ბს-513(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილზე (საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას) და იზიარებს თბილისის…
- საქმე №ბს-1110(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…(ტ.1. ს.ფ. 82-99); ი) შპს „ჰ...ის“ საჩივარში მითითებულ საკითხზე, რომელიც შეეხებოდა საწარმოს ლიკვიდაციის ვადის დარღვევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 301-ე მუხლის,,ბ’’ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საკითხის თაობაზე…
- საქმე №ბს-1291(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.05.2025
…ვადაში გასაჩივრების შემთხვევაში (სუსგ 06.10.2016წ. №ბს-770-762(კ-15)). მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული ვალდებულება და არ იქნა გამოქვეყნებული ბრძანება და შემოწმების აქტი. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
- საქმე №ბს-724(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №ბს-567(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
- საქმე №ბს-1130(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2025
- საქმე №ბს-520(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.01.2025
- საქმე №ბს-689(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2024
- საქმე №ბს-270(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №ბს-382(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №ბს-953(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №ბს-513(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
- საქმე №ბს-902(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.04.2024
- საქმე №ბს-1021(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.02.2024
- საქმე №ბს-1051(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
- საქმე №ბს-336(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
- საქმე №ბს-771(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.05.2023
- საქმე №ბს-1275(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №ბს-340(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2023
- საქმე №ბს-883(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.03.2023
- საქმე №ბს-1083(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2023
- საქმე №ბს-858(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2022
- საქმე №ბს-691(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.09.2022
- საქმე №ბს-580(კს-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2022
- საქმე №ბს-542(3კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2022
- საქმე №ბს-778(3კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.01.2022
- საქმე №2კ-514აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2021
- საქმე №ბს-963(კს-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.10.2021
- საქმე №ბს-1189(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2021
- საქმე №ბს-1234(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2021
- საქმე №ბს-408(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.04.2021
- საქმე №ბს-1025(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
- საქმე №ბს-1305(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2021
- საქმე №ბს-1265(კს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2021
- საქმე №ბს-106(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2020
- საქმე №ბს-504(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2020
- საქმე №ბს-1306(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2020
- საქმე №ბს-79(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 149-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება