მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.05.2012 კანონი №6211
- 24.06.2011 კანონი №4963
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ბს-893(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.10.2020
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარეებს შორის 2011 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის 5 825 ჰექტარი ტერიტორია კომპანიას გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ქონებაზე (მიწა) გადასახადის გადამხდელს შპს „...“ წარმოადგენს.
- საქმე №ბს-1345(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2020
კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
- საქმე №030310517002206366 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.06.2019
…ცნობას ქონების გადასახადის დავალიანების თაობაზე, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი გამოსყიდული იქნა აქციებთან ერთად საპრივატიზაციო გეგმის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
- საქმე №330310016001437071 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
- საქმე №330310015001088947 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.03.2018
…წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან, ხოლო ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ პირმა საქონელი მიაწოდა ან/და მომსახურება გაუწია ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტს. ამ კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
- საქმე №080310017001886314 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №010310016001239692 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 23.06.2019
- საქმე №330310018002247273 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.03.2019
- საქმე №030310517002206366 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 15.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საგადასახადო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 54, 12/10/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება