1. იძულებითი აღსრულებისათვის უფლებამოსილი იპოთეკარის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად დაადგინოს ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი). ასეთ შემთხვევაში სასამართლო მართვის ფუნქციას გადასცემს მმართველს, რომელიც შეიძლება იყოს იპოთეკარიც.
2. გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ უნდა მოუსმინოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს იძულებითი მართვით.
3. მმართველი იღებს ნივთისაგან ნაყოფს და განაწილების გეგმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს თვითონ და ამტკიცებს სასამართლო, ანაწილებს მას წლის ბოლოს ყველა დანახარჯის გამოკლებით, რომელთაც მიეკუთვნება მართვის ხარჯებიც.
4. იძულებითი მართვა უნდა გაუქმდეს, როდესაც კრედიტორი დაკმაყოფილებულია ან აშკარაა, რომ მართვის გზით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნივთის იძულებითი მართვის (სეკვესტრის) გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1864
- ვებგვერდი, 30.12.2013წ.
კარი მეოთხე
საჯარო რეესტ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 310. ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი) 1. იძულებითი აღსრულებისათვის უფლებამოსილი იპოთეკარის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად დაადგინოს ნივთის იძულებითი მართვა (სეკვესტრი). ასეთ შემთხვევაში სასამართლო მართვის ფუნქციას გადასცემს მმართველს, რომელიც შეიძლება იყოს იპოთეკარიც. 2. გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ უნდა მოუსმინოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს იძულებითი მართვით. 3. მმართველი იღებს ნივთისაგან ნაყოფს და განაწილების გეგმის საფუძველზე, რომელსაც ადგენს თვითონ და ამტკიცებს სასამართლო, ანაწილებს მას წლის ბოლოს ყველა დანახარჯის გამოკლებით, რომელთაც მიეკუთვნება მართვის ხარჯებიც. 4. იძულებითი მართვა უნდა გაუქმდეს, როდესაც კრედიტორი დაკმაყოფილებულია ან აშკარაა, რომ მართვის გზით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნივთის იძულებითი მართვის (სეკვესტრის) გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1864 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. კარი მეოთხე საჯარო რეესტრირეესტ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ბს-233(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.05.2025
ქ-ეის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა და მოითხოვეს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა.
- საქმე №ას-633-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286- 310-ე და 627-ე მუხლების შინაარსი, რის შემდეგაც მხარეებმა ნოტარიუსის თანდასწრებით წაიკითხეს ხელშეკრულება და პირადად მოაწერეს მას ხელი (იხ.
- საქმე №ბს-666(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2022
კ-ამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის თანხმად, მსჯავრდებულ ვ. კ-ის მიმართ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 დეკემბერის განაჩენის გადასინჯვა.
- საქმე №ას-425-425-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2021
…უფლების რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში. 41. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ქონებაზე სანივთო უფლებათა წარმოშობის პროცესში, რეგისტრაციის ინსტიტუტი კონსტიტუციური მნიშვნელობით დამკვიდრდა ქართულ კანონმდებლობაში. სსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
…უფლების რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში. 232. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ქონებაზე სანივთო უფლებათა წარმოშობის პროცესში, რეგისტრაციის ინსტიტუტი კონსტიტუციური მნიშვნელობით დამკვიდრდა ქართულ კანონმდებლობაში. სსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
- საქმე №ას-871-821-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2016
- საქმე №ბს-930-889(გ-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.04.2007
- საქმე №ას-410-757-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2005
- საქმე №3გ-ად-178-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.07.2003
- საქმე №3კ/317-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2003
- საქმე №3კ/1244-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2003
- საქმე №3კ/288-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2001
- საქმე №330310018002790305 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №080210619003068879 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 29.07.2019
- საქმე №090210618002537395 · ამბროლაურის რაიონული სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №010210617002207194 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 05.11.2018
- საქმე №010210617002010628 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება