იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: ხარჯები, კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (18.11.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 308. საპროცესო და აღსრულების ხარჯების (აღსრულების საფასური) დაფარვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: საპროცესო ხარჯები, აღსრულების ხარჯები (აღსრულების საფასური), აღსრულების უფლების მქონე კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება საპროცესოხარჯები, და აღსრულების ხარჯები (აღსრულების საფასური), განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.3
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ას-476-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2025
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 463-ე, 464-ე, 308-ე, 998-ე, 999-ე მუხლებზე. 12. სააპელაციო პალატის მითითებით,, 2021 წლის 16 მარტს, მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე…
- საქმე №ას-1524-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე და 308-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ თავად იპოთეკის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების ბუნება განაპირობებს იმას, რომ მისი რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მოხმარდეს კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას.
- საქმე №ას-961-896-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2017
რაც შეეხება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების მიქცევას სხვა ხარჯებზე, როგორიცაა აღსრულებისა და სასამართლო ხარჯები, ამაზე პასუხს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში ხარჯები, ხოლო შემდეგ კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით.
- საქმე №ას-285-269-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
რაც შეეხება იპთეკით დატვირთული უძრავის ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების მიქცევას სხვა ხარჯებზე, როგორიცაა აღსრულებისა და სასამართლო ხარჯები, ამაზე პასუხს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში ხარჯები, ხოლო შემდეგ კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით.
- საქმე №ას-290-275-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2010
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლის რედაქციის თანახმად, თუ ნივთის რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირი რეგისტრირებულია ერთადერთ იპოთეკარად, ან აუქციონიდან მიღებული შემოსავალი…
- საქმე №ას-821-1138-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2008
- საქმე №ბს-82-77(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.06.2007
- საქმე №ას-884-1152-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2005
- საქმე №ას-850-1085-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2005
- საქმე №ბს-1176-1004-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2005
- საქმე №ბს-184-40-გ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2003
- საქმე №160210116001614528 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება