გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-603(2კ-25) 5 მაისი, 2026 წელი
ქ . თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები და მესამე პირი) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/მთავრობა
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოსარჩელეები) - ი.გ-ა, ვ.წ-ი და ი.წ-ი (ნ.ც-ის უფლებამონაცვლეები), დ.ზ-ა, რ.თ-ე, ტ.ჩ-ე, მ.წ-ა, კ.შ-ა, ლ.ჩ-ე, ჯ.ზ-ი, ნ.უ-ა ( ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ე, ე.ს-ი ( შ.ს-ის უფლებამონაცვლე), ტ.კ-ე, დ.გ-ე, რ.ა-ე, ს.ს-ე, ო.ა-ე, ვ.დ-ე (დ.დ-ის უფლებამონაცვლე), მ.ო-ა და ა.ო-ა (ს.ო-ას უფლებამონაცვლეები), ე.შ-ე
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხ.) - ააიპ ..., მ.ქ-ე, მ.დ-ი, ა.გ-ე, ე.ქ-ე, თ.დ-ა, მ.ნ-ი, ნ.ხ-ა, ქ.ბ-ე, ც.ღ-ე, ც.ა-ე, გ.თ-ე, ი.ა-ი, დ.მ-ი, ნ.კ-ა, ა.ბ-ა, მ.გ-ი, ც.მ-ე, ლ.ზ-ი, თ.მ-ი, დ.ჩ-ე, ქ.ვ-ა, ლ.კ-ი, მ.ბ-ი, ს.მ-ე, მ.მ-ე, ნ.ც-ი, გ.ა-ი, ნ.ბ-ი, მ.ლ-ი, მ.ნ-ი, მ.კ-ე, თ.კ-ე, ვ.ჩ-ე, თ.გ-ი, ი.ჯ-ა, ზ.ნ-ა, მ.ი-ა, დ.ზ-ი, თ.ღ-ე, ნ.კ-ე, თ.რ-ი, ი.მ-ი, ნ.გ-ი, მ.გ-ი, ნ.დ-ა, ზ.დ-ა, ზ.კ-ე, თ.ქ-ე, გ.ა-ი, გ.ხ-ი,გ. გ.გ-ე, ბ.ა-ი, ტ.ი-ი, ე.ხ-ე, ნ.ბ-ე, გ.დ-ი. ს.ვ-ე, მ.ჭ-ე, შ.ბ-ი, დ.კ-ე, ნ.ვ-ი, ი.მ-ი, ნ.ს-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ი.გ-ამ, ნ.ც-ემ, დ.ზ-ამ, რ.თ-ემ, ტ.ჩ-ემ, მ.წ-ამ, კ.შ-ამ, ლ.ჩ-ემ, ჯ.ზ-მა, ნ.უ-ამ (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ემ, შ.ს-მა, ტ.კ-ემ, დ.გ-ემ, რ.ა-ემ, ს.ს-ემ, ო.ა-ემ, დ.დ-ემ, ს.ო-ამ და ე.შ-ემ 2017 წლის 6 აპრილს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 06.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 27.01.2016წ. №..., 27.01.2016წ. №..., 26.01.2017წ. №... და 27.01.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილებისა და №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით, საქართველოს ... კავშირს კონკრეტულად 28 ...ისთვის გამოეყო მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ-ში, კოოპერატივ „...“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიწის ნაკვეთის გამოყოფის მიზანს წარმოადგენდა ამ 28 ...ისთვის ბინა-...ისა და შემოქმედებითი ...ის აშენება. ამასთან, ... კავშირის გამგეობის 1993 წლის 21 აპრილის სხდომის საოქმო დადგენილებით დამტკიცდა იმ 28 ...ის სია, რომელთათვისაც ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოყოფა განხორციელდა.
მოსარჩელეების მითითებით, მათ განცხადებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დასახელებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რაზეც მათ უარი ეთქვათ იმ დასაბუთებით, რომ შესაბამისი აქტით მიწის ნაკვეთი გამოეყო ... კავშირს და არა კონკრეტულ 28 ...ას. აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ აქტის რეალურ ადრესატებს სწორედ ის ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ, რომელთა ბინა-...ის მშენებლობის მიზნითაც განხორციელდა მიწის გამოყოფა. სააგენტოს გადაწყვეტილება ერთჯერადად გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეებმა დამატებით ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მოსარჩელეები თავიანთი უფლების აღიარებას ითხოვდნენ, რეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად და შემდგომ სხვადასხვა პირებზე ნაწილ-ნაწილ იქნა პრივატიზებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
მოსარჩელეთა წარმომადგენელმა 2018 წლის 17 მაისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განჩინებით მ.კ-ის, ვ.ჩ-ის, ი.ჯ-ას, თ.გ-ის, მ.ი-ას, დ.ზ-ის, თ.ღ-ის, ნ.კ-ის, თ.რ-ის, ი.მ-ისა და სხვების (სულ 64 ფიზიკური პირის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: მ.კ-ე, ვ.ჩ-ე, ი.ჯ-ა, თ.გ-ი, მ.ი-ა, დ.ზ-ი,თ.ღ-ე, ნ.კ-ე, თ.რ-ი, ი.მ-ი, ნ.გ-ი, დ.შ-ა, მ.გ-ი, ნ.დ-ა, ი.მ-ი, ზ.დ-ა, გ.ა-ი, გ.ხ-ი,გ.გ-ე,ბ.ა-ი,ტ.ი, ნ.ბ-ე, მ.ნ-ი, თ.კ-ე, ზ.ნ-ა, ზ.კ-ე, თ.ქ-ე, ნ.ს-ი, ე.ზ.ე, გ.დ-ი. ს.ვ-ე, მ.ჭ-ე, შ.ბ-ი,დ.კ-ე,ნ.ვ-ი, მ.დ-ი,, ა.გ-ე, ე.ქ-ე, თ.დ-ა, ნ.ხ-ა, ქ.ბ-ე, ც.ღ-ე, ც.ა-ე, ი.ა-ი, დ.მ-ი,ნ.კ-ა, მ.გ-ი, ც.მ-ე, ლ.ზ-ი, თ.მ-ი,მ.ლ-ი, დ.ჩ-ე, ქ.ვ-ა, ლ.კ-ი, მ.ბ-ი, ს.მ-ე, მ.მ-ე, ნ.ბ-ი, მ.ქ-ე, მ.ნ-ი, გ.თ-ე, ა.ბ-ა, ნ.ც-ი გ.ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ააიპ ....
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ას და ე.შ-ის სარჩელზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ას და ე.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 06.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 27.01.2016წ. №..., 27.01.2016წ. №..., 26.01.2017წ. №... და 27.01.2017წ. №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1992 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ... კავშირმა №349 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მერს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მთავარ არქიტექტორს და იშუამდგომლა მათ წინაშე, რათა დაეკმაყოფილებინათ ... კავშირის წევრთა ჯგუფის თხოვნა და გამოეყოთ მათთვის ...ზე უკვე არსებული კოოპერატივი „... - “-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები ბინა-...ოს მშენებლობისათვის, შემდეგი პირებისთვის (სულ 18 პირი): კ.შ-ა, ა.ჩ-ე, გ.ო-ა, ს.ს-ე, რ.ა-ე, ზ.წ-ი (კ-ეს ძე), ზ.წ-ი (პ-ეს ძე), შ.შ-ი, გ.წ-ი, ო.ა-ე, ე.ქ-ე, ტ.კ-ე, მ.გ-ი, დ.გ-ა, მ.წ-ა, ო.ჩ-ე, ჯ.ზ-ი, დ.დ-ე.
ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით დაკმაყოფილდა ...ის მოთხოვნა და 28 ...ისათვის ბინა-...ისა და ...ის ასაშენებლად გამოიყო 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი ...ის მე-4 მიკრორაიონში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ. საქართველოს რესპუბლიკის ... კავშირის გამგეობის სამდივნოს 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმით დამტკიცდა კოოპერატივ „... - “-ის დამატებით 28 წევრთა სია შემდეგი შემადგენლობით: კ.შ-ა, ა.ჩ-ე, გ.ო-ა, ს.ს-ე, რ.ა-ე, ზ.წ-ი, ნ.ც-ე, შ.შ-ი, ო.ა-ე, ე.ქ-ე, ტ.კ-ე, მ.გ-ი, დ.გ-ა, ო.ჩ-ე, მ.წ-ა, ჯ.ზ-ი, დ.დ-ე, პ.ზ-ა, ე.შ-ე, ა.ბ-ი, რ.ბ-ე, ა.უ-ა, ტ.ხ-ი, გ.თ-ე, ჯ.გ-ე, რ.თ-ე, ო.მ-ი, ა.ჩ-ე. ამასთან, თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს მიერ 1994 წლის 16 ივნისს გაიცა სამშენებლო პასპორტი №6 ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ების IV მ/რ, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ ... კავშირისათვის ბინა-...ის და შემოქმედებითი ...ის პროექტის დამუშავებისათვის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 4 სექტემბერს №06-8/9213 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა ქ. თბილისში, ...ის რაიონი, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ არსებულ 6738 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №..., 2009 წლის 9 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6738.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ....
ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 4 სექტემბერს №06-8/9217 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა ქ. თბილისში, .....ის რაიონი, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ არსებულ 6276 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №..., 2009 წლის 9 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6276.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ....
ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა 2009 წლის 4 სექტემბერს №06-8/9211 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა ქ. თბილისში, .....ის რაიონი, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ არსებულ 6444 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების დარეგისტრირება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №..., 2009 წლის 9 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6444.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ...
დადგენილია, რომ ი.გ-ამ, დ.გ-ემ, რ.ა-ემ, ნ.უ-ამ (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), ნ.ც-ემ, ჯ.ზ-მა, ტ.ჩ-ემ, ტ.კ-ემ, გ.თ-ემ, მ.წ-ამ, დ.დ-ემ, რ.თ-ემ, კ.შ-ამ, ე.შ-ემ, ს.ო-ამ, დ.ზ-ამ, ო.ა-ემ, მ.ჩ-ემ, ს.ს-ემ, ლ.ჩ-ემ და შ.ს-მა, №..., №..., №..., №... , №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... და №... სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს ქ. თბილისში, ...ზე, მე-4 მ/რ-ში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. ამასთან, ...ის თავმჯდომარის 2016 წლის 21 ოქტომბრის №98 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ... კავშირი ადასტურებდა თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ არსებული 1,2 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტს საქართველოს რესპუბლიკის ... კავშირის გამგეობის სამდივნოს 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმში მითითებული 28 ...სთვის, კერძოდ: კ.შ-ა, ა.ჩ-ე, გ.ო-ა, ს.ს-ე, რ.ა-ე, ზ.წ-ი, ნ.ც-ე, შ.შ-ი, ო.ა-ე, ე.ქ-ე, ტ.კ-ე, მ.გ-ი, დ.გ-ა, ო.ჩ-ე, მ.წ-ა, ჯ.ზ-ი, დ.დ-ე, პ.ზ-ა, ე.შ-ე, ა.ბ-ი, რ.ბ-ე, ა.უ-ა, ტ.ხ-ი, გ.თ-ე, ჯ.გ-ე, რ.თ-ე, ო.მ-ი, ა.ჩ-ე. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ... კავშირი არ იყო წინააღმდეგი, რომ ზემოჩამოთვლილ 28 ...ას (ან მათ მემკვიდრეებს) დაერეგისტრირებინათ საკუთრებაში, წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად, მიწის ნაკვეთები და ადასტურებდა მათ მიერ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ნაკვეთების მფლობელობის ფაქტს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი და სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გამოთხოვილი დოკუმენტებით მიიჩნია, რომ უძრავ ქონებაზე არ დგინდებოდა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება და მართლზომიერი მფლობელობა და დოკუმენტაცია განსახილველად გადაუგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 26 იანვრის №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №... წერილებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დაინტერესებულ პირებს უარი ეთქვათ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და ასევე არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირების საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 06.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 27.01.2016წ. №..., 27.01.2016წ. №..., 26.01.2017წ. №... და 27.01.2017წ. №... გადაწყვეტილებებით ი.გ-ას, დ.გ-ეს, რ.ა-ეს, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), ნ.ც-ეს, ჯ.ზ-ს, ტ.ჩ-ეს, ტ.კ-ეს, გ.თ-ეს, მ.წ-ას, დ.დ-ეს, რ.თ-ეს, კ.შ-ას, ე.შ-ეს, ს.ო-ას, დ.ზ-ას, ო.ა-ეს, მ.ჩ-ეს, ს.ს-ეს, ლ.ჩ-ეს და შ.ს-ას უარი ეთქვათ ქ. თბილისში, ...ზე, მე-4 მ/რ-ში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირების განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.
2017 წლის 8 თებერვალს შ.ს-მა, დ.გ-ემ და ი.გ-ამ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 06.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 27.01.2016წ. №..., 27.01.2016წ. №..., 26.01.2017წ. №... და 27.01.2017წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილებით შ.ს-ის, დ.გ-ისა და ი.გ-ას 2017 წლის 8 თებერვლის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გადაწყვიტა შესათანხმებლად წარედგინათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ქ. თბილისში, ...ზე, ...ის დასახლების მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6738 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) და 6276 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) მიწის ნაკვეთების დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი წარმომადგენლებისთვის, უფლებამონაცვლეებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი და ხელშეკრულების პირობები დანართი №3-ის შესაბამისად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულების თანახმად, თანხმობა მიეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას „ქ. თბილისში, ...ზე, ...ის დასახლების მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6738 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) და 6276 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) მიწის ნაკვეთების ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი წარმომადგენლებისთვის, უფლებამონაცვლეებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის შესათანხმებლად წარდგენის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების: ქ. თბილისში, ...ზე, ...ის დასახლების მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6738 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) და 6276 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) მიწის ნაკვეთების დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი წარმომადგენლებისთვის, უფლებამონაცვლეებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებაზე, ზემოაღნიშნული განკარგულების დანართი №3- ით წარდგენილი ხელშეკრულების პროექტის შესაბამისად.
2017 წლის 15 მარტს, ერთის მხრივ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა („გამყიდველი“) და მეორეს მხრივ ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებს/მათი წარმომადგენლებს, უფლებამონაცვლეებს - მ.კ-ეს, ვ.ჩ-ეს, ი.ჯ-ას და სხვ. („მყიდველები“) შორის დაიდო ხელშეკრულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“, რომლის თანახმად, „გამყიდველი“ გადასცემდა „მყიდველს“ საკუთრებაში ქ. თბილისში, ...ზე, ...ის დასახლების მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6738 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) და 6276 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) მიწის ნაკვეთებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული პროპორციით, ხოლო „მყიდველი“ სანაცვლოდ უარს ამბობდა მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირებზე, 2017 წლის 30 მარტს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაიცა №დ-507 და №დ-506 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, რომელთა თანახმად, 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებაში მითითებულ პირებს საკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისში, ...ის დასახლების მიმდებარედ არსებული 6276 კვ.მ (ს/კ: №...) და 6738 კვ.მ (ს/კ: №...) მიწის ნაკვეთები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ...ის 1992 წლის 4 აგვისტოს №349 წერილზე და აღნიშნა, რომ დასახელებული მიმართვის საფუძველზე, თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის მიერ 1992 წლის 22 ოქტომბერს მიღებულ იქნა №09.11.96 დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ...ის თხოვნა და 28 ...ისათვის ბინა-...ისა და ...ის ასაშენებლად გამოეყო 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი ...ის IV მიკრორაიონში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ. ამასთან, ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გამოიყო სხვა შუამდგომლობის საფუძველზე, ან 1992 წლის 4 აგვისტოს №349 მიმართვის საფუძველზე სხვა დადგენილება იქნა მიღებული, საქმეში წარმოდგენილი არ იყო და აღნიშნული ვერც მოპასუხის მიერ იქნა დადასტურებული. სასამართლოს მითითებით, საქმეში ასევე არ იყო წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის მიერ 1992 წლის 22 ოქტომბერს მიღებულ №09.11.96 დადგენილების საფუძველზე, მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული იქნა ... კავშირის სხვა წევრებისათვის, მით უფრო რომ სასამართლო სხდომაზე არაერთხელ იქნა მითითებული, რომ ... კავშირის სხვა წევრებს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება უკვე რეგისტრირებული ჰქონდათ ...ის IV მ/რ-ში და ...ის ტერიტორიაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ... კავშირის გამგეობის სამდივნოს 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმით დამტკიცდა კოოპერატივ „... - “-ის დამატებით 28 წევრთა სია და აღნიშნული ოქმით დგინდებოდა, რომ სწორედ იმ პირებს გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, ვინც 1992 წლის 4 აგვისტოს №349 წერილში იყვნენ მითითებულები (ამასთან, სიას დაემატა 10 პირი). ამდენად, ის გარემოება, რომ ... კავშირის 1992 წლის 4 აგვისტოს №349 შუამდგომლობაში მითითებული პირები შედიოდნენ იმ 28 პირის ჩამონათვალში, რომელიც შედგა იმ მიზნით, რომ განსაზღვრულიყო კოოპერატივ ... -ისათვის დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიმღებთა სია, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით სწორედ აღნიშნულ ფიზიკურ პირების დაკმაყოფილების მიზნით გამოიყო მიწის ნაკვეთი და არა ... კავშირისათვის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ...ზე უკვე არსებული კოოპერატივი „... - “-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები ბინა-...ის მშენებლობისათვის გამოეყო არა ... კავშირს, როგორც ამას საჯარო რეესტრი განმარტავდა, არამედ ... კავშირის შუამდგომლობით იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც მოცემულ დავაში მოსარჩელეებს წარმოადგენენ და რომლებიც დაფიქსირებულნი იყვნენ როგორც ... კავშირის 1992 წლის 4 აგვისტოს №349 შუამდგომლობაში, ისე საქართველოს რესპუბლიკის ... კავშირის გამგეობის სამდივნოს 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ სუბიექტებს და არა ააიპ ...
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გამოტანისას ეჭვქვეშ არ დაუყენებია მიწის ნაკვეთის მდებარეობა და შესაგებელშიც მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება უდასტურდებოდა არა მოსარჩელეებს, არამედ ... კავშირს. სასამართლო სხდომაზე მესამე პირთა პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებით და მათ შორის გაურკვეველი მიწის ნაკვეთის გეგმის ასლით, არ დასტურდებოდა, რომ სწორედ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი გადაეცა შესაბამის სუბიექტს, სსიპ საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ რადგან წარმოდგენილი დოკუმენტებით მოსარჩელეებს არ უდგინდებოდათ მართლზომიერი მფლობელობა, მათ არ გამოუკვლევიათ მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხი, რისი გადაჭრაც შესაძლებელი იქნებოდა გამგეობის შესაბამისი წარმომადგენლის ჩართულობით. ყოველივე აღნიშნული კი, იმ გარემოებასთან ერთობლიობაში, რომ არასწორად მოახდინეს მოთხოვნის სუბიექტის განსაზღვრა, სასამართლოს მოსაზრებით მიუთითებდა იმაზე, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური საფუძვლებით უთხრა უარი განმცხადებლებს უფლების რეგისტრაციაზე. აღნიშნული კი სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის წინაპირობად მიიჩნია.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საკითხის ხელახლა განხილვისა და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენისას, მოპასუხემ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებებზე, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტიც და გარკვეულწილად მდებარეობაც დასტურდებოდა თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით, რომლითაც 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი გამოიყო ...ის მე-4 მიკრორაიონში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ. საქმეში ასევე წარმოდგენილია აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ასლი, რომელიც ხელმოწერილია მიწის ნაკვეთის გამოყოფის განყოფილების უფროსის ი.ჭ-ის და არქიტექტორ ხ-ის მიერ. ასევე მარცხენა ზედა კუთხეში აწერია, რომ შეთანხმებულია ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორთან და ხელს აწერს მ-ი, ხოლო მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებულია ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველო. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ, თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს მიერ 1994 წლის 16 ივნისს გაცემულ №6 სამშენებლო პასპორტზე, რომლის გაცემა კონკრეტული მიწის არ არსებობის გარეშე სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია. ამავე პასპორტში მითითებულია, რომ იგი გაიცა ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ...ის IV მ/რ, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ ... კავშირისათვის ბინა-...ის და შემოქმედებითი ...ის პროექტის დამუშავებისათვის. სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა აგრეთვე, ქ. თბილისის მერიის თბომეურნეობის სამმართველოს 1993 წლის 30 დეკემბრის №391/19-05 წერილი, სადაც საუბარია სწორედ კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ მშენებარე ... კავშირის ბინა-...ის თბომომარაგებაზე, ასევე „...ის“ 1994 წლის 26 იანვრის №1-05/871 წერილი, სადაც საუბარია ამავე ბინა-...ის ელექტრომომარაგებაზე და სსიპ „...ის“ 1994 წლის გენგეგმა ... ის IV მ/რ ტერიტორიის დაგეგმარებაზე. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელეთა მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის გეგმის ასლი, თუმცა დედანი დოკუმენტების დაცვის და შენახვის ვალდებულება სწორედ მის გამცემ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს და თუ მან ვერ განახორციელა დედნების დაცვა (სასამართლოს არაერთი მცდელობის მიუხედავად მისი მოძიება ვერ განხორციელდა), აღნიშნული გარემოება არ უნდა გამხდარიყო ფიზიკური პირებისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მით უფრო მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართულობით, შეეძლო მოეხდინა მიწის ნაკვეთების იდენტიფიკაცია.
სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში კი, იკვეთებოდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობების არსებობა.
რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულებისა და მათ საფუძველზე დადებული 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ განკარგულებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, ხოლო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში - სრულად. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №..., №... და №... გადაწყვეტილებებით №..., №... და №... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად და ერთი შეხედვით, მუნიციპალიტეტს საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლო განეკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სადავო მიწის ნაკვეთებზე სუბიექტებად მიიჩნია მოსარჩელეები და წარმოდგენილი მასალებით შესაძლებლად მიიჩნია მიწის ნაკვეთების მდებარეობის განსაზღვრა, სასამართლოს მოსაზრებით, როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ისე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, უნდა გამოეკვლიათ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არსებობდა თუ არა ვინმეს მართლზომიერი მფლობელობა, ასევე დაედგინათ კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთზე იყო საუბარი, მით უფრო, რომ სწორედ მათი განკარგულებების საფუძველზე განიკარგა სადავო უძრავი ქონება 1992 წელს და ისე მიეღოთ გადაწყვეტილებები ქონების პრივატიზების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებები, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული და მოსარჩელეების კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა, რის გამოც იკვეთებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველი. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ასევე ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულება და როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ისე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დავალებოდათ კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
რაც შეეხება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება დადებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახეზე იყო „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №..., №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რამდენადაც თავის მხრივ, აღნიშნული სადავო გადაწყვეტილებები განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 4 სექტემბრის №06-8/9213, №06-8/9217 და №06-8/9211 მიმართვების საფუძველზე, რომლებიც მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი არ ყოფილა და შესაბამისად, მათ კანონიერებას სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეაფასებდა. ამდენად, ვინაიდან სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების ზემოაღნიშნული საფუძვლები დღეის მდგომარეობით ძალაში იყო, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა აღნიშნული მიმართვების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას, მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ას, ე.შ-ის, მ.კ-ის, ვ.ჩ-ის, ი.ჯ-ას, თ.გ-ის, მ.ი-ას, დ.ზ-ის, თ.ღ-ის, ნ.კ-ის, თ.რ-ის, ი.მ-ის, ნ.გ-ის, დ.შ-ის, მ.გ-ის, ნ.დ-ას, ი.მ-ის,ზ.დ-ას, გ.ა-ის, გ.ხ-ის, გ.გ-ის, ბ.ა-ის, ტ.ი-ის, ნ.ბ-ის, მ.ნ-ის, თ.კ-ის, ზ.ნ-ის, ზ.კ-ის, თ.ქ-ის, ნ.ს-ის, ე.ზ-ის, გ.დ-ის, ს.ვ-ის, მ.ჭ-ის, შ.ბ-ის, დ.კ-ის, ნ.ვ-ის, მ.დ-ის, ა.გ-ის, ე.ქ-ის, თ.დ-ას, ნ.ხ-ას, ქ.ბ-ის, ც.ღ-ის, ც.ა-ის, ი.ა-ის, დ.მ-ის, ნ.კ-ას, მ.გ-ის, ც.მ-ის, ლ.ზ-ის, ლ.ზ-ის, თ.მ-ის, მ.ლ-ის, დ.ჩ-ას, ქ.ვ-ას, ლ.კ-ის, მ.ბ-ის, ს.მ-ის, მ.ხ-ის, ნ.ვ-ის, მ.ქ-ის, მ.ნ-ის, გ.თ-ის, ა.ბ-ას, ნ.ვ-ის, გ.ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ასა და ე.შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით დ.შ-ის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, შეჩერდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გარდაცვლილი დ.შ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე გარდაცვლილი დ.დ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ვ.დ-ე, გარდაცვლილი შ.ს-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე.ს-ი, გარდაცვლილი ნ.ც-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ვ.წ-ი და ი.წ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე გარდაცვლილი ს.ო-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ა.ო-ა და მ.ო-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღება გაამახვილა, რომ აპელანტების ძირითადი არგუმენტაცია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობის თაობაზე ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით მიწის ნაკვეთები გამოეყო არა მოსარჩელეებს, არამედ ... კავშირს, რომელმაც 2012 წლის პირველი იანვრიდან დაკარგა საკუთრების უფლების აღიარების უფლება. შესაბამისად, მითითებული დოკუმენტი არ ქმნიდა მოთხოვნილი რეგისტრაციის საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ...ის 1992 წლის 4 აგვისტოს №349 წერილზე (შუამდგომლობაზე), ასევე, მის საფუძველზე, თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის მიერ 1992 წლის 22 ოქტომბერს მიღებულ №09.11.96 დადგენილებაზე და საქართველოს რესპუბლიკის ... კავშირის გამგეობის სამდივნოს 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმზე. მითითებული დოკუმენტაციის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ... კავშირის 1992 წლის 4 აგვისტოს №349 შუამდგომლობაში მითითებული პირები შედიოდნენ იმ სიაში (28 პირი), რომელიც შედგა კოოპერატივ ... -სთვის დამატებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მიმღებთა განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით ადასტურებდა, რომ თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით სწორედ აღნიშნულ ფიზიკური პირების დაკმაყოფილების მიზნით გამოიყო მიწის ნაკვეთი და არა ... კავშირისათვის. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ...ის თავმჯდომარის 2016 წლის 21 ოქტომბრის №98 წერილით ... კავშირმა დაადასტურა თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის IV მ/რ, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ არსებული 1,2 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტი საქართველოს რესპუბლიკის ... კავშირის გამგეობის სამდივნოს 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმში მითითებული 28 ...სთვის. ამავე წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ... კავშირი არ იყო წინააღმდეგი ზემოჩამოთვლილ 28 ...ას (ან მათ მემკვიდრეებს) დაერეგისტრირებინა საკუთრებაში, წარდგენილი აზომვითი ნახაზების შესაბამისად, მიწის ნაკვეთები და ადასტურებდა მათ მიერ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ნაკვეთების მფლობელობის ფაქტს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების ზეპირსიტყვიერი განმარტებები მოთხოვნის სუბიექტის არასწორად განსაზღვრის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტიც და გარკვეულწილად მდებარეობაც დასტურდებოდა თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით, რომლითაც 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი გამოიყო ...ის მე-4 მიკრორაიონში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ. საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო აღნიშნული დადგენილების საფუძველზე გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმის ასლი, რომელიც ხელმოწერილი იყო მიწის ნაკვეთის გამოყოფის განყოფილების უფროსის ი.ჭ-ის და არქიტექტორ ხ-ის მიერ. ასევე მარცხენა ზედა კუთხეში ეწერა, რომ შეთანხმებული იყო ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორთან და ხელს აწერდა მ-ი, ხოლო მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებული იყო ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველო. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ კონკრეტული მიწის არ არსებობის პირობებში შეუძლებელი იყო თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს მიერ 1994 წლის 16 ივნისს გაცემულიყო №6 სამშენებლო პასპორტი.
გარდა ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულებისა და მათ საფუძველზე დადებული 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლო მსჯელობა, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ სადავო მიწის ნაკვეთებზე სუბიექტებად მიიჩნია მოსარჩელეები და წარმოდგენილი მასალებით შესაძლებლად მიიჩნია მიწის ნაკვეთების მდებარეობის განსაზღვრა, როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, ისე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, უნდა გამოეკვლიათ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე არსებობდა თუ არა ვინმეს მართლზომიერი მფლობელობა, ასევე დაედგინათ კონკრეტულად რომელ მიწის ნაკვეთზე იყო საუბარი (მით უფრო, რომ სწორედ მათი განკარგულებების საფუძველზე განიკარგა სადავო უძრავი ქონება 1992 წელს) და ისე მიეღოთ გადაწყვეტილებები ქონების პრივატიზების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ აპელანტების მიერ სააპელაციო სასამართლოში დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, დამატებით ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განსახილველ საქმეში მე-3 პირებად ჩართული ფიზიკური პირების (აპელანტები, არიადნა ბერულავას გარდა, რომელმაც თავად განაცხადა უარი), ე.წ. ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების/მათი უფლებამონაცვლეების მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა განკარგულება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საქართველოს მთავრობის აღნიშნული განკარგულება მოწონებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტომ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ/მთავრობამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/მთავრობა გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საპირისპიროდ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მოითხოვა უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრმა კი, რომელიც წარმოადგენს მარეგისტრირებელ ორგანოს, წარმოდგენილი და მასთან დაცული დოკუმენტაციის ურთიერთშედარების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოთხოვნა იყო კანონშესაბამისი და მიიღო გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება. კასატორი განმარტავს, რომ თვითმმართველი ერთეულის ქონება, სხვა იურიდიული თუ კერძო პირის, ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მსგავსად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა კანონით დაცულ ობიექტს. საკუთრების უფლება კონსტიტუციით გარანტირებული და დაცული უფლებაა და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ამ უფლების რეალიზაციას ახორციელებს სახელმწიფო, კერძო ან იურიდიული პირი თუ თვითმმართველი ერთეული. სადავოდ გამხდარი ტერიტორიის თვითმმართველ ერთეულზე რეგისტრაცია განხორციელდა სწორედ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა სხვა პირების მიწის ნაკვეთის ფლობის ან სარგებლობის ფაქტი.
ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით მიწის ნაკვეთები გამოეყო ... კავშირს, რომელმაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის პირველი იანვრიდან დაკარგა საკუთრების უფლების აღიარების უფლება მიწის ნაკვეთზე, ხოლო საქმეში არსებული დოკუმენტებით მოსარჩელეთა მართლზომიერი მფლობელობის უფლება არ დასტურდება. კასატორის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნა ეკუთვნის ... კავშირს და სწორედ ... კავშირი აღიჭურვა სადავო მიწის ნაკვეთზე - საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით და არა 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმით დამტკიცებული პირები. გარდა ამისა, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ მოთხოვნის სუბიექტებს და საქმის განმხილველ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობს მიწის განაწილების გეგმა და არ დგინდება გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, არ არსებობს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს მოსარჩელე ფიზიკურ პირებზე მიწის ნაკვეთების გამოყოფის, ფართების განსაზღვრის და ადგილმდებარეობის ფაქტს. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ვერც სასამართლოს მცდელობის მიუხედავად ვერ იქნა წარმოდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამდგენი დოკუმენტი.
კასატორის მითითებით, სწორედ იმ პირობებში როდესაც, მოსარჩელეები არ არიან ხსენებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების მოთხოვნის სუბიექტები, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მიწის ნაკვეთების იდენტურობა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის მიმართ ყოფილ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ სახელმწიფოს მიერ მათ მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას, ჰქონდათ კანონიერი ნდობა. ამდენად, მსგავსი გადაწვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას გაბათილებული აქტების ადრესატების ინტერესები, რომელიც სასამართლომ სრულად უგულებელყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეთა მოთხოვნები გამყარებული არ იყო შესაბამისი მტკიცებულებებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი არ იზიარებს განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციების სასამართლოების მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას და გადაწყვეტილება მიიღო როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით, მაშინ როცა საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ კონკრეტული სამართლებრივი ნორმების დარღვევის გარდა, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და ვერ უზრუნველყო ვერც მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა.
კასატორმა - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, აგრეთვე ქ. თბილისის მერის 2006 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული - ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენდა თბილისის ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა. კასატორი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სადავო მიწის ნაკვეთზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, წარდგენილი და მასთან დაცული დოკუმენტების ურთიერთშედარების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ. შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს გაუჩნდა კანონიერი ნდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილებით დამტკიცებული - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტზე, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, კასატორმა აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2017 წლის 24 თებერვალს გაცემული თანხმობის შემდეგ 2017 წლის 15 მარტს გაფორმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის სანაცვლოდ ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებმა/მათმა წარმომადგენლებმა, უფლებამონაცვლეებმა უარი განაცხადეს მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქონების განკარგვის საკითხი მოტივირებული იყო ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევით, კერძოდ, აქტის მიღების მიზანს წარმოადგენდა კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, კასატორი ხაზს უსვამს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რადგან ადმინისტრაციული ორგანო, ქონების განკარგვის პროცესში მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, შესაბამისად, მისი მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგობის საფუძველიც არ არსებობს.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა, რომ სადავოდ გამხდარი განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონების განკარგვისას შესაბამის ფიზიკურ პირებს კანონიერი ნდობა გააჩნდათ გასაჩივრებული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენენ სწორედ აღმჭურველ აქტებს და აღნიშნული აქტების მიმართ კანონიერ ნდობა ჰქონდათ ყოფილ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებს. დასახელებული აქტებით აღნიშნულმა პირებმა უარი განაცხადეს მათ მიმართ არსებულ და კანონმდებლობით აღიარებულ სახელმწიფო ვალზე. შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ მოსარჩელეთა, არამედ დაინტერესებულ პირთა კანონიერი ინტერესიც. სააგენტომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველ საქმეში ჩართული ფიზიკურ პირების (აწ. გარდაცვლილი, დ.შ-ის გარდა, უფლებამონაცვლის დადგენამდე) ე.წ. ყოფილი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრების/მათი უფლებამონაცვლეების ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც არაერთი წლის განმავლობაში ელოდნენ სახელმწიფოს მხრიდან ქმედით ნაბიჯებს მათ მიმართ აღიარებულ სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომლითაც სადავო უძრავი ქონებაზე უარის თქმის სანაცვლოდ აღნიშნული ფიზიკური პირები (მესამე პირების) დაკმაყოფილდნენ ალტერნატიული უძრავი ქონებით.
კასატორმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა ...ის თხოვნა 28 ...ისთვის ბინა- ...ისა და შემოქმედებითი ...ის ასაშენებლად ...ზე, მე-4 მ/რ, კოოპერატივ „...“-ის მიმდებარედ 1.2 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული დადგენილებით კი დგინდება ...ის მართლზომიერი და არა მოსარჩელე ფიზიკური პირების მფლობელობა. ხოლო, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთი გამოეყო საქართველოს ... კავშირს, რომელმაც 2012 წლის 1 იანვრიდან დაკარგა საკუთრების უფლების აღიარების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. ასევე, სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 თებერვლის №14/20232 წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს დოკუმენტებში დაცულია 1997-1999 წლების წითელი ხაზების სარეგისტრაციო წიგნი (წითელი ხაზების ალფაბეტის მიხედვით). წიგნის 1998 წლის ჩანაწერებში შეტანილია - „...“, ...ის მე-4 მ/რაიონის შემოქმედებითი ..., მაგრამ აღნიშნული ფონდის 1989-1998 წლების დოკუმენტებში, „...“-ისათვის ბინა-...ის და შემოქმედებითი ...ის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ არის დაცული.
ამდენად, კასატორი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და შემდგომში უკვე, როგორც მესაკუთრე, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის შესახებ. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, კანონიერი ნდობა ჰქონდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიმართ, რომელმაც წარდგენილი და საქმეში არსებული დოკუმენტების შესაფასების და გამოკვლევის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. გარდა ამისა, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიმართ სისრულის და უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, რადგან სადავო უძრავ ქონებაზე არ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოება, მარეგისტრირებული ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობითაც, როდესაც სასამართლოში საქმის განხილვის დროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე რეგისტრაცია არ გაპრობლემებულა და სასამართლომ ძალაში დატოვა რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები, უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს კვლავ წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, რომელსაც კანონმდებლობა არ უკრძალავს ისარგებლოს მესაკუთრისთვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და მთავრობის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და მთავრობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის/მთავრობის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ი.გ-ას, ვ.წ-ის და ი.წ-ის (ნ.ც-ის უფლებამონაცვლეები), დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, ე.ს-ის (შ.ს-ის უფლებამონაცვლე), ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, ვ.დ-ის (დ.დ-ის უფლებამონაცვლე), მ.ო-ას და ა.ო-ას (ს.ო-ას უფლებამონაცვლე), ე.შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამაც შექმნა საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ას და ე.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 06.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 27.01.2016წ. №..., 27.01.2016წ. №..., 26.01.2017წ. №... და 27.01.2017წ. №... გადაწყვეტილებები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულება და მასვე დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას, მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ას, ე.შ-ის, მ.კ-ის, ვ.ჩ-ის, ი.ჯ-ას, თ.გ-ის, მ.ი-ას, დ.ზ-ის, თ.ღ-ის, ნ.კ-ის, თ.რ-ის, ი.მ-ის, ნ.გ-ის, დ.შ-ის, მ.გ-ის, ნ.დ-ას, ი.მ-ის,ზ.დ-ას, გ.ა-ის, გ.ხ-ისის, გ.გ-ის, ბ.ა-ის, ტ.ი-ის ,ნ.ბ-ისმ.ნ-ის,ის, თ.კ-ის, ზ.ნ-ის, ზ.კ-ის,თ.ქ-ის, ნ.ს-ის,ე.ზ-ის,, გ.დ-ის,ს.ვ-ის, მ.ჭ-ის, შ.ბ-ის, დ.კ-ის, ნ.ვ-ის, მ.დ-ისა. გ-ის, ე.ქ-ის, თ.დ-ას, ნ.ხ-ას, ქ.ბ-ის, ც.ღ-ის, ც.ა-ის, ი.ა-ის, დ.მ-ის, ნ.კ-ას,მ.გ-ის, ც.მ-ის, ლ.ზ-ის, ლ.ზ-ის, თ.მ-ის, მ.ლ-ის, დ.ჩ-ას, ქ.ვ-ას, ლ.კ-ის, მ.ბ-ის, ს.მ-ის,, მ.ხ-ის, ნ.ვ-ის, მ.ქ-ის, მ.ნ-ის, გ.თ-ის, ა.ბ-ას, ნ.ვ-ის, გ.ა-ის მიერ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ი.გ-ას, ნ.ც-ის, დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, შ.ს-ის, ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, დ.დ-ის, ს.ო-ასა და ე.შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. ხოლო ამავე სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განჩინებით მესამე პირების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1992 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ... კავშირმა №349 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მერს და ქალაქ თბილისის მთავარ არქიტექტორს და იშუამდგომლა მათ წინაშე, რათა დაეკმაყოფილებინათ ... კავშირის წევრთა ჯგუფის თხოვნა და გამოეყოთ მათთვის ...ზე უკვე არსებული კოოპერატივი „... - “-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები ბინა-...ოს მშენებლობისათვის შემდეგი პირებისთვის (სულ 18 პირი): კ.შ-ა, ა.ჩ-ე, გ.ო-ა, ს.ს-ე, რ.ა-ე, ზ.წ-ი (კ-ეს ძე), ზ.წ-ი (პ-ეს ძე), შ.შ-ი, გ.წ-ი, ო.ა-ე, ე.ქ-ე, ტ.კ-ე, მ.გ-ი, დ.გ-ა, მ.წ-ა, ო.ჩ-ე, ჯ.ზ-ი, დ.დ-ე. თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით დაკმაყოფილდა ...ის თხოვნა და 28 ...ისათვის ბინა-...ისა და ...ის ასაშენებლად გამოეყო 1,2 ჰა მიწის ნაკვეთი ...ის მე-4 მიკრორაიონში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ.
საქართველოს რესპუბლიკის ... კავშირის გამგეობის სამდივნოს 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმით დამტკიცდა კოოპერატივ „... - “-ის დამატებით 28 წევრთა სია შემდეგი შემადგენლობით: კ.შ-ა, ა.ჩე, გ.ო-ა, ს.ს-ე, რ.ა-ე, ზ.წ-ი, ნ.ც-ე, შ.შ-ი, ო.ა-ე, ე.ქ-ე, ტ.კ-ე, მ.გ-ი, დ.გ-ა, ო.ჩ-ე, მ.წ-ა, ჯ.ზ-ი, დ.დ-ე, პ.ზ-ა, ე.შ-ე, ა.ბ-ი, რ.ბ-ე, ა.უ-ა, ტ.ხ-ი, გ.თ-ე, ჯ.გ-ე, რ.თ-ე, ო.მ-ი, ა.ჩ-ე.
თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს მიერ 1994 წლის 16 ივნისს გაიცა სამშენებლო პასპორტი №6 ქ. თბილისში, ...ის რაიონში, ..ის IV მ/რ, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ ... კავშირისათვის ბინა-...ის და შემოქმედებითი ...ის პროექტის დამუშავებისათვის.
საქმის მასალებში არსებული, სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 22 თებერვლის №14/20232 წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველოს დოკუმენტებში დაცულია 1997-1999 წლების წითელი ხაზების სარეგისტრაციო წიგნი. წიგნის 1998 წლის ჩანაწერებში შეტანილია - „...“, ...ის მე-4 მ/რაიონის შემოქმედებითი ... აღნიშნული ფონდის 1989-1998 წლების დოკუმენტებში, „... “-ისათვის ბინა-...ის და შემოქმედებითი ...ის ასაშენებლად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები) არ არის დაცული.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №..., 2009 წლის 9 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6738.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ...; სააგენტოს იმავე თარიღის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №..., 2009 წლის 9 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6276.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: .... ხოლო, სააგენტოს 2009 წლის 9 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ..., ...ის დასახლების მიმდებარედ (ნაკვეთი ...) მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: №..., 2009 წლის 9 სექტემბრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6444.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ...
ი.გ-ამ, დ.გ-ემ, რ.ა-ემ, ნ.უ-ამ (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), ნ.ც-ემ, ჯ.ზ-მა, ტ.ჩ-ემ, ტ.კ-ემ, გ.თ-ემ, მ.წ-ამ, დ.დ-ემ, რ.თ-ემ, კ.შ-ამ, ე.შ-ემ, ს.ო-ამ, დ.ზ-ამ, ო.ა-ემ, მ.ჩ-ემ, ს.ს-ემ, ლ.ჩ-ემ და შ.ს-მა სარეგისტრაციო განცხადებებით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს ქ. თბილისში, ...ზე, მე-4 მ/რ-ში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი და სარეგისტრაციო წარმოების პროცესში გამოთხოვილი დოკუმენტებით მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება და მართლზომიერი მფლობელობა და დოკუმენტაცია განსახილველად გადაუგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ხოლო კომისიის 2017 წლის 26 იანვრის №... №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №..., №.., №..., №..., №..., №..., წერილებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ დაინტერესებულ პირებს უარი ეთქვათ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და ასევე არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირების საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს.
აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 06.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 01.02.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 31.01.2017წ. №..., 27.01.2017წ. №..., 26.01.2017წ. №..., 27.01.2016წ. №..., 27.01.2016წ. №..., 26.01.2017წ. №...და 27.01.2017წ. №... გადაწყვეტილებებით ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს უარი ეთქვათ ქ. თბილისში, ...ზე, მე-4 მ/რ-ში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირების განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული.
2017 წლის 8 თებერვალს შ.ს-მა, დ.გ-ემ და ი.გ-ამ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილებით აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გადაწყვიტა შესათანხმებლად წარედგინათ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ქ. თბილისში, ...ზე, ...ის დასახლების მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6738 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) და 6276 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) მიწის ნაკვეთების დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებისთვის/მათი წარმომადგენლებისთვის, უფლებამონაცვლეებისთვის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხი და ხელშეკრულების პირობები დანართი №3-ის შესაბამისად. 2017 წლის 15 მარტს, ერთის მხრივ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა („გამყიდველი“) და მეორეს მხრივ ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებს/მათი წარმომადგენლებს, უფლებამონაცვლეებს - მ.კ-ეს, ვ.ჩ-ეს, ი.ჯ-ას და სხვ. („მყიდველები“) შორის დაიდო ხელშეკრულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“, რომლის თანახმად, „გამყიდველი“ გადასცემდა „მყიდველს“ საკუთრებაში ქ. თბილისში, ...ზე, ...ის დასახლების მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6738 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) და 6276 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) მიწის ნაკვეთებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული პროპორციით, ხოლო „მყიდველი“ სანაცვლოდ უარს ამბობდა მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირებზე, 2017 წლის 30 მარტს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაიცა №დ-507 და №დ-506 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, რომელთა თანახმად, 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებაში მითითებულ პირებს საკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისში, ...ის დასახლების მიმდებარედ არსებული 6276 კვ.მ (ს/კ: №...) და 6738 კვ.მ (ს/კ: №...) მიწის ნაკვეთები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელეთა და ... კავშირის მიერ შესაბამისი წლების მანძილზე განხორციელებულ კონკრეტული მოქმედებებზე, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებშიც წარმოადგენდა ის გარემოება, რომ თბილისის მერიის სამოქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილებით მიწის ნაკვეთები გამოეყო არა მოსარჩელეებს, არამედ ... კავშირს, რომელმაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის საფუძველზე, 2012 წლის პირველი იანვრიდან დაკარგა საკუთრების უფლების აღიარების უფლება, შესაბამისად, მითითებული დოკუმენტი არ ქმნიდა მოთხოვნილი რეგისტრაციის საფუძველს.
ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ ...ის 1992 წლის 4 აგვისტოს №349 წერილზე, რომლითაც მან მიმართა ქალაქ თბილისის მერს და ქალაქ თბილისის მთავარ არქიტექტორს და იშუამდგომლა მათ წინაშე, რათა დაეკმაყოფილებინათ ... კავშირის წევრთა ჯგუფის თხოვნა და გამოეყოთ მათთვის ...ზე უკვე არსებული კოოპერატივი „... - “-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები ბინა-...ოს მშენებლობისათვის 18 პირისთვის. თუმცა, საქმის მასალებში არსებული თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილების პირველი პუნქტი ფორმულირებულია შემდეგნაირად: „1. დაკმაყოფილდეს ...ის თხოვნა და 28 ...ისათვის ბინა-...ისა და შემოქმედებითი ...ის ასაშენებლად გამოეყოს 1.2 პა მიწის ნაკვეთი - ...ის IV მიკრორაიონში, კოოპერატივ „...-“-ის მიმდებარედ“. ამასთან, აღნიშნული დადგენილების დანარჩენი პუნქტებიც უკავშირდება საქართველოს ... კავშირს და არა ინდივიდუალურად 28 ...ას. აღნიშნულის შემდგომ, თავად საქართველოს რესპუბლიკის ... კავშირის გამგეობის სამდივნოს 1993 წლის 21 აპრილის №7 სხდომის ოქმით დამტკიცდა კოოპერატივ „... - “-ის დამატებით 28 წევრთა სია. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს 1994 წლის 16 ივნისის №6 სამშენებლო პასპორტი ქ. თბილისში, ...ის რაიონში. ...ის IV მ/რ კოოპერატივ „...“-ის მიმდებარედ ... კავშირისათვის ბინა ...ის და შემოქმედებითი ...ის პროექტის დამუშავებისთვის. ამდენად, როგორც თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1992 წლის 22 ოქტომბრის №09.11.96 დადგენილება, ასევე თბილისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარი სამმართველოს 1994 წლის 16 ივნისის №6 სამშენებლო პასპორტი მიუთითებს, რომ შესაბამისი უძრავი ქონება ბინა-...ის მშენებლობისთვის გადაეცა არა ინდივიდუალურად ფიზიკურ პირებს, არამედ ამ პირების დასაკმაყოფილებლად ... კავშირს.
ქონების მიზნობრივი გადაცემის და მისი მნიშვნელობის თაობაზე, საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი მსჯელობა, რომლის თანახმად: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე.კ-ის, საკუთრების უფლება ქ.თბილისში, ...ის ... ქუჩა №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე არ წარმოშობია. ,,...ას“ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა გადაეცა საექსპლუატაციოდ, სადაც შესაძლებელი იქნებოდა „...ის“ უბინაო ოფიცრებისათვის ფართის გამოყოფა. ხოლო, მოსარჩელეს, როგორც ფიზიკურ პირს, სადავო ორდერში მითითებულ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნია... საკუთრების უფლების დამდგენ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული 2000 წლის 18 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან მითითებული აქტით ქ. თბილისში, ...ში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 0.7ჰა-ს ოდენობით, გაცემულ იქნა საექსპლუატაციოდ. ამასთან, უძრავი ქონება საექსპლუატაციოდ გადაეცა არა უშუალოდ ფიზიკურ პირს - ე.კ-ის, არამედ ოპერატიულ მიმართულება „...ას“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის 2000 წლის 22 მარტის №3/6-65 და ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსის 2000 წლის 22 მარტის №3-8/110 წერილებში ცალსახად არის მითითებული, რომ ტერიტორია და მასზე განლაგებული ამორტიზირებული შენობები სწორედ „...ის“ ოპერატიული მიმართულების სარდლობას უნდა გადასცემოდა. თავის მხრივ, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ოპერატიული მიმართულება „...ის“ ... - ე.კ-ი 2000 წლის პირველი თებერვლის განცხადებით სადავო უძრავი ქონების გადაცემას ითხოვდა „...ის“ უბინაო ოფიცრებისათვის ფართის გამოყოფის მიზნით“ (სუსგ №ბს-1195(კ-24); 01.09.2025წ.)
ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმის მასალები, როდესაც დადგენილად მიიჩნიეს სადავო ქონების ფიზიკური პირებისთვის გადაცემის ფაქტი. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, თავის მხრივ მსჯელობის საგანს წარმოადგენს ის საკითხიც, რამდენად წარმოადგენდნენ დასახელებული ... (28 ფიზიკური პირი) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილ პირებს. მართალია, ამ შემთხვევაში, შესაბამისი მიწის გადაცემა მოხდა ... კავშირზე, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული გადაცემის მიზანი სწორედ დასახელებული ...ის უზრუნველყოფა იყო, რაც დასტურდება თავად მიწის მოთხოვნის თაობაზე ... კავშირის მიერ ქალაქ თბილისის მერის და ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორისთვის წარდგენილი 1992 წლის 4 ივლისის №349 წერილით, რომელშიც ...ის თაობაზე აღნიშნულია, რომ ისინი „ეწევიან აქტიურ ნაყოფიერ შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას, მონაწილეობენ გამოფენებში და ა.შ... ბინა-... შეუქმნით მათ პირობებს ნორმალურად წარმართონ თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობა“. ამდენად, შესაძლოა მსჯელობის საგანს წარმოადგენდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენად შეიძლება კონკრეტული ... წარმოადგენდნენ იმ პირებს, რომლებსაც საკუთარი უფლებების რეალიზების მიზნით შეეძლოთ შესაბამისი მოთხოვნის დაყენება, რამდენადაც მათი უზრუნველყოფა სწორედ ... კავშირის ხელში იყო, მისი მხრიდან საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობა კი არ შეიძლება იქცეს ... სრული სამართლებრივი დაუცველობისთვის სივრცის შექმნის შესაძლებლობად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადასტურებული იქნებოდა, რომ ...ას როგორც ინდივიდუალურ პირებს - ააიპ ... კავშირისგან დამოუკიდებლად ჰქონდათ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის უფლება, საყურადღებოა, რომ მოთხოვნის უფლება არ არის შეუზღუდავი მოცემულობა და იგი არ შეიძლება განუსაზღვრელი ვადით - სამუდამოდ არსებობდეს. საკვანძო საკითხს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რომ ... კავშირისთვის ჯერ კიდევ 1992 წელს, შესაბამისი მიზნით გამოყოფილ სადავო უძრავ ქონებაზე არც ... კავშირს და არც კონკრეტულ ...ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით არ მიუმართავთ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, ამასთან მათ არც იურიდიული მნიშვნელობის მქონე სხვა მოქმედებები განუხორციელებიათ, კერძოდ, შესაბამისი მიზნობრიობით გადაცემულ უძრავ ქონებაზე არ შეუთანხმებიათ მშენებლობის ნებართვა, არ დაუწყიათ სამშენებლო სამუშაოები და არც მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვამდე დასტურდება მათი მხრიდან მშენებლობის განხორციელების კონკრეტული გეგმის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, განსახილველ შემთხვევაში, საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნით, მთავარ სამსჯელო საკითხს წარმოადგენს შემდეგი - იმ პირობებში, როდესაც 2009 წლის მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ ... კავშირისთვის გამოყოფილი უძრავი ქონების რეგისტრაცია არ განხორციელებულა და ბინა-...ის და შემოქმედებითი ...ის მშენებლობის პროცესი არ დაწყებულა, რამდენად ევალებოდა სახელმწიფოს სხვა პირის/პირების უფლების რეალიზების მიზნით უძრავ ქონებაზე გარკვეული მოქმედებების განხორციელებისგან თავის შეკავება. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სადავო უძრავ ქონებებზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციები განხორციელდა ჯერ კიდევ 2009 წელს და აღნიშნული მონაცემები არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა ... კავშირს არც ამის შემდეგ მოუხდენია რაიმე რეაგირება სადავო საკითხზე, ხოლო ფიზიკური პირების - ...ის მიერ კი, შესაბამისი რეგისტრაციის მოთხოვნა დაფიქსირდა მხოლოდ 2016 წლის 20-29 სექტემბრის პერიოდში. ამასთან, არ დაკმაყოფილდა სააგენტოში დაყენებული მოთხოვნები, ისევე როგორც არ დაკმაყოფილდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი (06.03.2017). 2017 წლის 15 მარტს კი, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრებს/მათი წარმომადგენლებს, უფლებამონაცვლეებს - მ.კ-ეს, ვ.ჩ-ეს, ი.ჯ-ას და სხვ. შორის დაიდო ხელშეკრულება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“, ხოლო 2017 წლის 30 მარტს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაიცა №დ-507 და №დ-506 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, რომელთა თანახმად, 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებაში მითითებულ პირებს საკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისში, ...ის დასახლების მიმდებარედ არსებული 6276კვ.მ (ს/კ: №...) და 6738 კვ.მ (ს/კ: №...) მიწის ნაკვეთები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. სარჩელი კი სასამართლოში მოსარჩელეების მიერ წარდგენილ იქნა 2017 წლის 6 აპრილს, ამდენად, სადავო ქონების პრივატიზაციის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულების დადების და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ №დ-507 და №დ-506 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემის მომენტისთვის, საჯარო რეესტრში მიმდინარე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეთა მოთხოვნის თაობაზე უკვე დასრულებული იყო (მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი), ხოლო სასამართლოში არ მიმდინარეობდა სამართალწარმოება სადავო საკითხზე და სახელმწიფო/თვითმმართველობა არ იყო შეზღუდული შეხედულებისამებრ განეკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. ამდენად, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანხმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით, ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტი წარმოადგენს სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. დასახელებული კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
დასახელებული კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ვალდებულებას წარდგენილ იქნას ისეთი დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდ წარმოშობენ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნას, ხოლო მეორე მხრივ დასახელებული აქტები უძრავი ქონების რეგისტრაციის პირობად ადგენენ არა მხოლოდ ფორმალურად უფლების დამდგენი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას, არამედ იმგვარი დოკუმენტების წარდგენას, რომლებიც შეიცავენ უძრავი ქონების შესახებ ნამდვილ და სწორ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება (2012 წლის პირველი იანვრის შემდგომ) ... კავშირის ან/და კონკრეტული ...ის მართლზომიერი მფლობელობა, ამდენად მართებული იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მსჯელობა, რომელმაც მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არ არსებობის გამო, მიიჩნია, რომ არ დგინდებოდა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება და მართლზომიერი მფლობელობა და საკითხი განსახილველად გადაუგზავნა აღიარების კომისიას.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის აამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოხსენებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა სააგენტოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირს უნდა წარედგინა: ა) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი; გ) საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კომისიამ 2017 წლის 26 იანვრის წერილებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აცნობა, რომ დაინტერესებულ პირებს უარი ეთქვათ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა და ასევე არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირების საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კი, თავის მხრივ 2017 წლის 1 თებერვლის სადავო გადაწყვეტილებებით, მოსარჩელეებს უარი უთხრა ქ. თბილისში, ...ზე, მე-4 მ/რ-ში, კოოპერატივ „... - “-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოებისას ვერ იქნა მოძიებული სარეგისტრაციო, უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი, დოკუმენტაცია, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირების განცხადება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ იქნა დაკმაყოფილებული. წინამდებარე საკითხის სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასების მიზნით, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დისპოზიცია, რომელიც უკავშირდება თვითნებურად დაკავებული მიწის ცნებას, მოიცავს არა მხოლოდ მითითებებს ამა თუ იმ მიწის თვითნებურად დაკავებულ მიწად მიჩნევისთვის შესაბამისი კრიტერიუმების და წინაპირობების თაობაზე, არამედ ასევე ხაზს უსვამს, რომ ასეთი გარემოებების (თვითნებურად დაკავებული მიწა რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა, ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი) არსებობის შემთხვევაშიც კი ისინი არ იქნება საკმარისი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად მისაჩნევად და მასზე შესაბამისი საკუთრების უფლების გასაცემად, თუ საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის იგი სახელმწიფოს მიერ არის განკარგული, გამონაკლისად კი დასახელებულია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი.
პირველ რიგში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მუნიციპალურ საკუთრებად აღრიცხვა არ ნიშნავს მის განკარგვას და არ გამორიცხავს შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ასეთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში მოყვანილი შემდეგი სამართლებრივი მსჯელობა: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი არ წარმოადგენს მასზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კერძო პირის საკუთრების უფლების აღიარების შემზღუდავ გარემოებას. შესაბამისად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტი საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ აბრკოლებდა, საერთო წესების დაცვით განეხილა ლ.ც-ის განცხადება“ (სუსგ №ბს-521(3კ-21), 25.11.2021წ.). ამასთან, საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებაში მოყვანილი მსჯელობა, რომ: „მიუხედავად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხისა, სახელმწიფო ქონების მათთვის გადაცემის შედეგად, შესაბამისი უფლების მოპოვება არ უთანაბრდება სახელმწიფო ქონების განკარგვას, ამა თუ იმ ქონების სახელმწიფოს საკუთრებიდან გამოცალკევებას და არ გამორიცხავს აღნიშნულ ქონებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას“ (სუსგ №ბს-89(კ-22), 11.07.2023წ.).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სადავო მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე აღრიცხვა, არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას, თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის დაუშვებლობა არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა სამართლებრივი საფუძვლით შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ცალსახა წინაპირობას. ახალი აქტის გამოცემისთვის, აუცილებელია სრულად და ობიექტურად იყოს შესწავლილი/გამოკვლეული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასების შედეგად მოხდეს საკითხის გადაწყვეტა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას ისე უგულებელყვეს მესამე პირების საკუთრების უფლება და უპირატესობა მიანიჭეს მოსარჩელეების ინტერესებს, რომ საერთოდ არ იმსჯელეს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. კერძოდ, როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე აღრიცხვა, არ გულისხმობს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას, თუმცა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნულის შემდგომ, სადავო ქონება თავად თვითმმართველი ერთეულის მიერ განიკარგა. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №47 განკარგულებისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირებზე, 2017 წლის 30 მარტს, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაიცა №დ-507 და №დ-506 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, რომელთა თანახმად, 2017 წლის 15 მარტის ხელშეკრულებაში მითითებულ პირებს საკუთრებაში გადაეცათ ქ. თბილისში, ...ის დასახლების მიმდებარედ არსებული 6276 კვ.მ (ს/კ: №...) და 6738 კვ.მ (ს/კ: №...) მიწის ნაკვეთები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ თვითმმართველ ერთეული აღნიშნული განკარგვისას, მოქმედებდა კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და იგი არ იყო შეზღუდული, განეხორციელებინა იგი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აღიარების კომისიამ მოსარჩელეებს უარი უთხრა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა სადავო ქონებაზე შენობა-ნაგებობის არსებობა, ამასთან, როგორც საკასაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, მიწის ნაკვეთი შესაბამისი მიზნობრიობით გამოეყო არა კონკრეტულ ფიზიკურ პირებს - ...ის, არამედ ... კავშირს, რომელმაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, როგორც იურიდიულმა პირმა, 2012 წლის პირველი იანვრიდან დაკარგა მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მესამე პირების ინტერესები, რომლებმაც უარი განაცხადეს მათ მიმართ არსებულ ან შესაძლოდ გამოვლენილ სახელმწიფო საშინაო ვალზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ უფლებასა და მოთხოვნაზე ქ. თბილისში, ...ზე, ...ის დასახლების მიმდებარედ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6738 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) და 6276 კვ.მ (ნაკვეთი ..., ს/კ: №...) მიწის ნაკვეთების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის №04.19.76 განკარგულების დანართი №1-ით და დანართი №2-ით განსაზღვრული პროპორციის სანაცვლოდ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი ითვალისწინებს რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, მესამე პირების მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისას კი, რეესტრის ჩანაწერებში სადავო უძრავ ქონებაზე არ ფიქსირდებოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება. შესაბამისად, მესამე პირებმა თანხმობა განაცხადეს ისეთ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენაზე, რომელზეც მოსარჩელეთა საკუთრების უფლება არ იყო აღრიცხული.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ უმთავრეს გარემოებას კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ააიპ ... კავშირის მიერ 1992 წლიდან არ განხორციელებულა არცერთი მოქმედება, რომელიც სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების და ... მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობა გახდებოდა, ამდენად მან გაუშვა იურიდიული შედეგის წარმომშობი, სამართლებრივი მოქმედების განხორციელების დრო, რამდენადაც აღნიშნული ქონება კანონის მოთხოვნათა აბსოლუტური დაცვით იქნა განკარგული მუნიციპალიტეტის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის/მთავრობის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.გ-ას, ვ.წ-ის და ი.წ-ის (ნ.ც-ის უფლებამონაცვლეები), დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, ე.ს-ის (შ.ს-ის უფლებამონაცვლე), ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, ვ.დ-ის (დ.დ-ის უფლებამონაცვლე), მ.ო-ას და ა.ო-ას (ს.ო-ას უფლებამონაცვლე), ე.შ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე და 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის/მთავრობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ი.გ-ას, ვ.წ-ის და ი.წ-ის (ნ.ც-ის უფლებამონაცვლეები), დ.ზ-ას, რ.თ-ის, ტ.ჩ-ის, მ.წ-ას, კ.შ-ას, ლ.ჩ-ის, ჯ.ზ-ის, ნ.უ-ას (ა.უ-ას უფლებამონაცვლე), მ.ჩ-ის, ე.ს-ის (შ.ს-ის უფლებამონაცვლე), ტ.კ-ის, დ.გ-ის, რ.ა-ის, ს.ს-ის, ო.ა-ის, ვ.დ-ის (დ.დ-ის უფლებამონაცვლე), მ.ო-ას და ა.ო-ას (ს.ო-ას უფლებამონაცვლე) და ე.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა