გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:
ა) საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
ბ) სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას;
გ) გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება;
დ) გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები;
ე) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;
ე1) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
ვ) გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი;
ზ) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;
თ) საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9110)
- საქმე №ბს-45(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2026
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
- საქმე №ას-320-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [ სსსკ-ის 412.1 მუხლი ].
- საქმე №ას-868-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს…
- საქმე №ას-386-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2026
საქმის განხილვა და გადაწყვეტა მხარის შეუტყობინებლად უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც საქმის გახილვა მხარის მონაწილეობის გარეშე, მის დაუსწრებლად, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი ( სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394–ე მუხლი), ასევე საქმის წარმოების განახლების საფუძველია ( სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
- საქმე №ას-833-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2026
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
- საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №ას-346-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №ას-620-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №ას-702-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №ას-753-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2026
- საქმე №ას-1187-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2026
- საქმე №ბს-987(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.07.2026
- საქმე №ბს-1121(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №ბს-209(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2026
- საქმე №ას-1338-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2026
- საქმე №ბს-1068(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2026
- საქმე №ბს-506(უს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.06.2026
- საქმე №ბს-80(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.06.2026
- საქმე №ას-641-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
- საქმე №ას-517-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2026
- საქმე №ბს-209(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2026
- საქმე №ას-1588-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2026
- საქმე №ბს-48(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2026
- საქმე №ბს-1385(2კ-უს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2026
- საქმე №ას-1246-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
- საქმე №ას-231-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2026
- საქმე №ას-292-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
- საქმე №ას-200-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
- საქმე №ას-187-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2026
- საქმე №ბს-90(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №ბს-417(2კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №ას-236-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2026
- საქმე №ას-268-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
- საქმე №ას-375-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.05.2026
- საქმე №ბს-603(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2026
- საქმე №ბს-758(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.05.2026
- საქმე №ბს-579(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2026
- საქმე №ბს-1199(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
- საქმე №ას-514-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2026
- საქმე №ბს-13(კ-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 9110-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება