1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.
2. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ას-539-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
…391-ე მუხლის მე-5 ნაწილის,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. სსსკ-ის 392-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
- საქმე №ას-274-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით. 42. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე…
- საქმე №ას-408-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2021
ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით. 34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ…
- საქმე №ას-44-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით. 103. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
- საქმე №ას-953-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
ამ მხრივ გამონაკლისია მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც გათვალისწინებულია სსსკ-ის 242-ე, 366-ე, 392-ე მუხლებით. 65. განმეორებითი (მეორე) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებია: ა) იმავე პირის მიმართ, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, უკვე არსებობს ერთი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
- საქმე №ას-1420-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2019
- საქმე №ას-198-191-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.03.2013
- საქმე №ას-1749-1730-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2012
- საქმე №ას-1130-1157-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.08.2011
- საქმე №ას-483-456-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2011
- საქმე №ბს-878-840(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.01.2008
- საქმე №3გ/ად-105კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2001
- საქმე №3კ-310-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2000
- საქმე №3კ-467-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.03.2000
- საქმე №3კ-300-2000 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.01.2000
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება