1. ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. თუ დაპატიმრებული ბრალდებული სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი ტრანსპორტირების განუხორციელებლობის გამო, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს ბრალდებულის წარმოდგენა და სასამართლოს აცნობოს ბრალდებულის ტრანსპორტირების განუხორციელებლობის მიზეზი.
საქართველოს 2015 წლის
1 მაისის
კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3126
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3126
- 01.05.2015 კანონი №3528
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(25)
- საქმე №2კ-1000აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.12.2023
ი–ს მიმართ სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის განხილვით, დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად,,ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.
- საქმე №2კ-238აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2023
ბ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ იყო დადასტურებული შესაბამისი წესით და სასამართლომ ბრალდებულის გამოუცხადებლობა მიიჩნია სასამართლოსგან თავის არიდებად, განმარტა, რომ აღნიშნული საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ქმნის საქმის ბრალდებულის დაუსწრებლად განხილვის გაგრძელების შესაძლებლობის საფუძველს და დაადგინა, რომ საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს ი.
- საქმე №2კ-1026აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.05.2022
ო-ნ უშუალოდ დაკავშირება ვერ შეძლო, საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად დანიშნა ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე ( საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის შესაბამისად). რაც შეეხება კასატორის მითითებებს უფლებების დარღვევის (ფიზიკური შეურაცხყოფის) თაობაზე, იგი თავადვე აღნიშნავს, რომ იმ დროისათვის მოცემული ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაფიქსირებული იყო და საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება.
- საქმე №080100117002184333 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2019
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ი-----–- კ-------ამ მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა, მას შემდეგ რაც ბრალდების მხარისაგან ვერ მიიღო თანხმობა შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობებზე, მან თავი აარიდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით საქმის განხილვა ჩატარდა მის დაუსწრებლად, აღნიშნული გარემოებების და სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, სასამართლოს მსჯავრდებულ ი-----–- კ-------ას მიმართ სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
- საქმე №330100117001877661 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.02.2019
ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის დაუსწრებლად საქმის განხილვა დასაშვებია, თუ იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.
- საქმე №190100118002739150 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №020100120003488248 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 27.03.2020
- საქმე №080100119003190573 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 10.03.2020
- საქმე №330100116001651319 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.11.2019
- საქმე №020100118002347813 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 30.06.2019
- საქმე №330100118002521051 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №330100118002708653 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №330100118002353983 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.02.2019
- საქმე №110100116001657316 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №330100119002796440 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №020100118002644922 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 02.11.2018
- საქმე №080100117002151780 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №020100118002374506 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №150100117002246352 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 11.07.2018
- საქმე №080100117002184333 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.06.2018
- საქმე №110100117002004392 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 15.06.2018
- საქმე №110100118002362632 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 31.05.2018
- საქმე №150100116002247147 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 11.01.2018
- საქმე №330100119002987057 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.07.2019
- საქმე №190100117002105872 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 08.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება