სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი · რედაქცია 17.12.2025
მუხლი 183. საქმის განხილვისას სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლი · სსსკ 183
თავი XIX — სასამართლო განხილვის ზოგადი დებულებანი
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №2კ-472აპ.-24
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ საქმე განხილულია საქართველოს სსსკ-ის 183-ე მუხლის დარღვევით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე, მხარეებმა,…
- საქმე №2კ-316აპ.-19
შემადგენლობის შეცვლის შემთხვევაში სსსკ-ის 183-ე მუხლი ადგენს საქმის განხილვის თავიდან დაწყების ვალდებულებას. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, უშუალოდ სასამართლო პროცესზე მოუსმინოს პროცესის მონაწილეებს.
- საქმე №120100117002218484
…სასამართლო სხდომა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამრთლო სხდომაზე დამსწრე პიების მხრიდან ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას, შესაბამისად მოსამართლემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დახურა სასამართლო სხდომა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს.
- საქმე №330100114617303
…ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება. 4.19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს სამართლიანი სასამართლო პროცესის. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ საქმე უცვლელი შემადგენლობით უნდა განიხილოს. თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 75⁶⁴. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი
- მუხლი 18. სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებასა და ვერიფიკაციაზე უფლებამოსილი პირები
- მუხლი 15. სამშენებლო პროდუქტის თვისებების კლასები, დონეები და სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია
- მუხლი 15. 1. ცხოველის ახალი ჯიში ითვლება სტაბილურად, თუ მისი ძირითადი ნიშნები უცვლელი რჩება განმეორებითი გამრავლების შემდეგ ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის შემთხვევაში – ყოველი ასეთი ციკლის ბოლოს
მეზობელი მუხლები
- მუხლი 177. შეტყობინება დაკავების, დაპატიმრების ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ
- მუხლი 178. დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირის კმაყოფაზე მყოფი პირის, მისი საცხოვრებელი ბინისა და სხვა ქონების მეურვეობის ღონისძიებანი
- მუხლი 179. სისხლის სამართლის პროცესის წარმოება არაიდენტიფიცირებული ბრალდებულის, მსჯავრდებულის მიმართ
- მუხლი 180. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება
- მუხლი 181. სამედიცინო დაწესებულებაში პირის ყოფნის ვადა
- მუხლი 182. სასამართლო სხდომის საჯაროობა # # #
- მუხლი 184. სათადარიგო მოსამართლე
- მუხლი 185. სასამართლო განხილვის ადგილი და უწყვეტობა
- მუხლი 186. სასამართლო სხდომის განაწესი
- მუხლი 187. სასამართლო სხდომის დაწყება
- მუხლი 188. მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025. გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 183, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-183/