თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არა უმეტეს 20 დღის ვადით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ექიმთა დასკვნის საფუძველზე, რომლებიც სტაციონარულ ექსპერტიზას ატარებენ, ეს ვადა შეიძლება სასამართლოს განჩინებით გაგრძელდეს კიდევ 10 დღით. ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია, თუნდაც სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი ამაზე თანახმა იყოს.
3. თუ პირი ერთ სისხლის სამართლის საქმეზე რამდენჯერმე იყო მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებაში მისი ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლით დადგენილ ვადას.
4. ბრალდებული ან მისი ადვოკატი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
5. ბრალდებულის სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადა ჩაითვლება პატიმრობის ვადაში, გარდა მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადისა.
თავი XIX
სასამართლო განხილვის ზოგადი დებულება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №2კ-751აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
…ჩასატარებლად ბრალდებულ ი. მ–ე–ზ–ის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში მოთავსების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ: 12.1.1. საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსდეს არაუმეტეს 20 დღისა, ხოლო ამავე…
- საქმე №2კ-113აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.07.2017
…10 წუთს გაგრძელდა. დ. მ-ის განმარტებით, ისინი 5 დღე აკვირდებოდნენ პატიმარს და შეისწავლეს საქმეც. 6. კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის წარდგენილ დასკვნაში აღნიშნული არ არის ის მეთოდიკა, რომელიც მისი შედგენის დროს გამოიყენეს. საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის თანახმად, ლ. ჩ-ი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 20 დღით, მაგრამ კომისია მხოლოდ ათი წუთი შედგა, შემდეგ კი საერთოდ შეწყდა.
- საქმე №2კ-44-I-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2004
გამოძიებას არ ამოუწურავს საქართველოს სსსკ-ის 178-ე და 181-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურები, არ გადაუწყვეტია ა. ბ-ის შერაცხადობისა და შეურაცხადობის საკითხი, არ დაუდგენია ფსიქიკურად ჯანმრთელმა პირმა ჩაიდინა დანაშაული, თუ შეურაცხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას Uჰქონდა ადგილი.
- საქმე №080100119003158121 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 06.04.2020
სასამართლოს მი-ჩნი-, რომ მა----ა შა----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სსსკ- 1571-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტით, სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, დადასტურებული- მხარეთა…
- საქმე №330100120003461258 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.02.2020
ლ---- ჯ---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
- საქმე №010100119002970969 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.11.2019
- საქმე №170100119002958960 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 07.05.2019
- საქმე №330100118002725859 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება