1. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს, და საქმის განხილვა გრძელდება.
2. თუ საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს, სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქმეზე სავალდებულო წესით ინიშნება სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას, და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი გრძელდება.
საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის კანონი №707 – ვებგვერდი, 29.06.2021წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/1300 – ვებგვერდი, 22.11.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2021 კანონი №707
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-316აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2021
ამ დანაწესიდან არსებობს გამონაკლისი, როდესაც საქმეზე დანიშნულია სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება ( სსსკ-ის 184-ე მუხლი). მართალია, კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ წესს, თუ როდის უნდა დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, მაგრამ, საკასაციო პალატის შეფასებით, საქართველოს…
- საქმე №120100117002218484 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.03.2019
თუ რომელიმე მოსამართლეს არ შეუძლია სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მას ცვლიან იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლით და საქმის განხილვა ხელახლა იწყება, გარდა ამ კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს თავმჯდომ----- გადაწყვეტილებით, საქმეზე შეიძლება დაინიშნოს სათადარიგო მოსამართლე, რომელიც ცვლის სასამართლო შემადგენლობიდან გასულ მოსამართლეს და საქმის განხილვა გრძელდება.
- საქმე №330100114617303 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.01.2020
სასამართლოს ასევე, მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, სათადარიგო მოსამართლედ დანიშვნის თაობაზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად,…
- საქმე №ბს-981(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2014 წლის 04 თებერვლის N16/608 ცნობით დასტურდება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის N66 §10 ბრძაანების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუს მ. ბ-ეს, სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე, შეუჩერდა ნოტარიუსის უფლებამოსილება,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება