თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, ხანდაზმული მშობელი, ან მის კმაყოფაზეა სხვა პირი, რომელიც ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე რჩება, პროკურორი და სასამართლო ვალდებული არიან ისინი სამეურვეოდ გადასცენ ნათესავს, სხვა პირს ან შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ პირს უზედამხედველოდ რჩება ქონება, – განახორციელონ მისი დაცვის ღონისძიება.
2. გატარებულ ღონისძიებათა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირს, რის თაობაზედაც გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ცნობას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს დაერთვის, ან/და კეთდება ჩანაწერი სასამართლო სხდომის ოქმშ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-860(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.01.2025
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში…
- საქმე №2კ-951აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2020
…დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა. მ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლისა და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის - ა.
- საქმე №330100117001934424 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დადგინდა მსჯავრდებულ ა-–--–- მ-----–--ს სასჯელის მოხდის პერიოდში, ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე დარჩენის…
- საქმე №330100117002152480 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
საქართველოს სსსკ-ის 178-ე და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის ქ------------------–---–ის არასრულწლოვანი შვილები - ნ-----–---------–--- და…
- საქმე №330100118002594425 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.10.2018
საქართველოს სსსკ-ის 178-ე და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის თ---------------------––-–------ შვილები -…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება