თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. თუ არსებობს დაკავების საფუძველი, დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს, განუმარტოს, რა დანაშაულის ჩადენაშია ის ბრალდებული, და აცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, და რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული სასამართლოში. დაუშვებელი მტკიცებულებაა ის განცხადება, რომელიც დაკავებულმა ამ ნაწილით გათვალისწინებული განმარტების მიღებამდე გააკეთა.
2. დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.
3. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან/და აპირებს თავიდან მოიშოროს, დააზიანოს ან გაანადგუროს მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე საგანი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, დამკავებელ მოხელეს უფლება აქვს, ჩაატაროს პირადი ჩხრეკა ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
4. დაკავების ადგილას მიყვანისთანავე დაკავებული ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და უნდა შედგეს სათანადო ცნობა.
5. დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა დაკავებულს უნდა გადაეცეს ბრალდების შესახებ დადგენილება. თუ ამ ვადაში დაკავებულს დადგენილება არ გადაეცა, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
6. დაკავების ვადა ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში.
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №2კ-1168აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
ა-ს განემარტა, რომ მას, როგორც ბრალდებულს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე და 174-ე მუხლების თანახმად, უფლება აქვს, გაიაროს უფასო სამედიცინო შემოწმება და აღნიშნულთან დაკავშირებით, გააცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები, რის შემდეგ, ბრალდებულმა მ.
- საქმე №2კ-1021აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.02.2026
სასამართლომ მიუთითა, რომ დარღვეული იქნა „ პოლიციის შესახებ“ საქართველო კანონის 22-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014წლის 15 აგვისტოს N625 ბრძანების მე-12 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 238-ე და 248-ე მუხლების, საქართველოს სსსკ-ის 121-ე და 174-ე მუხლების დანაწესები. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი ექსპერტიზის დასკვნები დაუშვებელი მტკიცებულებებია საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან (ე.წ.
- საქმე №2კ-479აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.08.2024
ს-ის უფლებებში ჩარევა სასამართლოს კონტროლქვეშ მოექცა, დაკავების დროს პირის კანონიერი ინტერესები არ შელახულა, არ დარღვეულა საქართველოს სსსკ-ის 174-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავების წესი და, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათში გადაეცა ბრალდების შესახებ დადგენილება.
- საქმე №2კ-984აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2023
თუმცა ადგილზე დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ და მისთვის უფლებები არ განუმარტავთ, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მოთხოვნები. დაკავების ოქმში დაკავების საფუძვლად მითითებულია მიმალვის საფრთხე, რაც მოკლებულია საფუძველს, რადგან პოლიციელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ა.
- საქმე №23აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2022
ს-ის დაკავების ოქმი და დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხვნების დარღვევას, ვინაიდან ბრალდებულს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა უნდა გადაეცეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილება, უნდა მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვა და წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა.
- საქმე №2კ-610აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2017
- საქმე №330100118002386352 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №010100118002516833 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №130100118002540226 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.06.2019
- საქმე №330100117002211967 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.04.2019
- საქმე №330100117001886710 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება