თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი. თუ დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე ობიექტური მიზეზით (მიზეზებით) შეუძლებელია, იგი უნდა შედგეს დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე.
2. დაკავების ოქმში უნდა აღინიშნოს: ვინ, სად, როდის, რა ვითარებაში, ამ კოდექსში მითითებულ რომელ საფუძველზეა დაკავებული, დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა დაკავების მომენტში, რომელი დანაშაულის ჩადენაშია იგი ბრალდებული, მისი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანის ზუსტი დრო, ამ კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებულის უფლებებისა და მოვალეობების ნუსხა, აგრეთვე შესაბამის შემთხვევაში ის ობიექტური მიზეზი (მიზეზები), რომლის (რომელთა) არსებობის გამოც შეუძლებელი იყო დაკავების ოქმის შედგენა დაკავებისთანავე.
3. დაკავების ოქმს ხელს აწერენ: თანამდებობის პირი, რომელმაც პირი დააკავა, დაკავებული და მისი ადვოკატი (მისი ყოფნის შემთხვევაში). ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ოქმს ხელს აწერს პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირი. დაკავებულს გადაეცემა დაკავების ოქმის ასლი. თუ დაკავებისას ჩატარდა პირის პირადი ჩხრეკა, ამ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება.
4. თუ დაკავებისას პირს არ განემარტა ამ კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და არ გადაეცა დაკავების ოქმი ან თუ დაკავების ოქმი შედგენილია არსებითი დარღვევით, რომელიც აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას, თავისუფლებაშეზღუდული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №2კ-984აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2023
თუმცა ადგილზე დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ და მისთვის უფლებები არ განუმარტავთ, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მოთხოვნები. დაკავების ოქმში დაკავების საფუძვლად მითითებულია მიმალვის საფრთხე, რაც მოკლებულია საფუძველს, რადგან პოლიციელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ა.
- საქმე №2კ-625აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2020
ს-ის მიერ, რომელმაც უხეშად დაარღვია საქართველოს სსსკ–ის 175–ე მუხლის მე–3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, თუ დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ამ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება, ეს მაშინ, როდესაც დაკავებულ მ.
- საქმე №2კ-78აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2018
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი მოპოვებულია კანონდარღვევით და ის არ უნდა გამხდარიყო განაჩენის გამოტანის საფუძველი და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი.
- საქმე №2კ-610აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2017
ლ-ას მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია და პატაკი საფუძვლიანი იქნებოდა, მათ საქართველოს სსსკ-ის 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 174-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯერ უნდა დაეკავებინათ დ.
- საქმე №010100218700053084 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.07.2018
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი მოპოვებულია კანონდარღვევით და ის არ უნდა გამხდარიყო განაჩენის გამოტანის საფუძველი და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონმდებლობის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ დამკავებელმა მოხელემ დაკავებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა შეადგინოს დაკავების ოქმი.
- საქმე №010100118002516833 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №330100118002612656 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №130100118002540226 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 07.06.2019
- საქმე №330100118002599241 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №010100218700050761 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.07.2018
- საქმე №330100118002376149 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.10.2018
- საქმე №010100118002252760 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.08.2018
- საქმე №020100117002042751 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 09.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება