თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ:
ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;
ბ) არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ;
გ) გავიდა დაკავების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
დ) არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა დაკავებაზე;
ე) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი;
ვ) სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად დაკავება აღარ არის აუცილებელი.
2. დაკავებული თავისუფლდება პროკურორის ან მოსამართლის გადაწყვეტილებით.
3. დაკავებული თავისუფლდება დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ გავიდა დაკავების ვადა.
4. გათავისუფლებისას დაკავებულს გადაეცემა გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ასლი.
5. იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
6. პროკურორის დადგენილებით შესაძლებელია ბრალდებულის დროებით გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-158აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2019
…სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს მ. მ-ს და შ. ჭ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას. 8. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსჯავრდებულთა თანმხლები პირი – ა. თ., საქართველოს სსსკ-ის 176-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმის გამო, რომ არ დადასტურდა ეჭვი მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ, პროკურორ ეკა ჭაავას დადგენილებით გათავისუფლდა დაკავებიდან.
- საქმე №330310017001991948 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 176-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული, მას უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით აუნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება