თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ამასთანავე, პირი მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ან თუ განიხილება „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად უცხო სახელმწიფოსგან თანხმობის გამოთხოვის საკითხი, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობით, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება პირის დაკავების თაობაზე. ეს განჩინება არ გასაჩივრდება.
2. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ:
ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;
გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო;
ე) პირი შესაძლოა მიიმალოს;
ვ) პირი ძებნილია;
ზ) ამ შესაძლებლობას ითვალისწინებს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
3. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და მისი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურებისა თუ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავიდან ვერ იქნება აცილებული სხვა, ალტერნატიული ღონისძიებით, რომელიც პროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და ბრალდებულის პირადი მონაცემებისა.
4. არ შეიძლება დაკავებულ იქნეს ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული არასრულწლოვანი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3157
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5010 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5910 – ვებგვერდი, 25.05.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5910
- 20.09.2019 კანონი №5010
- 20.07.2018 კანონი №3157
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №2კ-1148აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2026
გ-ე დააკავეს – 2025 წლის 22 აპრილს, 23:00 საათზე, სასამართლოს განჩინების გარეშე, საქართველოს სსსკ-ის 170-ე, 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობით, ვინაიდან:,,იგი შესაძლოა მიიმალოს” (ტ.
- საქმე №2კ-796აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცული იყო საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დაკავებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითად დარღვევა,…
- საქმე №2კ-330აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2025
კ–ის მიმართ დარღვეული იქნა არამარტო საქართველოს სსსკ-ის 170- 171-ე და 174-ე მუხლების მოთხოვნები, არამედ ასევე აშკარად იკვეთება დაცვის უფლების დარღვევა. 15.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2022 წლის 18 დეკემბერს 07:40-11:05 საათამდე დროის მონაკვეთში, როდესაც გ.
- საქმე №2კ-1295აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.05.2025
სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცული იყო საქართველოს სსსკ-ის 171-ე მუხლის მოთხოვნები. 14.6. ამდენად, გარდა იმისა, რომ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლო სხდომაზე, შემოწმდა რ.
- საქმე №2კ-37-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2022
საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ, მართალია, ამნისტიის კანონი თავისი არსით წარმოადგენს ჰუმანიზმის პრინციპზე დაფუძნებულ აქტს, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ მოცემული კანონის გავრცელების ფარგლებში შესაძლებელი გახდეს სხვა კანონით გათვალისწინებული სავალდებულო სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლა (მათ შორის იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ვ“ ქვეპუნქტი). შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამოცხადება ვერ მიიჩნევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულებად.
- საქმე №2კ-32-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.06.2022
- საქმე №2კ-34აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.07.2020
- საქმე №2კ-572აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.01.2020
- საქმე №2კ-640აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.04.2019
- საქმე №2კ-685აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.05.2018
- საქმე №2კ-140აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2017
- საქმე №ბს-134-132(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.04.2017
- საქმე №010100118002308252 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 23.04.2019
- საქმე №330100119002792724 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №330100116001371672 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330100117002211967 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.04.2019
- საქმე №330100117001886710 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №190100117001853463 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.10.2018
- საქმე №190100117001853463 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 16.07.2018
- საქმე №050100117002102169 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 17.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება