თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს პროკურორი აფორმებს შესაბამისი დადგენილებით. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დადგენილების გამოტანის შემთხვევაში გაუგზავნოს მისი ასლი დაზარალებულს დადგენილების გამოტანიდან 1 კვირის ვადაში.
2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
3. თუ ზემდგომმა პროკურორმა ან სასამართლომ გააუქმა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება და არ გასულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა, სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში საქართველოს გენერალური პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სხვა საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.
4. ამ მუხლში მითითებული გადაწყვეტილებების შესახებ ეცნობება დაზარალებულს.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №
3276
–
ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის
კანონი №
3814
–
ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №697
- 30.12.2021 კანონი №1314
- 08.05.2019 კანონი №4604
- 30.11.2018 კანონი №3814
- 21.07.2018 კანონი №3276
- 24.07.2014 კანონი №2518
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-258აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2015
საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, ემსჯელათ პირად მოტივთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილება გამოტანილია საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევით. საქმის მასალებში წარმოდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების ფორმულირებაში არ არის მითითებული სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის პირადი მოტივი, რაც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია.
- საქმე №330100117001937154 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2018
…რომ განჩინების გამოტანის დროისათვის მოწმე ლ-----–-–--–--ე პოტენციური ბრალდებული იყო. საქართველოს სსსკ-ის 166-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით განცხადებულია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე პროკურორის უარი, რასაც იგი აფორმებს შესაბამისი დადგენილებით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება