1. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
2. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
3. იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს („დაზარალებულის უფლებამონაცვლე“). გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არა აქვთ, უარი უთხრან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაზარალებულისათვის მინიჭებული რომელიმე უფლებით სარგებლობაზე. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე წილისყრით განისაზღვრება.
4. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. თუ ზემდგომმა პროკურორმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
51. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნა გააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
7. მოსამართლეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ საკითხებზე 15 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №
3276
–
ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/12/1229,1242.1247,1299 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5026 – ვებგვერდი, 01.10.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 20.09.2019 კანონი №5026
- 08.05.2019 კანონი №4604
- 21.07.2018 კანონი №3276
- 24.07.2014 კანონი №2518
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 56. პირის დაზარალებულად ცნობა # 1. დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. 2. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებული იურიდიული პირი მონაწილეობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით, რომელსაც ენიჭება დაზარალებულის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. 3. იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს („დაზარალებულის უფლებამონაცვლე“). გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს უფლება არა აქვთ, უარი უთხრან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაზარალებულისათვის მინიჭებული რომელიმე უფლებით სარგებლობაზე. ერთი დონის ახლო ნათესავებს შორის დავის შემთხვევაში დაზარალებულის უფლებამონაცვლე წილისყრით განისაზღვრება. 4. დანაშაულის მომზადების ან მცდელობის შემთხვევაში დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეიძლება მისდგომოდა ზიანი. 5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. თუ ზემდგომმა პროკურორმა საჩივარი არ დააკმაყოფილა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. 51. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნა გააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. 6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. 7. მოსამართლეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ საკითხებზე 15 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/12/1229,1242.1247,1299 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ბს-1064(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2025
რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე.
- საქმე №2კ-1106აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2024
კერძოდ, 2022 წლის 2 აგვისტოს წილისყრის შესახებ ოქმით დგინდება, რომ საქართველოს სსსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ჩატარებული წილისყრის შედეგად, გარდაცვლილ ა. მ–იის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ.
- საქმე №2კ-1130აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.04.2023
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, სრულად ეთანხმება მითითებულ საკითხთან დაკავშირებით გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
- საქმე №ბს-1084(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56.4 მუხლზე, რომლის თანახმად პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში.
- საქმე №2კ-790აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.11.2022
…საფუძველს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის,,პ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია, პირი ცნოს დაზარალებულად და განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ დაზარალებულს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.
- საქმე №2კ-636აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.10.2022
- საქმე №2კ-561აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.03.2018
- საქმე №ას-269-257-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2017
- საქმე №2კ-652აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.05.2016
- საქმე №ას-113-108-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.05.2015
- საქმე №ას-872-830-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2014
- საქმე №2კ-81აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2010
- საქმე №330100119003163552 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.04.2020
- საქმე №330100116001470067 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №190100118002342903 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.07.2019
- საქმე №330310016001415176 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №020100119003100497 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 25.12.2019
- საქმე №020100119003270544 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 12.12.2019
- საქმე №020100119003079991 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 21.10.2019
- საქმე №020100118002410974 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 17.05.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება