1. თარჯიმანს უფლება აქვს:
ა) თარგმანის დასაზუსტებლად შეკითხვა დაუსვას პროცესის მონაწილეებს;
ბ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს;
გ) გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი;
დ) უარი თქვას თარგმნაზე, თუ ამისთვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.
2. თარჯიმანი ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით;
ბ) ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი;
გ) ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმში და სხვა საპროცესო დოკუმენტში;
დ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს გამოძიების მასალა, აგრეთვე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შემცველი ცნობებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-30აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.05.2018
…ისიც, რომ შ. არასერტიფიცირებული თარჯიმანია და სრულიად შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენად ჯეროვნად შეუძლია შეასრულოს თარგმანი. ნ.- შ-ს რომ სათვალე თან ჰქონდა, ეს ფაქტი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტოცხრილში. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი.
- საქმე №010100116001208344 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.05.2018
…შ----ე არასერტიფიცირებული თარჯიმანია და სრულიად შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენად ჯეროვნად შეუძლია შეასრულოს თარგმანი. ნ------- შ----ეს რომ სათვალე თან ჰქონდა, ეს ფაქტი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტოცხრილში. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი.
- საქმე №010100116001208344 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.06.2019
…არასერტიფიცირებული თარჯიმანია და სრულიად შეუძლებელია იმის გარკვევა რამდენად ჯეროვნად შეუძლია განახორციელოს მან თარგმანი. ნ------- შ----ეს რომ სათვალე თან აქვს, ეს ფაქტი დაფიქსირებულია შემთხვევის ადგილას გადაღებულ ფოტო ცხრილში. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით თარჯიმანი ვალდებულია ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი.
- საქმე №160100118002252478 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.01.2019
…დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, რასაც ფ--------------------ეს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ფირუდინ გარაზედესთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ. საქართველოს სსსკ-ის 54-ე მუხლი განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის წესს შემამსუბუქებელ გარემეობათა არსებობისას. ფ--------------------ე არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
- საქმე №010100118002252760 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.08.2018
…გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-6 ნაწილის,,დ’’ ქვეპუნქტის თანხამად, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია მოიწვიოს თარჯიმანი. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თარჯიმანი ვალდებულია, ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება