1. მოწმეს უფლება აქვს:
ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.
2. მოწმე ვალდებულია:
ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;
დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს;
ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6842
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.12.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. მოწმის უფლება-მოვალეობანი 1. მოწმეს უფლება აქვს: ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე; [ ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე; (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა; დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს; ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება. 2. მოწმე ვალდებულია: ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით; ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ; დ) დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს; ე) სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი. 3. მოწმე შეიძლება იძულებით მიიყვანონ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1477)
- საქმე №2კ-258აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2026
ს–ის გამართლების უკანონობის დასაბუთებისათვის უთითებს მოწმეთა (გამომძიებლები) ირიბ ჩვენებებზე, დაზარალებულის (რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და გამოძიების ეტაპზე – დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე – დაფიქსირებულ დაზარალებულის პოზიციაზე.
- საქმე №2კ-219აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
თ-მა ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
- საქმე №2კ-217აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2026
კ-მა (ბრალდებულის მეუღლის მშობელი) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს უარი განუცხადა ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
- საქმე №2კ-186აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2026
ნ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მეუღლის, ბ.
- საქმე №2კ-220აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.07.2026
კ-ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მეუღლის – წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
- საქმე №2კ-234აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-51აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
- საქმე №2კ-157აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
- საქმე №2კ-205აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.07.2026
- საქმე №2კ-187აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
- საქმე №2კ-31აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2026
- საქმე №2კ-97აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2026
- საქმე №2კ-1124აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №2კ-170აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №2კ-241აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2026
- საქმე №2კ-171აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2026
- საქმე №2კ-1071აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2026
- საქმე №2კ-30აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2026
- საქმე №2კ-56აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2026
- საქმე №2კ-129აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №2კ-16აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2026
- საქმე №2კ-54აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2026
- საქმე №2კ-1122აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2026
- საქმე №2კ-1004აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.04.2026
- საქმე №2კ-185აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2026
- საქმე №2კ-1065აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №2კ-931აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2026
- საქმე №2კ-1146აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.03.2026
- საქმე №2კ-1138აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2026
- საქმე №2კ-1092აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2026
- საქმე №2კ-936აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2026
- საქმე №2კ-930აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
- საქმე №2კ-977აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
- საქმე №2კ-923აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
- საქმე №2კ-1036აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2026
- საქმე №2კ-1114აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №2კ-1035აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №2კ-986აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №2კ-900აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2026
- საქმე №2კ-997აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2026
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1477-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება