საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.04.2026
საქმის ნომერი
2კ-1122აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100124010490541

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1122აპ-25 ქ. თბილისი

შ–ი ა., 1122აპ-25 29 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. შ–ს ბრალად ედება:

ü გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ოთხი ეპიზოდი, 2025 წლის აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

ü გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2025 წლის აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

ü გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი, 2025 წლის აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

ü გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2025 წლის აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

ü ოჯახის წევრის მიმართ იძულება, ე.ი. ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ასევე საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

ü ოჯახის წევრის მიმართ იძულება, ე.ი. ადამიანის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ასევე საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

ა. შ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წელს, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში, ა. შ–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილების − ე. ჟ–იას და ლევ შატროვის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს − მეუღლეს კ. შ–ას, რის შემდეგაც მხრებში ხელი ჰკრა და ძირს დაანარცხა ოჯახის წევრი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი გერი − ე. ჟ–ია. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წელს, ქ. ბ–ი, .... ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.....ში“ მდებარე ბინა N....-ში, ა. შ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს − მეუღლეს კ. შ–ას, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის გაზაფხულზე, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში,ა. შ–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, ყელის არეში ხელების მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს − მეუღლეს კ. შ–ს, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის გაზაფხულზე, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში, ა. შ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს − მეუღლეს კ. შ–ას, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის შემოდგომაზე, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში, ა. შ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს კ. შ–ას (მისი და არასრულწლოვანი გერის ე. ჟ–ის ყელის გამოჭრით), რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2024 წლის შემოდგომაზე, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში, ა. შ–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის – ე. ჟ–იას თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა არეში მობილური ტელეფონის სამუხტის კაბელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – მეუღლეს კ. შ–ას, ასევე არასრულწლოვან გერს – ე. ჟ–საც, რის შედეგადაც, დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 16 ოქტომბერს, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში, ა. შ–მა, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის – ე. ჟ–ას თანდასწრებით, ხელებში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავისი ოჯახის წევრს – მეუღლეს კ. შ–ას, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2024 წლის 16 ოქტომბერს, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში, ა. შ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს – მეუღლეს კ. შ–ას, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე (დაკავებამდე) დროის მონაკვეთში, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში, ა. შ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით, თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს კ. შ–ას აიძულებდა ღამით საწოლიდან წამოდგომას და გარკვეული დროით მის წინ დგომას, ასევე საცხოვრებელი ბინიდან წასვლას და ფიზიკური ძალის გამოყენებით აგდებდა ქუჩაში.

· 2023 წლიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე (დაკავებამდე) დროის მონაკვეთში, ქ. ბ–ში, .... ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „.......ში“ მდებარე ბინა N...-ში, ა. შ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად დომინანტი, ოჯახის უფროსი, ქალის დაქვემდებარებული როლის და მასზე უპირატესი მდგომარეობის საფუძვლით, დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამოყენებით, თავისი ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან გერს – ე. ჟ–ს აიძულებდა აზიდვების გაკეთებას და ოთახის კუთხეში გარკვეული დროით დგომას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენით ა. შ–ი, − დაბადებული 19.. წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის ეპიზოდში), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით − ოთხ ეპიზოდად წარდგენილ ბრალდებებში (2025 წლის აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

ა. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის შემოდგომის ეპიზოდი, 2025 წლის აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 334 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის − 2024 წლის 17 ოქტომბრიდან 2024 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით − შეუმსუბუქდა და საბოლოო, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 24 საათით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

გაუქმდა მსჯავრდებულ ა. შ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო.

მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. შ–ის დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით და მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრა, რაც სრულად იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 3 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ა. შ–ის დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდით და მუხლის სანქციით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელის განსაზღვრას, რაც სრულად იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან, შემდეგი მოტივებით: მიუხედავად დაზარალებულთა მიერ სასამართლოში ა. შ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, ნ. მ–ისა და ი. წ–ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ვიდეოჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმი, ასევე სხვა მასალები, სრულიად საკმარისი იყო ყველა ბრალდების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადასტურებლად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდების ყველა ეპიზოდში სრულიად საკმარისი იყო ა. შ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ გამამართლებელ ეპიზოდებში, განსხვავებით 2024 წლის შემოდგომის მსჯავრდების ეპიზოდისა, საქმეში არსებული მტკიცებულებები არასაკმარისია და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. შ–ის ბრალეულობას, ვინაიდან არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, ხოლო სხვა ირიბი ჩვენებები და დოკუმენტური მტკიცებულებები, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ჯაჭვს, კერძოდ:

9. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულებმა − კ. შ–ამ და ე. ჟ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის – ა. შ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულთა მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულებმა ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ა. შ–ის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევაც, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც სასამართლოში არ დაადასტურეს.

10. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ დაზარალებულები − კ. შ–ა და ე. ჟ–ა არიან ის პირები, რომლებსაც შეეძლოთ ბრალდების გამამართლებელ ეპიზოდებში ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის − ძალადობის, მუქარის, იძულების, ფიზიკური ტკივილისა და საფუძვლიანი შიშის არსებობის პირდაპირი დადასტურება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, შემთხვევის უშუალო თვითმხილველი დაზარალებულების მიერ ა. შ–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, აფასებს საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, თუ რამდენად საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. მოწმე ნ. მ–ის მონათხრობი ეფუძნებოდა სხვა პირებისაგან მიღებულ ინფორმაციას. ამდენად, აღნიშნული ინფორმაცია, თავისი ბუნებით ირიბი ხასიათისაა და ვერ ანაცვლებს დაზარალებულთა ჩვენებას. ანალოგიურად, პოლიციის თანამშრომელ ი. წ–ის ჩვენებაც ირიბია, რადგან იგიც არ შესწრებია ძალადობის, მუქარისა თუ იძულების რომელიმე ეპიზოდს. შესაბამისად, ვერც მითითებული ირიბი მტკიცებულება ვერ იქნება გამოყენებული ბრალდების მადასტურებლად.

12. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას ასევე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თაობაზეც. სასამართლომ მიუთითა, რომ SMS-ებსა და ხმოვან შეტყობინებებში, რიგ შემთხვევაში ნამდვილად იკვეთება ა. შ–ის მკაცრი ტონით საუბარი ე. ჟ–სთან, გაკვეთილების კარგად სწავლასა და ვარჯიშთან დაკავშირებით, მაგრამ თავად ამ ტექსტების შინაარსიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ეს ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შეუძლებელია. გარდა ამისა, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ შეტყობინებების უშუალო ადრესატმა სასამართლოს არ მისცა განმარტება მათი შინაარსის, აღქმისა და კონტექსტის შესახებ. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ ასეთი მასალა უშუალო განმარტების გარეშე ვერ იქცეოდა მუქარის ან იძულების უტყუარ მტკიცებულებად, საკასაციო სასამართლოს მიერაც გაზიარებულია.

13. საქმეში არსებული ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, როგორიცაა − ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია ა. შ–ის მიერ დაზარალებულებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, უკავშირდება მხოლოდ − 2024 წლის შემოდგომის − ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს, რა ნაწილშიც, მათ შორის, მითითებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

14. რაც შეეხება დანაშაულის შესახებ შეტყობინებას და შემაკავებელ ორდერს, აღნიშნული დოკუმენტები არსებითად ეყრდნობა თავად დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოში არ მისცა ჩვენება და, შესაბამისად, არ დაადასტურა დოკუმენტებში ასახული გარემოებები, ხოლო თავად დანაშაულის შესახებ შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე