1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, შინაპატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა – საათებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელთა შეცვლისა და შეჯამების დროს, აგრეთვე სასჯელის ჩათვლისას შეიძლება სასჯელის ვადის გამოანგარიშება დღეებით.
3. სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
4. საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, აგრეთვე განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდილი დრო ამ კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულების მიზნით პირის გადაცემის შემთხვევაში ერთი დღე ჩაითვლება ერთ დღედ.
5. თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.317
საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 -ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის
ივნისის
კანონი №6
– ვებგვერდი,.0
.2012წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
თავი XII
პირობითი მსჯავ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.03.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.03.2011 კანონი №4430
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. სასჯელის ვადის გამოანგარიშება და სასჯელის ჩათვლა 1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის, გამასწორებელი სამუშაოს, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის, შინაპატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის ვადა გამოიანგარიშება თვეებითა და წლებით, ხოლო საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადა – საათებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელთა შეცვლისა და შეჯამების დროს, აგრეთვე სასჯელის ჩათვლისას შეიძლება სასჯელის ვადის გამოანგარიშება დღეებით. 3. სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი. 4. საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, აგრეთვე განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდილი დრო ამ კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულების მიზნით პირის გადაცემის შემთხვევაში ერთი დღე ჩაითვლება ერთ დღედ. 5. თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.317 საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6 504 – ვებგვერდი, 02 .0 7 .2012წ. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. თავი XII პირობითი მსჯავრიმსჯავ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2231)
- საქმე №2კ-227აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაკავებისა (2024 წლის 11-12 ოქტომბერი) და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში (2024 წლის 17-22 ოქტომბერი) ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2600 ლარი.
- საქმე №2კ-150აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2026
…წარდგენილ ბრალდებებში; ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, ბ. ბ-ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2024 წლის 2 ივლისიდან 2024 წლის 9 ივლისის ჩათვლით), დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეუმცირდა 40 საათით და, საბოლოოდ, განესაზღვროს საზოგადობისთვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით.
- საქმე №2კ-112აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2026
ყ-ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა 2024 წლის 16 ივლისიდან 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ჯარიმის გადახდისგან; 2.1.6. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გ.
- საქმე №2კ-195აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2026
ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 21000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით – 2025 წლის 6 ოქტომბრიდან 2025 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, შეუმცირდა და საბოლოოდ, პ.
- საქმე №2კ-103აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2026
…სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება − გირაო და კანონით დადგენილი წესით, გირაოს სახით გადახდილი თანხა − 3000 (სამი ათასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელ პირს მანანა დარსაველიძეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2024 წლის 4 დეკემბრიდან − 2024 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან − 2025 წლის 13 მარტიდან.
- საქმე №2კ-1097აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2026
- საქმე №2კ-171აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2026
- საქმე №2კ-1113აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.05.2026
- საქმე №2კ-129აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2026
- საქმე №2კ-16აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2026
- საქმე №2კ-91აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2026
- საქმე №2კ-109აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.05.2026
- საქმე №2კ-1122აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2026
- საქმე №2კ-18აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2026
- საქმე №2კ-1141აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2026
- საქმე №2კ-76აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.04.2026
- საქმე №2კ-1147აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2026
- საქმე №2კ-1065აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2026
- საქმე №2კ-1104აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №2კ-928აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.03.2026
- საქმე №2კ-977აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
- საქმე №2კ-814აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2026
- საქმე №2კ-800აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
- საქმე №2კ-996აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2026
- საქმე №2კ-1013აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.02.2026
- საქმე №2კ-895აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.02.2026
- საქმე №2კ-963აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №2კ-874აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
- საქმე №2კ-812აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2026
- საქმე №2კ-821აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2026
- საქმე №2კ-892აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2026
- საქმე №25აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №2კ-887აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2026
- საქმე №2კ-885აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2026
- საქმე №2კ-717აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №2კ-654აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2025
- საქმე №2კ-721აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.12.2025
- საქმე №2კ-653აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №2კ-806აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2025
- საქმე №2კ-583აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 2231-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება